თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 +
[[კატეგორია:უმაღლესი სასწავლებლები თბილისში]]
 +
[[კატეგორია:უმაღლესი სასწავლებლები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

15:17, 17 მაისი 2019-ის ვერსია

თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - 1917 დაარსდა და იყო პირველი უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა საქართველოში. სასწავლებელს ჰქონდა საინჟინრო, ეკონომიკური, ჰიდრომექანიკური, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტები, ფიზიკის, ქიმიის, მინერალოგიის, კრისტალოგრაფიის, გეოდეზიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, მეფუტკრეობის, ცხოველთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სტატისტიკის, გეოდეზიის, საერთო და კავკასიის გეოგრაფიის, მათემატიკის კათედრები, კაბინეტ-ლაბორატორიები.

სასწავლებელში ძირითადად არაქართველი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ. რექტორი იყო პროფესორი გამბაროვი. იყვნენ ქართველებიც, მაგ.: 1917 წლის სექტემბერში მოიწვიეს მოსკოვის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი. გამბაროვის შემდეგ რექტორად პროფესორი დიდებულიძე დაინიშნა.

1918 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროს კომისიამ შეისწავლა პოლიტექნიკურის ხარჯები და ეკონომიკური მდგომარეობა და დაადგინა, რომ „პოლიტექნიკური ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულება, არ არის საჭირო“, რომ იგი ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტს უნდა შეერთებოდა.

დამფუძნებელი კრების განათლების კომისიამ სპეციალურად რამდენიმე სხდომა მიუძღვნა ამ საკითხის განხილვას. საინტერესო იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ დიდებულიძისა და ივანე ჯავახიშვილის დისპუტი კომისიაში პოლიტექნიკური განათლების შესახებ. ვრცელ მოხსენებაში დიდებულიძემ ახსნა პოლიტექნიკური უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და არსი როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. დიდებულიძის აზრით, „პოლიტექნიკურსა და უნივერსიტეტს შორის დიდი განსხვავება არის, თუმცა, ფაკულტეტები სახელწოდებით ერთი და იგივეა, მაგრამ შინაარსით - კი სულ სხვა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ევროპაში პოლიტექნიკური ყველგან დამოუკიდებლად არსებობს, და სადაც კი დაკავშირებული იყო, ეს შეუძლებლად მიიჩნიეს და ჩამოაშორეს უნივერსიტეტებს”. მას მიაჩნდა, რომ საქართველოშიც პოლიტექნიკური ცალკე უნდა ყოფილიყო, უნივერსიტეტთან კავშირით ის დაკარგავდა დამოუკიდებლობას და საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ცალკე პოლიტექნიკურის შენახვა საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა და ამიტომ უნდა გაერთიანებულიყო უნივერსიტეტთან. სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის აზრით, შეეძლო ამ საქმეს გასძღოლოდა. პირველ სამ წელს აქ მოისმენდნენ სტუდენტები ზოგად საგნებს, შემდეგ კი გაივლიდნენ სპეციალურ კურსს. ამის შემდეგ დიდებულიძემ ილაპარაკა იმაზე, რომ სასწავლებელს ჰქონდა ფული და სასწავლო კაბინეტები, მაგრამ იდგა საკითხი მისი გადასვლისა მთავრობის ხელში, ასევე, გაეროვნების, პოლიტექნიკურის გაერთიანება მთავრობას არც მატერიალურად მისცემდა რაიმეს და არც სხვა მხრივ, ეს არც პრაქტიკულად იყო გამართლებული: უნივერსიტეტში სტუდენტთა რიცხვი გაორმაგდებოდა, საჭირო გახდებოდა მეტი კაბინეტ-ლაბორატორიები, ამიტომ ის რჩებოდა ამ სასწავლებლის დამოუკიდებლობის მომხრედ. ივანე ჯავახიშვილმა ეჭვი გამოთქვა იმაზე, რომ პოლიტექნიკურს საკუთარი თავის შესანახად საკმარისი ფული ჰქონდა ან საკმარისი პროფესორები ჰყავდა, არც აუდიტორიები ეყოფოდა და არც კაბინეტები, სტუდენტებს მოუწევდათ აქეთ-იქით სიარული, გაეროვნებასაც ცალკე ვერ შეძლებდა, რადგან პროფესორების უმეტესობამ არ იცოდა ქართული ენა.

ხანგრძლივი დავის შემდეგ განათლების კომისიის წევრებმა რამდენჯერმე უყარეს კენჭი სხვადასხვა წინადადებას, საბოლოოდ მიიღეს მუხრან ხოჭოლავას აზრი - ორი უმაღლესი სასწავლებელი ფართო ავტონომიის ნიადაგზე შეერთებულიყო.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 437, 265.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები