თაყაიშვილი ექვთიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ექვთიმე თაყაიშვილი''' '''ექვთიმე სიმონის ძ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ექვთიმე ღვთისკაცი“ გადაიტანა გვერდზე „თაყაიშვილი ექვთიმე“ გა...)
(2 მომხმარებლების 15 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Eqvtime takaishvili.jpg|thumb|'''ექვთიმე თაყაიშვილი''']]
 
[[ფაილი:Eqvtime takaishvili.jpg|thumb|'''ექვთიმე თაყაიშვილი''']]
'''ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი''' – (დ. 5 იანვარი, 1863, სოფელ ლიხაური, ოზურგეთის მაზრა, გურია – გ. 21 თებერვალი, 1953). [[ქართველები|ქართველი]]. ისტორიკოსი, არქეოლოგი.  საზოგადო მოღვაწე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.
 
  
==პარტიული რწმენა==
+
'''თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე''' - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) ''(დ. - 5.I.1862, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 21.II.1953, თბილისი)'', [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებელი ეკლესიის]] [[წმინდანები|წმინდანი]].
ეროვნულ-დემოკრატი
+
  
==განათლება==
+
====ბიოგრაფია====
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა პეტროგრადის უნივერსიტეტში და დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1887 წელს.  
+
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც და სამშობლოში დაბრუნდა.
 +
[[ფაილი:TayaiSvili eqvTime.jpg|200პქ|მარჯვნივ]]
 +
აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო, პედაგოგიურ და ეროვნულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1889 წელს აირჩიეს [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრად. ამავე წელს დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა [[საქართველო]]ს საეგზარქოსო (საეკლესიო) მუზეუმი. კრებდა, სწავლობდა და მუზეუმში აბინავებდა ძველ ნივთებს, სიგელ-გუჯრებსა და ხელნაწერებს, ეპიგრაფიკულ მასალას. პირადად მოიძია „ვეფხისტყაოსნის“ ორ ათეულამდე ხელნაწერი. 1894-1904 წლებში სათავეში ედგა [[თბილისი]]ს ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გიმნაზიად გადაკეთდა. 1902, 1907 და 1917 წლებში სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში („ოსმალეთის საქართველო“), აზომა და შეისწავლა მრავალი ქართული ისტორიული ძეგლი. 1907 წელს მისი თაოსნობით დაარსდა [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება]], რომელსაც 1921 წლამმდე თვითონვე თავმჯდომარეობდა. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. არჩეული იყო სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოების შემადგენლობაში. იყო „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტი]]ს დაარსებაში. 1918 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი.  
  
==მოღვაწეობა==
+
1917 წლის ივნისში ექვთიმე თაყაიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] დაფუძნებაში. იმავე წლის ნოემბერში იყო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის]] დელეგატი, აირჩიეს საბჭოს წევრობის კანდიდატად. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] გაფართოებისას, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი. უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას. იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, [[აზერბაიჯანი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1919 წლის თებერვალში ედპ-ის სიით მოიპოვა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] დეპუტატის მანდატი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), სახალხო განათლების კომისიის წევრად და, ასევე, მისი წინადადებით შექმნილი კრების საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარედ. პარალელურად, არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მისი ორგანიზებით, [[ლეჩხუმი|ლეჩხუმსა]] და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიციები, მონაწილეობდა ვანის აკროპოლის გათხრებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის ცნობილი განძის შეგროვებასა და დაცვაში. მისი თაოსნობით 1920 დაფუძნდა [[საქართველოს ეროვნული არქივი]].  
იყო ჯერ მასწავლებლად, შემდეგ გამგეთ ტფილისის სათავად-აზნაურო სკოლისა, შემდეგ ისტორიის და ლათინური ენის მასწავლებლად ტფილისის ქალთა მეორე და ვაჟთა მეექვსე გიმნაზიებში. ახლა არქეოლოგიის პროფესორია ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აქვს მინიჭებული ამავე უნივერსიტეტის საბჭოსაგან ხარისხი მოძღვართ მოძღვრობისა ანუ დოქტორობისა [...] მონაწილეობას იღებდა ყველა ქართულ კულტურულ დაწესებულებაში.  
+
  
დამაარსებელია [[საქართველო|საქართველოს]] საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რომლის თავმჯდომარეთ ითვლება დღიდან დაარსებისა (1907 წ.). წევრია მრავალ სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოებისა, იყო მდივანი მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა, ეხლა არის საპატიო წევრი იმავე განყოფილებისა. ნამდვილი წევრია კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო ინსტიტუტისა. მას ეკუთვნის მრავალი შრომანი და გამოცემანი ქართულს და რუსულს ენაზედ (ცალკე ჩამოთვლა ბევრს ადგილს დაიჭერს). ორი მისი შრომა დაჯილდოვებულია ოქროს მედლებით. ერთი რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ, მეორე რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების მიერ.
+
1921 საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო, დამხობილი [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა]] [[ემიგრაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა|ემიგრაციაში]] გაიხიზნა და თან წაიღო [[საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური|სამუზეუმო განძეულობა]]. განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. იგი გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 1945 წლამდე დაჰყო და სამშობლოში განძთან ერთად დაბრუნდა.
 +
 
 +
1922 წლის მარტში, პარიზში, იყო იმ ინტერპარტიული კონფერენციის მონაწილე, რომელმაც „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“ ჩამოაყალიბა და შექმნა დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი. როგორც პრეზიდიუმის წევრი, ესწრებოდა ემიგრანტული მთავრობის სხდომებს. 1924 წელს არ გაიზიარა საქართველოში [[შეიარაღებული აჯანყება|შეიარაღებული აჯანყების]] მოწყობის იდეა და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. არჩეული იყო პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წლებში იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე, არჩეული იყო მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების წევრად ემიგრაციაში, შედიოდა სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „GeorgIca“ (ლონდონი) სარედაქციო საბჭოში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: გაზეთ „[[დამოუკიდებელი საქართველო (გაზეთი)|დამოუკიდებელი საქართველოს]]“, ჟურნალ - „სამშობლო,“ „კავკასიონი,“ „ქართლოსი,“ „ჯვარი ვაზისა“ და „ბედი ქართლისას“ რედაქციებთან. მისი მონაწილეობით პარიზში დაფუძნდა წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, არჩეული იყო ამ ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს მუდმივ წევრად.  
 +
 
 +
1945 სამშობლოში დაბრუნებული ეგვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თსუ-ის პროფესორად, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 საბჭოთა [[რეჟიმი|რეჟიმმა]] მისი შევიწროება დაიწყო, მალე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გადაიყვანეს. მისივე სიტყვებით: „ხმა დაყარეს, რომ მე მაქვს სახლში პატიმრობა და ისე დააშინეს მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული“. ჰყავდა მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია.
 +
 
 +
ექვთიმე თაყაიშვილი თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1963 წელს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, 2000 კი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.
 +
 
 +
2002 საქართველოს ეკლესიის წმინდა [[სინოდი|სინოდის]] სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“, დაიწერა მისი [[ხატი]] და [[ტროპარი]], დაარსდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ მედალი. თბილისსა და სოფელ ლიხაურში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმები, 2008 წელს თბილისში აიგო „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ხსენების დღედ დაწესებულია 3 იანვარი (ძვ. სტილით). 2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.
 +
 
 +
:::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* დიდი ექვთიმე: ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტი, სარედ. კოლ: რ. მეტრეველი [და სხვ. ], თბ., 2014;
 +
* ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბ., 2007;
 +
* ო. ჯანელიძე, ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე, „ლიტერატურა და ხელოვნება”, 1998, №2.
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000001/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
 
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000001/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000870/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000870/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/15/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C/ თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] [[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
+
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
 +
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:თაყაიშვილები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]

21:27, 31 მარტი 2021-ის ვერსია

ექვთიმე თაყაიშვილი

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) (დ. - 5.I.1862, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 21.II.1953, თბილისი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც და სამშობლოში დაბრუნდა.

TayaiSvili eqvTime.jpg

აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო, პედაგოგიურ და ეროვნულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1889 წელს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად. ამავე წელს დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა საქართველოს საეგზარქოსო (საეკლესიო) მუზეუმი. კრებდა, სწავლობდა და მუზეუმში აბინავებდა ძველ ნივთებს, სიგელ-გუჯრებსა და ხელნაწერებს, ეპიგრაფიკულ მასალას. პირადად მოიძია „ვეფხისტყაოსნის“ ორ ათეულამდე ხელნაწერი. 1894-1904 წლებში სათავეში ედგა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გიმნაზიად გადაკეთდა. 1902, 1907 და 1917 წლებში სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში („ოსმალეთის საქართველო“), აზომა და შეისწავლა მრავალი ქართული ისტორიული ძეგლი. 1907 წელს მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც 1921 წლამმდე თვითონვე თავმჯდომარეობდა. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. არჩეული იყო სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოების შემადგენლობაში. იყო „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი.

1917 წლის ივნისში ექვთიმე თაყაიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, აირჩიეს საბჭოს წევრობის კანდიდატად. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი. უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას. იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1919 წლის თებერვალში ედპ-ის სიით მოიპოვა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მანდატი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), სახალხო განათლების კომისიის წევრად და, ასევე, მისი წინადადებით შექმნილი კრების საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარედ. პარალელურად, არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მისი ორგანიზებით, ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიციები, მონაწილეობდა ვანის აკროპოლის გათხრებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის ცნობილი განძის შეგროვებასა და დაცვაში. მისი თაოსნობით 1920 დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი.

1921 საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო, დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა და თან წაიღო სამუზეუმო განძეულობა. განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. იგი გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 1945 წლამდე დაჰყო და სამშობლოში განძთან ერთად დაბრუნდა.

1922 წლის მარტში, პარიზში, იყო იმ ინტერპარტიული კონფერენციის მონაწილე, რომელმაც „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“ ჩამოაყალიბა და შექმნა დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი. როგორც პრეზიდიუმის წევრი, ესწრებოდა ემიგრანტული მთავრობის სხდომებს. 1924 წელს არ გაიზიარა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის იდეა და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთში განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. არჩეული იყო პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წლებში იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე, არჩეული იყო მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების წევრად ემიგრაციაში, შედიოდა სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „GeorgIca“ (ლონდონი) სარედაქციო საბჭოში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: გაზეთ „დამოუკიდებელი საქართველოს“, ჟურნალ - „სამშობლო,“ „კავკასიონი,“ „ქართლოსი,“ „ჯვარი ვაზისა“ და „ბედი ქართლისას“ რედაქციებთან. მისი მონაწილეობით პარიზში დაფუძნდა წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, არჩეული იყო ამ ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს მუდმივ წევრად.

1945 სამშობლოში დაბრუნებული ეგვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თსუ-ის პროფესორად, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 საბჭოთა რეჟიმმა მისი შევიწროება დაიწყო, მალე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გადაიყვანეს. მისივე სიტყვებით: „ხმა დაყარეს, რომ მე მაქვს სახლში პატიმრობა და ისე დააშინეს მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული“. ჰყავდა მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია.

ექვთიმე თაყაიშვილი თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1963 წელს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, 2000 კი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

2002 საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“, დაიწერა მისი ხატი და ტროპარი, დაარსდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ მედალი. თბილისსა და სოფელ ლიხაურში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმები, 2008 წელს თბილისში აიგო „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ხსენების დღედ დაწესებულია 3 იანვარი (ძვ. სტილით). 2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • დიდი ექვთიმე: ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტი, სარედ. კოლ: რ. მეტრეველი [და სხვ. ], თბ., 2014;
  • ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბ., 2007;
  • ო. ჯანელიძე, ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე, „ლიტერატურა და ხელოვნება”, 1998, №2.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები