თბილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Dzveli tbilisis ubani.jpg|thumb|350პქ|ძველი თბილისი]]
 
[[ფაილი:Dzveli tbilisis ubani.jpg|thumb|350პქ|ძველი თბილისი]]
'''თბილისი''' - სახელწოდება მიღებულია სიტყვიდან „თბილი“. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს მტკვრის ხეობაში, წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქს.
+
'''თბილისი''' - საქართველოს დედაქალაქი. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში.  
  
==== სახელწოდება ====
 
==== სახელწოდება ====
 
ტფილ“-ი, რომელიც საფუძვლად უდევს ტფილისის სახელს და ნიშნავს თბილს, ქართული სიტყვაა. დედაქალაქის სახელწოდება ტფილისი-თბილისი მომდინარეობს იმ თბილ (ტფილ) წყაროთაგან, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მრავლად იყო. „ტფილისის“ ფორმით გავრცელდა ქალაქის სახელწოდება სხვა ენებში. აქედანაა ნაწარმოები სომხური „ტფლის“, ბერძნული „ტიფილის“, არაბულ-სპარსულ-თურქული „თიფლის“, რუსული „ტიფლის“ და ევროპულ ენებში დამკვიდრებული „ტიფლისი“ (შანიძე 1958: 20-22). ზოგიერთი სომხური წყარო ტფილისს „ფაიტაკარანად“ მოიხსენიებს, რაც „ხით ნაშენს“, „ხის ქალაქს“ ნიშნავს (თბილისი 1990: 48).
 
==== მდებარეობა ====
+
==== დედაქალაქის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ====
მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380-600 მ სომაღლეზე 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]]  სფსტ-ს დედაქალაქი;
+
თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ჩრდლოეთ განედის 41° 43' და აღმოსავლეთ გრძედის 44° 49'. იგი მოქცეულია ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 400–500 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქს დასავლეთიდან საზღვრავს თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, აღმოსავლეთიდან — ძეძვის, ყეენისა და მახათის მთების კალთები, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედი; ჩრდილოეთის მხრიდან ქალაქს საგურამოს ქედი ემიჯნება. საქართველოს დედაქალაქი სწრაფი ტემპით იზრდება და, ცხადია, მისი დღევანდელი საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება დროსა და სივრცეში.
  
ტფილისს (1936 წლიდან თბილისს) დღეისათვის საზღვრავს აღმოსავლეთიდან ძეძვის, ყეენისა და მახათას მთის კალთები, დასავლეთიდან თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, ჩრდილოეთიდან საგურამოს ქედი, სამხრეთიდან თრიალეთის ქედი. ქალაქს 720 კვ.კმ. ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
+
თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა საქართველოს მნიშვნელოვანი ლანდშაფტების გზაშესაყარზე განაშენიანება; აქ ხვდება ერთმანეთს სამცხე-თრიალეთის მთიანეთი, კახეთისა და შიდა ქართლის მთაშორისი ბარი, იორის ზეგანი და სხვ.
  
==== ისტორია ====
+
ისტორიულ თბილისს მუდმივი, უცვლელი დარაჯებივით გარს ეკვროდნენ მთები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალაქის დაცვას უცხოელ მძარცველთა პერმანენტული შემოსევებისაგან.  
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროს მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ [[ქართლი]]ს მეფეთა ხელში გადავიდა. თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და დიდი აღმშენებლობა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლია.  
+
  
გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ [[აბანო|აბანოები]] ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.  
+
გეოლოგიურად თბილისის ტერიტორია მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს წარმოადგენს. მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირები. მარჯვენა მხარე საგრძნობლად შემაღლებულია, უფრო ციცაბოა, დანაწევრებულია განივი მიმართულების მქონე პატარა მდინარეებითა და ხრამებით. მარცხენა მხარეზე რელს ფი შედარებით თანაბარია, მაგრამ აქაც გვხვდება მშრალი ხევები - უსიცოცხლო ხრამები.
 +
 
 +
თბილისში საკმაოდ არის გავრცელებული ხელოვნური ტერასები, რაც განაპირობა ტოპოგრაფიულმა თავისებურებებმა: რელიეფი მნიშვნელოვნად დანაწევრებულია, მრავლადაა ხევები; ამასთან ერთად, მთის ფერდობების არსებობა დიდად აფერხებდა ქალაქის ტერიტორიულ ზრდას. ეს იყო მიზეზი, რომ მოსახლეობა ხელოვნურ ტერასებს აწყობდა მტკვრის ორივე მხარეს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობდა ეროზიული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლასაც”.
 +
 
 +
ახლო წარსულში თბილისს რამდენიმე ხევი ჰკვეთდა: სოლოლაკის ხევი, ეკალხევი, ვარდისუბნის ხევი, გაბაანთ ხევი, კუკიის ხევი, ჩუღურეთის ხევი, ვარაზის ხევი და სხვა. ამჟამად ეს ხევები გადახურულია, მასზე გაშენდა კეთილმოწყობილი ქუჩები და მოედნები. მტკვარს თბილისში ერთვის პატარა მდინარეები ვერე და წავკისის წყალი ანუ ლეღვთახევი.
 +
 
 +
თბილისის მიდამოები არ არის მდიდარი მნიშვნელოვანი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ნავთობი, სამშენებლო მასალა, მინერალური წყლები.
 +
 
 +
=====კლიმატი=====
 +
თბილისის კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. ნალექი მცირე იცის, ჰაერი მშრალია. იგი დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რის გამო ღრუბლიანობა მცირეა, ხოლო მზის რადიაცია უხვი და ხანგრძლივი.
 +
 
 +
ქალაქის წლიური საშუალო ტემპერატურა მაღალია და აღწევს 12,6%-ს, მაგრამ მისი სხვადასხვა უბნები, მკვეთრი რელიეფური სხვაობის გამო, საშუალო ტემპერატურის მხრივაც არ არიან ერთნაირი.
 +
 
 +
=====წყლები=====
 +
თბილისის კლიმატური და რელიეფური პირობები ბევრად განსაზღვრავს შიდა წყლების ქსელის წარმოქმნას. მდ. მტკვარი წყალუხვია და წყლის ენერგიის საკმაო მარაგს შეიცავს.
 +
 
 +
მცირე მდინარეების, ხევებისა და ღელეებისათვის, ძლიერი წვიმების დროს, დამახასიათებელია ღვარცოფები, განსაკუთრებით კი მაისსა და ივნისში.
 +
 
 +
თბილისის მიდამოებში ტბებიც არის: კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანის ტბა. 1950-იან წლებში მლაშე ტბების ადგილას მოეწყო ხელოვნური
 +
წყალსაცავი, რომელიც მდ. იორიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით საზრდოობს. ამ დიდ ტბას ახლა „თბილისის ზღვას“ ეძახიან.
 +
 
 +
====ნიადაგი=====
 +
რელიეფის, კლიმატისა თუ სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენით თბილისის ნიადაგიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა; უმეტესწილად გავრცელებულია წაბლა ნიადაგები, რაც ხელს უწყობდა ვენახის გაშენებას, ბოსტნეულისა და ხორბლეულის მოყვანას. მამადავითის ქედზე უფრო მეტი მოცულობითაა მცირე სისქის, ხირხატიანი ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზოგან კი ფერდობი მთლიანად გადარეცხილია.
 +
 
 +
=====ფლორა=====
 +
თბილისის მიდამოები, ასევე, მრავალფეროვანი მცენარეულით ხასიათდება. მცენარეულ საფარში ძირითადად ადგილი ბალახიან ველებს უჭირავს. ახლო წარსულში კი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყით იყო დაფარული. სხვადასხვა გარემოებათა გამო ტყე გაიჩეხა; მცირე რაოდენობით გვხვდება ჭალის ტყე. ამჟამად თბილისი დამშვენებულია დეკორატიული მცენარეებით, ხოლო მისი გარემომცველი მთები და ხევები ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს უჭირავს.
 +
 
 +
თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელი იყო მოსახლეობის უძველესი ხანიდანვე დამკვიდრებისათვის და შემდგომ დედაქალაქად გადაქცევისათვის.
 +
 
 +
====არქეოლოგიური მონაცემები====
 +
არქეოლოგიური დაზვერვები და გათხრები, აგრეთვე შემთხვევითი აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ ჩვენი დედაქალაქი და მის ახლო მდებარე მიდამოები უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. შორეუ წინაპრების კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება მსოფლიო ცივილიზაციის კვალდაკვალ ვითარდებოდა.
 +
 
 +
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროს მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ [[ქართლი]]ს მეფეთა ხელში გადავიდა. თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და დიდი აღმშენებლობა მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ღვაწლია.
 +
 
 +
გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ [[აბანო|აბანოები]] ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.  
  
მეფე ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩი I-მა უჯარმელმა, დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება. მან ქალაქის საზღვრები განავრცო და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი [[მცხეთა|მცხეთიდან]] თბილისში გადმოიტანა.  
 
ხაზი 19: ხაზი 52:
 
საუკუნეების განმავლობაში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი არაერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ დედაქალაქი კვლავ ახერხებდა სიცოცხლის შენარჩუნებასაც და განახლებასაც.  
 
თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო [[რელიგია|რელიგიური]] ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ [[ეკლესია|ეკლესიასაც]] ნახავთ, სინაგოგასაც, [[მეჩეთი|მეჩეთსაც]] და სომხურ მონოფიზიტურ სალოცავსაც.
+
თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო [[რელიგია|რელიგიური]] ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ [[ეკლესია|ეკლესიასაც]] ნახავთ, [[სინაგოგა]]საც, [[მეჩეთი|მეჩეთსაც]] და სომხურ [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტურ]] სალოცავსაც.
  
შუა საუკუნეებში ტფილისის ტერიტორია გაცილებით მცირე იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „ტფილისი არს სამი ქალაქი-ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს-დასავლით და სამხრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამხრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს. არამედ პირველ იყო დაბა ... ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ. არს მით აბანონი ექუსნი და დიდშენნი ... აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსვრილნი არიან“ (ქც 4: 333,28,29, 334,1-16). ვახუშტი ბაგრატიონი ამ ტერიტორიას თბილისის გეგმაზე მოიხსენიებს ორი სახელით – „სეიდაბადი ანუ ტფილისი“.  
 
ხაზი 27: ხაზი 60:
 
თავდაპირველად ტფილისი მოიცავდა [[აბანოთუბანი|აბანოების უბანსა]] და მის მიმდებარე ტერიტორიას იმ ადგილებამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლია (კვირკველია 1985: 79). ქალაქის ზრდა-განვითარებასთან ერთად სახელი ტფილისი მთელ ქალაქზე გავრცელდა. საკუთრივ ტფილისმა, რომელიც დროთა განმავლობაში დედაქალაქის ერთ-ერთ უბნად იქცა, XVII ს-ში მიიღო სეიდაბადის სახელწოდება (ქც 4: 334,15). შემდეგ ამ უბანს შეერქვა ხარფუხი. გვიან შუა საუკუნეებში „ტფილისის ანუ სეიდაბადის“ ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის გარეუბანს თავისი ცნობილი ბაღებით (ბერიძე 1977: 71-77).
 
V ს-ის მეორე ნახევრის საგზაო რუკაზე, რომელიც შედგენილია რომაელი ავტორის კასტორიუსის მიერ, გზის ერთ მონაკვეთზე, კერძოდ რუსთავსა და არმაზციხეს შორის აღნიშნულია სადგური, რომლის სახელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერსა და ვარიანტში მოცემულია გადამწერის მიერ დამახინჯებული ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, რაც ტფილისს უნდა გულისხმობდეს (ერემიანი 1939: 87; ლომოური 1958: 23-28). ქართულ წყაროებში ტფილისი პირველად იხსენიება „მოქცევაი ქართლისაიში“ IV ს-ის მეორე ნახევრის ამბების თხრობისას. „მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“ (მქ 1963: 92,4,5). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით – მეფის, ვარაზბაკურის დროს ტფილისი, რომელიც მანამდე დაბა იყო, სპარსელებმა ააშენეს მცხეთის „შურის ციხედ“ (ქც 4: 334,4-6). V ს-ის მეორე ნახევარში ქალაქის მშენებლობას საფუძველი დაუდო ვახტანგ გორგასალმა (ქც 1: 200,1). დაჩი ვახტანგის ძემ დაასრულა ქალაქის ზღუდის აგება და ტფილისი ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია (ქც 1: 205,6,7). 628 წ. ტფილისი სასტიკად ააოხრეს ჰერაკლე კეისრისა და მისი მოკავშირე ხაზართა ჯარმა (ქც 1: 225,7-10). VII ს-ის შუა ხანებში ტფილისი დაიპყრეს არაბებმა და ქალაქი ტფილისის საამიროს ცენტრად აქციეს (ქც 1: 250,17). 853 წ. ტფილისი გადაწვა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ქც 1: 256,1-3). [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-მ (1027-1072) მოახერხა ქალაქის დაბრუნება, მაგრამ მალე იძულებული გახდა ტფილისი ისევ მაჰმადიანი მმართველებისათვის დაეთმო (ქც 1: 299,14-22, 300,7-11). 1122 წ. ქალაქი გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა (1089-1125), რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი ტფილისში გადმოიტანა (ქც 1: 342,18). 1226 წ. ქალაქი ააოხრა სულთანმა ჯალალედინმა (ქც 4: 202,15-25). 1386 წ. დაიპყრო თემურ-ლენგმა (ქც 4: 264,4). 1477 წ. ტფილისი აიღო უზუნ-ჰასანმა (ქც 2: 342,16). 1522 წ. ტფილისში გაბატონდა შაჰ ისმაილი (ქც 2: 356,26). შემდგომ ქალაქი დაიბრუნა ლუარსაბ I-მა (1527-1556) (ქც 2: 357,9). 1541 წ. ტფილისი დაიპყრო შაჰ-თამაზმა (ქც 2: 357,19). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით ქალაქი ააოხრეს (ქც 4: 410,5). 1616 წ. ტფილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა შაჰ-აბას I-მა (1587-1629). XVII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს-ის 20-იან წლებამდე ქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ტფილისის დიდ ეკონომიკურ აღმავლობას (გაბაშვილი 1962: 267). 1723 წ. კახთა მეფე კონსტანტინემ ლეკთა რაზმებით ტფილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ქალაქში ოსმალთა გაბატონება. 1735 წლიდან „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. 1748 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ყიზილბაშები ტფილისიდან განდევნა. 1795 წ. ტფილისი ააოხრა აღა-მაჰმად-ხანმა.
+
V ს-ის მეორე ნახევრის საგზაო რუკაზე, რომელიც შედგენილია რომაელი ავტორის კასტორიუსის მიერ, გზის ერთ მონაკვეთზე, კერძოდ რუსთავსა და არმაზციხეს შორის აღნიშნულია სადგური, რომლის სახელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერსა და ვარიანტში მოცემულია გადამწერის მიერ დამახინჯებული ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, რაც ტფილისს უნდა გულისხმობდეს (ერემიანი 1939: 87; ლომოური 1958: 23-28). ქართულ წყაროებში ტფილისი პირველად იხსენიება „მოქცევაი ქართლისაიში“ IV ს-ის მეორე ნახევრის ამბების თხრობისას. „მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“ (მქ 1963: 92,4,5). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით – მეფის, ვარაზბაკურის დროს ტფილისი, რომელიც მანამდე დაბა იყო, სპარსელებმა ააშენეს მცხეთის „შურის ციხედ“ (ქც 4: 334,4-6). V ს-ის მეორე ნახევარში ქალაქის მშენებლობას საფუძველი დაუდო ვახტანგ გორგასალმა (ქც 1: 200,1). დაჩი ვახტანგის ძემ დაასრულა ქალაქის ზღუდის აგება და ტფილისი ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია (ქც 1: 205,6,7). 628 წ. ტფილისი სასტიკად ააოხრეს ჰერაკლე კეისრისა და მისი მოკავშირე ხაზართა ჯარმა (ქც 1: 225,7-10). VII ს-ის შუა ხანებში ტფილისი დაიპყრეს არაბებმა და ქალაქი ტფილისის საამიროს ცენტრად აქციეს (ქც 1: 250,17). 853 წ. ტფილისი გადაწვა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ქც 1: 256,1-3). [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-მ (1027-1072) მოახერხა ქალაქის დაბრუნება, მაგრამ მალე იძულებული გახდა ტფილისი ისევ მაჰმადიანი მმართველებისათვის დაეთმო (ქც 1: 299,14-22, 300,7-11). 1122 წ. ქალაქი გაათავისუფლა [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] (1089-1125), რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი ტფილისში გადმოიტანა (ქც 1: 342,18). 1226 წ. ქალაქი ააოხრა სულთანმა ჯალალედინმა (ქც 4: 202,15-25). 1386 წ. დაიპყრო თემურ-ლენგმა (ქც 4: 264,4). 1477 წ. ტფილისი აიღო უზუნ-ჰასანმა (ქც 2: 342,16). 1522 წ. ტფილისში გაბატონდა შაჰ ისმაილი (ქც 2: 356,26). შემდგომ ქალაქი დაიბრუნა ლუარსაბ I-მა (1527-1556) (ქც 2: 357,9). 1541 წ. ტფილისი დაიპყრო შაჰ-თამაზმა (ქც 2: 357,19). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით ქალაქი ააოხრეს (ქც 4: 410,5). 1616 წ. ტფილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა შაჰ-აბას I-მა (1587-1629). XVII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს-ის 20-იან წლებამდე ქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ტფილისის დიდ ეკონომიკურ აღმავლობას (გაბაშვილი 1962: 267). 1723 წ. კახთა მეფე კონსტანტინემ ლეკთა რაზმებით ტფილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ქალაქში ოსმალთა გაბატონება. 1735 წლიდან „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. 1748 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ყიზილბაშები ტფილისიდან განდევნა. 1795 წ. ტფილისი ააოხრა აღა-მაჰმად-ხანმა.
  
== წყარო ==
 
== წყარო ==

14:31, 22 ივნისი 2021-ის ვერსია

ძველი თბილისი

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში.

სარჩევი

სახელწოდება

ტფილ“-ი, რომელიც საფუძვლად უდევს ტფილისის სახელს და ნიშნავს თბილს, ქართული სიტყვაა. დედაქალაქის სახელწოდება ტფილისი-თბილისი მომდინარეობს იმ თბილ (ტფილ) წყაროთაგან, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მრავლად იყო. „ტფილისის“ ფორმით გავრცელდა ქალაქის სახელწოდება სხვა ენებში. აქედანაა ნაწარმოები სომხური „ტფლის“, ბერძნული „ტიფილის“, არაბულ-სპარსულ-თურქული „თიფლის“, რუსული „ტიფლის“ და ევროპულ ენებში დამკვიდრებული „ტიფლისი“ (შანიძე 1958: 20-22). ზოგიერთი სომხური წყარო ტფილისს „ფაიტაკარანად“ მოიხსენიებს, რაც „ხით ნაშენს“, „ხის ქალაქს“ ნიშნავს (თბილისი 1990: 48).

დედაქალაქის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ჩრდლოეთ განედის 41° 43' და აღმოსავლეთ გრძედის 44° 49'. იგი მოქცეულია ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 400–500 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქს დასავლეთიდან საზღვრავს თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, აღმოსავლეთიდან — ძეძვის, ყეენისა და მახათის მთების კალთები, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედი; ჩრდილოეთის მხრიდან ქალაქს საგურამოს ქედი ემიჯნება. საქართველოს დედაქალაქი სწრაფი ტემპით იზრდება და, ცხადია, მისი დღევანდელი საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება დროსა და სივრცეში.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა საქართველოს მნიშვნელოვანი ლანდშაფტების გზაშესაყარზე განაშენიანება; აქ ხვდება ერთმანეთს სამცხე-თრიალეთის მთიანეთი, კახეთისა და შიდა ქართლის მთაშორისი ბარი, იორის ზეგანი და სხვ.

ისტორიულ თბილისს მუდმივი, უცვლელი დარაჯებივით გარს ეკვროდნენ მთები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალაქის დაცვას უცხოელ მძარცველთა პერმანენტული შემოსევებისაგან.

გეოლოგიურად თბილისის ტერიტორია მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს წარმოადგენს. მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირები. მარჯვენა მხარე საგრძნობლად შემაღლებულია, უფრო ციცაბოა, დანაწევრებულია განივი მიმართულების მქონე პატარა მდინარეებითა და ხრამებით. მარცხენა მხარეზე რელს ფი შედარებით თანაბარია, მაგრამ აქაც გვხვდება მშრალი ხევები - უსიცოცხლო ხრამები.

თბილისში საკმაოდ არის გავრცელებული ხელოვნური ტერასები, რაც განაპირობა ტოპოგრაფიულმა თავისებურებებმა: რელიეფი მნიშვნელოვნად დანაწევრებულია, მრავლადაა ხევები; ამასთან ერთად, მთის ფერდობების არსებობა დიდად აფერხებდა ქალაქის ტერიტორიულ ზრდას. ეს იყო მიზეზი, რომ მოსახლეობა ხელოვნურ ტერასებს აწყობდა მტკვრის ორივე მხარეს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობდა ეროზიული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლასაც”.

ახლო წარსულში თბილისს რამდენიმე ხევი ჰკვეთდა: სოლოლაკის ხევი, ეკალხევი, ვარდისუბნის ხევი, გაბაანთ ხევი, კუკიის ხევი, ჩუღურეთის ხევი, ვარაზის ხევი და სხვა. ამჟამად ეს ხევები გადახურულია, მასზე გაშენდა კეთილმოწყობილი ქუჩები და მოედნები. მტკვარს თბილისში ერთვის პატარა მდინარეები ვერე და წავკისის წყალი ანუ ლეღვთახევი.

თბილისის მიდამოები არ არის მდიდარი მნიშვნელოვანი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ნავთობი, სამშენებლო მასალა, მინერალური წყლები.

კლიმატი

თბილისის კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. ნალექი მცირე იცის, ჰაერი მშრალია. იგი დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რის გამო ღრუბლიანობა მცირეა, ხოლო მზის რადიაცია უხვი და ხანგრძლივი.

ქალაქის წლიური საშუალო ტემპერატურა მაღალია და აღწევს 12,6%-ს, მაგრამ მისი სხვადასხვა უბნები, მკვეთრი რელიეფური სხვაობის გამო, საშუალო ტემპერატურის მხრივაც არ არიან ერთნაირი.

წყლები

თბილისის კლიმატური და რელიეფური პირობები ბევრად განსაზღვრავს შიდა წყლების ქსელის წარმოქმნას. მდ. მტკვარი წყალუხვია და წყლის ენერგიის საკმაო მარაგს შეიცავს.

მცირე მდინარეების, ხევებისა და ღელეებისათვის, ძლიერი წვიმების დროს, დამახასიათებელია ღვარცოფები, განსაკუთრებით კი მაისსა და ივნისში.

თბილისის მიდამოებში ტბებიც არის: კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანის ტბა. 1950-იან წლებში მლაშე ტბების ადგილას მოეწყო ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც მდ. იორიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით საზრდოობს. ამ დიდ ტბას ახლა „თბილისის ზღვას“ ეძახიან.

ნიადაგი=

რელიეფის, კლიმატისა თუ სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენით თბილისის ნიადაგიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა; უმეტესწილად გავრცელებულია წაბლა ნიადაგები, რაც ხელს უწყობდა ვენახის გაშენებას, ბოსტნეულისა და ხორბლეულის მოყვანას. მამადავითის ქედზე უფრო მეტი მოცულობითაა მცირე სისქის, ხირხატიანი ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზოგან კი ფერდობი მთლიანად გადარეცხილია.

ფლორა

თბილისის მიდამოები, ასევე, მრავალფეროვანი მცენარეულით ხასიათდება. მცენარეულ საფარში ძირითადად ადგილი ბალახიან ველებს უჭირავს. ახლო წარსულში კი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყით იყო დაფარული. სხვადასხვა გარემოებათა გამო ტყე გაიჩეხა; მცირე რაოდენობით გვხვდება ჭალის ტყე. ამჟამად თბილისი დამშვენებულია დეკორატიული მცენარეებით, ხოლო მისი გარემომცველი მთები და ხევები ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს უჭირავს.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელი იყო მოსახლეობის უძველესი ხანიდანვე დამკვიდრებისათვის და შემდგომ დედაქალაქად გადაქცევისათვის.

არქეოლოგიური მონაცემები

არქეოლოგიური დაზვერვები და გათხრები, აგრეთვე შემთხვევითი აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ ჩვენი დედაქალაქი და მის ახლო მდებარე მიდამოები უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. შორეუ წინაპრების კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება მსოფლიო ცივილიზაციის კვალდაკვალ ვითარდებოდა.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროს მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და დიდი აღმშენებლობა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლია.

გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ აბანოები ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.

მეფე ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩი I-მა უჯარმელმა, დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება. მან ქალაქის საზღვრები განავრცო და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

საუკუნეების განმავლობაში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი არაერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ დედაქალაქი კვლავ ახერხებდა სიცოცხლის შენარჩუნებასაც და განახლებასაც.

თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ნახავთ, სინაგოგასაც, მეჩეთსაც და სომხურ მონოფიზიტურ სალოცავსაც.

შუა საუკუნეებში ტფილისის ტერიტორია გაცილებით მცირე იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „ტფილისი არს სამი ქალაქი-ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს-დასავლით და სამხრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამხრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს. არამედ პირველ იყო დაბა ... ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ. არს მით აბანონი ექუსნი და დიდშენნი ... აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსვრილნი არიან“ (ქც 4: 333,28,29, 334,1-16). ვახუშტი ბაგრატიონი ამ ტერიტორიას თბილისის გეგმაზე მოიხსენიებს ორი სახელით – „სეიდაბადი ანუ ტფილისი“.

თეიმურაზ ბაგრატიონი აღნიშნავდა, რომ „ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი ... სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა, სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო. და იმ სოფელს ტფილისი რქმევია“ (მესხია 1958ა: 158-162).

თავდაპირველად ტფილისი მოიცავდა აბანოების უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას იმ ადგილებამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლია (კვირკველია 1985: 79). ქალაქის ზრდა-განვითარებასთან ერთად სახელი ტფილისი მთელ ქალაქზე გავრცელდა. საკუთრივ ტფილისმა, რომელიც დროთა განმავლობაში დედაქალაქის ერთ-ერთ უბნად იქცა, XVII ს-ში მიიღო სეიდაბადის სახელწოდება (ქც 4: 334,15). შემდეგ ამ უბანს შეერქვა ხარფუხი. გვიან შუა საუკუნეებში „ტფილისის ანუ სეიდაბადის“ ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის გარეუბანს თავისი ცნობილი ბაღებით (ბერიძე 1977: 71-77).

V ს-ის მეორე ნახევრის საგზაო რუკაზე, რომელიც შედგენილია რომაელი ავტორის კასტორიუსის მიერ, გზის ერთ მონაკვეთზე, კერძოდ რუსთავსა და არმაზციხეს შორის აღნიშნულია სადგური, რომლის სახელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერსა და ვარიანტში მოცემულია გადამწერის მიერ დამახინჯებული ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, რაც ტფილისს უნდა გულისხმობდეს (ერემიანი 1939: 87; ლომოური 1958: 23-28). ქართულ წყაროებში ტფილისი პირველად იხსენიება „მოქცევაი ქართლისაიში“ IV ს-ის მეორე ნახევრის ამბების თხრობისას. „მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“ (მქ 1963: 92,4,5). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით – მეფის, ვარაზბაკურის დროს ტფილისი, რომელიც მანამდე დაბა იყო, სპარსელებმა ააშენეს მცხეთის „შურის ციხედ“ (ქც 4: 334,4-6). V ს-ის მეორე ნახევარში ქალაქის მშენებლობას საფუძველი დაუდო ვახტანგ გორგასალმა (ქც 1: 200,1). დაჩი ვახტანგის ძემ დაასრულა ქალაქის ზღუდის აგება და ტფილისი ქართლის სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია (ქც 1: 205,6,7). 628 წ. ტფილისი სასტიკად ააოხრეს ჰერაკლე კეისრისა და მისი მოკავშირე ხაზართა ჯარმა (ქც 1: 225,7-10). VII ს-ის შუა ხანებში ტფილისი დაიპყრეს არაბებმა და ქალაქი ტფილისის საამიროს ცენტრად აქციეს (ქც 1: 250,17). 853 წ. ტფილისი გადაწვა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ქც 1: 256,1-3). ბაგრატ IV-მ (1027-1072) მოახერხა ქალაქის დაბრუნება, მაგრამ მალე იძულებული გახდა ტფილისი ისევ მაჰმადიანი მმართველებისათვის დაეთმო (ქც 1: 299,14-22, 300,7-11). 1122 წ. ქალაქი გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა (1089-1125), რომელმაც საქართველოს სამეფო ტახტი ტფილისში გადმოიტანა (ქც 1: 342,18). 1226 წ. ქალაქი ააოხრა სულთანმა ჯალალედინმა (ქც 4: 202,15-25). 1386 წ. დაიპყრო თემურ-ლენგმა (ქც 4: 264,4). 1477 წ. ტფილისი აიღო უზუნ-ჰასანმა (ქც 2: 342,16). 1522 წ. ტფილისში გაბატონდა შაჰ ისმაილი (ქც 2: 356,26). შემდგომ ქალაქი დაიბრუნა ლუარსაბ I-მა (1527-1556) (ქც 2: 357,9). 1541 წ. ტფილისი დაიპყრო შაჰ-თამაზმა (ქც 2: 357,19). 1578 წ. ოსმალებმა მუსტაფა ლალა ფაშას მეთაურობით ქალაქი ააოხრეს (ქც 4: 410,5). 1616 წ. ტფილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა შაჰ-აბას I-მა (1587-1629). XVII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე XVIII ს-ის 20-იან წლებამდე ქალაქის ცხოვრება შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ტფილისის დიდ ეკონომიკურ აღმავლობას (გაბაშვილი 1962: 267). 1723 წ. კახთა მეფე კონსტანტინემ ლეკთა რაზმებით ტფილისი ააოხრა. ამას მოჰყვა ქალაქში ოსმალთა გაბატონება. 1735 წლიდან „ოსმალობა“ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. 1748 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) ყიზილბაშები ტფილისიდან განდევნა. 1795 წ. ტფილისი ააოხრა აღა-მაჰმად-ხანმა.

წყარო

  • „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  • ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი, გამომცემლობა "უსტარი", თბილისი2014
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები