თავგატეხილას წყარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავგატეხილას წყარო

თავგატეხილას წყარო – ცნობილი წყაროა ქალაქ სიღნაღში. ეს წყარო იმდენად პოპულარული ობიექტი იყო, რომ მან 1900-იანი წლების მხატვრულ პუბლიცისტიკაშიც კი იჩინა თავი. ასე, მაგალითად, 1907 წელს დაარსებულ სატირულ ჟურნალ „ეკალში“ გამოქვეყნდა ლექსი „სიღნაღელების სიმღერა“, რომელშიც ვკითხულობთ:

„გავმართეთ დიდი სადილი „თავგატეხილას წყალზედა“,
თამადად დავსვით დიდყურა, გადადის თასი თასზედა.“

ხალხური გადმოცემა ამ სახელწოდების წარმოშობას უკავშირებს თავგატეხილას წყალზე (წყაროზე) სიღნაღის უბნებს შორის ატეხილ დიდ ჩხუბს, რომლის დროსაც ბევრი თავგატეხილი წასულა შინ.

სინამდვილეში „თავგატეხილა“ პიროვნული სახელია როგორც ჩანს, ეს წყარო ვინმე თავგატეხილას პირადი ინიციატივით ან შემწეობით გამოუყვანიათ. „თავგატეხილა“ რომ ადამიანის საკუთარი (შერქმეული) სახელია, ნათლად ჩანს XVIII ს-ის კახეთის ხალხთა აღწერის მასალებშიც. აქ მოხსენიებულია ვინმე იასე, თავგატეხილის შვილი და ნადირა თავგატეხილი, ახალგაყრილი.“

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები