თავკავთის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ფასადი)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
წმ. გიორგის ეკლესია სტილისტ. ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის სამშენებლო ბაქანი შექმნილია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით რელიეფის შესაბამისად ამოშენებული მაღალი საყრდენი კედლებით, რომლებიც მომრგვალებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც კვადრატული გეგმის კარიბჭე იყო ჩართული. ეკლესია მოგვიანებით (XIV-XV საუკუნეებში) შეუკეთებიათ და ძლიერ შეცვლილი აქვს სახე: დადაბლებულია შიდა სივრცე, აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, [[კამარა]], საბჯენი [[თაღი|თაღები]] და კონქი, თავდაპირველი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, კედლებიდან შემორჩენილია სამხრეთის კედელი სარკმლების თაღის ქუსლამდე, დასავლეთისა 3 მეტრ სიმაღლეზე და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი; აღმოსავლეთით ძველი წყობის მხოლოდ ქვედა რამდენიმე რიგია შემორჩენილი.
 
წმ. გიორგის ეკლესია სტილისტ. ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის სამშენებლო ბაქანი შექმნილია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით რელიეფის შესაბამისად ამოშენებული მაღალი საყრდენი კედლებით, რომლებიც მომრგვალებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც კვადრატული გეგმის კარიბჭე იყო ჩართული. ეკლესია მოგვიანებით (XIV-XV საუკუნეებში) შეუკეთებიათ და ძლიერ შეცვლილი აქვს სახე: დადაბლებულია შიდა სივრცე, აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, [[კამარა]], საბჯენი [[თაღი|თაღები]] და კონქი, თავდაპირველი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, კედლებიდან შემორჩენილია სამხრეთის კედელი სარკმლების თაღის ქუსლამდე, დასავლეთისა 3 მეტრ სიმაღლეზე და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი; აღმოსავლეთით ძველი წყობის მხოლოდ ქვედა რამდენიმე რიგია შემორჩენილი.
  
ეკლესია დარბაზულია (14,5X8,5 მ). სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს, ნახევარწრიული [[აფსიდი]]ს ღერძზე [[თაღოვანი სარკმელი]]ა, თითო [[სარკმელი]] დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ორი – სამხრეთ კედელში. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ბაქანი ერთი საფეხურით ამაღლებულია. საკურთხევლის გვერდებზე, კედელში, მცირე ზომის სათავსებია. აგურის [[კანკელი]] გვიანდელია. საკურთხევლის სამხრეთ მხართან გაჭრილი თავდაპირველი სამშენებლო ფენის სწორკუთხა შესასვლელი საკურთხეველს აკავშირებდა რაღაც სათავსთან, რომლისგანაც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია კრონშტეინი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეში პილასტრებია, რომლებსაც, ისე როგორც აფსიდის მხრებს, კუთხეები იატაკიდან 3,5 მ სიმაღლეზე ჩამოკვეთილი აქვთ. დარბაზში დევს ბაზალტის ქვისგან გამოქანდაკებული გუმბათოვანი ტაძრის მოდელი, რომელიც თავდაპირველი ფრონტონის წვერს აგვირგვინებდა.  
+
ეკლესია დარბაზულია (14,5X8,5 მ). სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს, ნახევარწრიული [[აფსიდი]]ს ღერძზე [[თაღოვანი სარკმელი]]ა, თითო [[სარკმელი]] დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ორი – სამხრეთ კედელში. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ბაქანი ერთი საფეხურით ამაღლებულია. საკურთხევლის გვერდებზე, კედელში, მცირე ზომის სათავსებია. აგურის [[კანკელი]] გვიანდელია. საკურთხევლის სამხრეთ მხართან გაჭრილი თავდაპირველი სამშენებლო ფენის სწორკუთხა შესასვლელი საკურთხეველს აკავშირებდა რაღაც სათავსთან, რომლისგანაც სამხრეთ [[ფასადი]]ს აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია კრონშტეინი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეში პილასტრებია, რომლებსაც, ისე როგორც აფსიდის მხრებს, კუთხეები იატაკიდან 3,5 მ სიმაღლეზე ჩამოკვეთილი აქვთ. დარბაზში დევს ბაზალტის ქვისგან გამოქანდაკებული გუმბათოვანი ტაძრის მოდელი, რომელიც თავდაპირველი ფრონტონის წვერს აგვირგვინებდა.  
  
 
==== მოხატულობა ====
 
==== მოხატულობა ====

17:29, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

თავკავთის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე.

თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კიდეში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან – კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი ძლიერ დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი. ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.

სარჩევი

ციხე-გალავანი

ციხე-გალავანი (70X25 მ) განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება, მას თითქმის მთელი კონცხი უჭირავს, მიჰყვება კლდის რელიეფს და უსწორმასწორო ფორმისაა, წაგრძელებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვიშაქვით, რაც ციკლოპური წყობის შთაბეჭდილებას ტოვებს. წყობაში ზოგან ჩართულია ნატეხი ქვიშაქვის ქვა და აგური. გალავნის კედლები გარედან გამაგრებულია ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილით დაცილებული ნახევარწრიული კონტრფორსებით. გალავნის ზოგიერთი ნაწილი გატანილია ზღუდის გარეთ, რითაც გალავანზე კოშკისმაგვარი გამონაშვერები იქმნება. ციხე-გალავნის შიდა ტერიტორია სხვადასხვა დონეზე მდებარე ორი ნაწილისგან შედგება, დონეებს შორის განსხვავება დაახლოებით 10 მეტრია. მაღალ ნაწილს – ზედა ციხეს ციტადელის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს. იგი ფართობით თითქმის ორჯერ უფრო მცირეა ქვედა ციხესთან შედარებით. ციხეში შესასვლელი გალავნის გარეთ მდგარი ეკლესიის ეზოდანაა; ფართო სწორკუთხა კარის პირდაპირ, შუა ეზოში ჭაა. ციხის ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვა ნაგებობების კვალიც.

წმინდა გიორგის ეკლესია

წმ. გიორგის ეკლესია სტილისტ. ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის სამშენებლო ბაქანი შექმნილია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით რელიეფის შესაბამისად ამოშენებული მაღალი საყრდენი კედლებით, რომლებიც მომრგვალებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც კვადრატული გეგმის კარიბჭე იყო ჩართული. ეკლესია მოგვიანებით (XIV-XV საუკუნეებში) შეუკეთებიათ და ძლიერ შეცვლილი აქვს სახე: დადაბლებულია შიდა სივრცე, აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, კამარა, საბჯენი თაღები და კონქი, თავდაპირველი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, კედლებიდან შემორჩენილია სამხრეთის კედელი სარკმლების თაღის ქუსლამდე, დასავლეთისა 3 მეტრ სიმაღლეზე და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი; აღმოსავლეთით ძველი წყობის მხოლოდ ქვედა რამდენიმე რიგია შემორჩენილი.

ეკლესია დარბაზულია (14,5X8,5 მ). სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, თითო სარკმელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ორი – სამხრეთ კედელში. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურით ამაღლებულია. საკურთხევლის გვერდებზე, კედელში, მცირე ზომის სათავსებია. აგურის კანკელი გვიანდელია. საკურთხევლის სამხრეთ მხართან გაჭრილი თავდაპირველი სამშენებლო ფენის სწორკუთხა შესასვლელი საკურთხეველს აკავშირებდა რაღაც სათავსთან, რომლისგანაც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია კრონშტეინი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეში პილასტრებია, რომლებსაც, ისე როგორც აფსიდის მხრებს, კუთხეები იატაკიდან 3,5 მ სიმაღლეზე ჩამოკვეთილი აქვთ. დარბაზში დევს ბაზალტის ქვისგან გამოქანდაკებული გუმბათოვანი ტაძრის მოდელი, რომელიც თავდაპირველი ფრონტონის წვერს აგვირგვინებდა.

მოხატულობა

ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხევლის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი. მოხატულობა მიეკუთვნება XIV-XV სს. აფსიდის შუა წელზე გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანთა სილუეტები. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ეკლესიის მამები. საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით წმინდანთა ორ-ორი ფიგურაა შემონახული; ცენტრისკენ სამი მეოთხედით შებრუნებულ წმინდანებს ხელში გაშლილი გრაგნილები უჭირავთ. ამავე რიგის სამხრეთ ნაწილში, ნიშის თავზე ანგელოზის წელზედა გამოსახულებაა, სარკმლის წირთხლებზე – მთავარანგელოზთა ორ–ორი ფიგურა, სარკმლის ქვემოთ – ხატი მანდილისაი. ამ კომპოზიციაში მაცხოვრის შარავანდს შემოვლებული აქვს ორრიგად განლაგებული ყავისფერი წერტილები. ყველა გამოსახულებას თან ახლავს ასომთავრული წარწერა. მოხატულობა დასრულებულია ჭადრაკისებრი ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ოქროსფერი ოქრა, მუქი მოწითალო-ყავისფერი, თეთრი, წითელი ფერები.

ფასადი

აღმოსავლეთ ფასადი ორი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველი სახით შემორჩენილი ქვედა ნაწილი წარმოადგენს სამშენებლო ბაქნის საყრდენ კედელს, რომელზეც დადგმულია საკუთრივ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი. ფასადის სიმეტრიიის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის თავზე ლეკალური აგურის წყობით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კალთა, რომელსაც თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევს ლავგარდანი.

დასავლეთ ფასადის აგურით განახლებულ ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია, რომლის ზემოთ, ქვიშაქვის ქვაზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი.

სამხრეთ ფასადის მორთულობას რთულპროფილიანი პორტალი და მის ორივე მხარეს საპირეებით მოჩარჩოებული თითო სარკმელი შეადგენს. ორნამენტიანი ყოფილა პორტალის ამოზნექილი საპირეებიც, რომლებიც ახლა ჩამოქერცლილია. ეს ფასადი დასრულებულია წრეთარგიანი გლუვზედაპირიანი ფართო ლავგარდნით. შეკეთებისას გამოუყენებიათ ძველი ლავგარდნის ქვები და გადახურვის ქვის ფილები.

ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად აგურისაა. თავდაპირველი წყობიდან მხოლოდ რამდენიმე რიგია შემორჩენილი. ფასადის ქვედა ნაწილში ორნამენტით მორთული ბაზისია, რომელზედაც შემორჩენილია სამი ლილვისაგან შედგენილი კონის ფრაგმენტი. ასეთივე ფრაგმენტია ფასადის დასავლეთ მონაკვეთშიც.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები