თაფლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 29: ხაზი 29:
 
* [[ფუტკრის ცვილი|ფუტკრის ცვილი]]
 
* [[ფუტკრის ცვილი|ფუტკრის ცვილი]]
 
* [[სადედე ფუტკრის რძე]]  
 
* [[სადედე ფუტკრის რძე]]  
 
+
* [[ყვავილის მტვერი]]
 +
* [[ფუტკრის შხამი]]
 +
* [[ფუტკრის ცვილი|ცვილი]]
 
[[კატეგორია: მეფუტკრეობა]]
 
[[კატეგორია: მეფუტკრეობა]]

17:14, 28 თებერვალი 2017-ის ვერსია

თაფლი

თაფლი - მცენარეების ნექტარიდან მუშა ფუტკრების მიერ გადამუშავებული ტკბილი ნივთიერება, რომელიც საკვებად გამოიყენება. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა.

ფუტკრის ნატურალური თაფლი უნიკალური დიეტური და სამკურნალო თვისებების საკვები პროდუქტია. იგი ფუტკრის მიერ მხოლოდ თაფლოვანი მცენარეების ნექტრის გადამუშავებით მიიღება და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას.

თაფლის სასაქონლო თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფლორისა და კლიმატური პირობების თავისებურებაზე, რომელშიც უხდება მუშაობა ფუტკარს. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ სსვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში გავრცელებული თაფლოვანი მცენარეები ყოველთვის იძლევა მათთვის დამახასიათებელ თაფლს. შეიმლება ითქვას, რომ საქართველოს გეოგრაფიული ზონა ერთ-ერთი უნიკალურია თავისი კლიმატითა და, რაც მთავარია, მრავალფეროვნებით ველური და კულტურული თაფლოვანი მცენარეებით, რომლებიც იძლევიან ორგანლეპტიკურ, ფიზიკური და ქიმიური თვისებებით უმაღლესი ხარისხის თაფლის წარმოების შესაძლებლობას.

ქართული თაფლი არ შეიცავს პესტიციდებს, ნიტრატებს, ანტიბიოტიკებს, მძიმე მეტალებს, მექანიკურ მინარევებს, რადიაციას. ქართული თაფლის შემადგენობაშია:

– ფრუქცობა – 39%;
– გლუკოზა – 32%
– წყალი –18-21%
– ნაცარი – 0,24%-მდე
– დიასტაზის რიცხვი – 8%-მდე.

საქართველოში, ძირითადად, იწარმოება ე.წ. აკაციის, ცაცხვის, წაბლის და მინდვრის ყვავილების თაფლი (თაფლის მასაში შესაბამის მცენარეთა ყვავილის ნექტრიდან მიღებული თაფლის 70%-ზე მეტი შემცველობით). ქვეყნის სხვადასხვა ზონაში და წლის სხვადასხვა სეზონზე, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ქვეყანაში იწარმოება თაფლის მრავალი სხვა სახეობა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად იწარმოება 4,1 ათას ტონამდე მაღალხარისხოვანი, სასაქონლო თაფლი. მეცნიერული გათვლებით კი, ქვეყანაში არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და მისი საკვები ბაზა იძლევა სასაქონლო თაფლის ორჯერ და მეტად გაზრდის საშუალებას. თაფლის წარმოების გადიდების ამ დიდი რეზერვის ამოქმედება გარკვეულ ფინანსურ დაბანდებებსა და ფუტკრის მოვლა-პატრონობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
  • გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ..

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები