თარგამოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგამოსიკავკასიაში მცხოვრები ხალხების საერთო ლეგენდარული წინაპარი.

ბაბილონის გოდოლის დანგრევისას და ადამიანების სხვადასხვა ენაზე ალაპარაკების შემდეგ თარგამოსი თავისი ნათესავებითურთ წამოვიდა ჩრდილოეთით (ბაბილონისგან) და დასახლდა არარატისა და მასისის მთებს შორის.

თარგამოსმა 600 წელი იცხოვრა და მისი შთამომავლობა გამრავლდა; მას „ესხნა ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილიშვილნი“ და არარატისა მასისის გარშემო ტერიტორია „ვეღარ იტევდა“ მათ.

თარგამოსმა თავის რვა ძეს - ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს, ლეკს, ჰეროსს, კავკასს და ეგროსს გაუყო თავისი სამფლობელო და სწორედ მათგან მოდიან კავკასიაში მცხოვრები ხალხები: ჰაოსიანნი (სომხები) - ჰაოსისგან, ქართველნი - ქართლოსისგან, ლეკები - ლეკიდან, ბარდოსისგან - რანნი, მოვაკნისგან - მოვაკნელნი, ჰერნი - ჰეროსისგან, კავკასიელები - კავკასისგან და მეგრელნი - ეგროსისგან.*

სარჩევი

წარმომავლობა

თარგამოსის წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია

„ქართლის ცხოვრება“ ლეონტი მროველი

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, ქართლის ცხოვრებაში შემავალი თხზულების „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და თავდაპირველთ მამათა და ნათესავთა“ ავტორი ლეონტი მროველი აღნიშნავს: „პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, და მეგრელთა, - ამათ თჳსთა - ერთი იყო მამაჲ, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ნოეს ძისაჲ. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი.

Targamosi.jpg

მოსე ხორენელი

ქართული წყაროები განმეორებული და დაცულია უძველეს სომეხ ავტორებთან, რომელთც ისინი ქართველებისაგან აქვთ ნასესხები. აი რას მოგვითხრობს მოსე ხონელი:

იაფეთი შობს გამურს; გამური შობს თირასს; თირასი შობს თორგომს; თორგომი შობს ჰაიკს; ჰაიკი შობს არაბანვაკს; არაბანვაკი შობს არაბაისს; არაბაისი შობს აბასიას; აბასია შობს გუღამს; გუღამი შობს ჰარბას; ჰარბა შობს არაბს; არაბი შობს არა მშვენიერს. ეს ჰაიკი არის თირასის ძე, თირასი გამერის და გამერი კი იაფეტის, სომეხთა წინაპრის ძეა.

ბიბლიის ტექსტი

„ქართლის ცხოვრებაში“ მოყვანილი იაფეთის გენეალოგია საკმაოდ განსხვავდება ბიბლიურისაგან, რომელიც ასე გამოიყურება:

„ძენი იაფეთისანი ღამერი, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თომელ და მოსოქ და თირას. და ძენი ღმერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა. და ძენი ავანისანი: ელისა და თარშის კიტელნი.

თარგამოსის შთამომავალები

„ხოლო შვილთა შორის თარგამოსისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა - ჰაოს, მეორესა - ქართლოს, მესამესა - ბარდოს, მეოთხესა - მოვაკან, მეხუთესა - ლეკ [ან], მეექუსესა - ჰეროს, მეშჳდესა -კავკას, მერვესა -ეგროს.“ („ქართლის ცხოვრება“)

ჰაოსი;
ქართლოსი;
ბარდოსი;
მოვაკანი;
ლეკანი;
ჰეროსი;
კავკასი;
ეგროსი.


წყარო

  • თამარაშვილი, მიხეილ. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე: თან ახლავს 104 პორტრეტი და ქართულ ძეგლთა რეპროდუქციები, ორი გეოგრაფიული რუკა და მრავალი გამოუქვეყნებელი დოკუმენტი / რედ. გაუკეთეს...ზაზა ალექსიძემ და ჯუმბერ ოდიშელმა. - თბ.: კანდელი, 1995 (ბ.ს. კომბ-ტი). - 800გვ.; 20სმ.. - / სერიის სარედ. კოლ.: ირინე აბულაძე და სხვ.; სერიის მხატვ.: ილია უთურაშვილი]).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები