თბილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(არქეოლოგიური მონცემები)
(არქეოლოგიური მონცემები)
 
ხაზი 68: ხაზი 68:
 
1956-1957 წლებში [[ერეკლე II|ერეკლე მეორის]] მოედანზე მდებარე ბაღში წარმოებული გათხრების დროს, ფეოდალური ხანის (V—XVIII სს.) მრავალმნიშვნელოვანი მონაპოვრების გვერდით, აღმოჩნდა V ს. აქატის ქვის გეგმა (საბეჭდავი). არსებობს მოსაზრება, რომ ამ საბეჭდავზე გამოსახული პიროვნება შეიძლება იყოს მეფე [[ვახტანგ გორგასალი]].
 
1956-1957 წლებში [[ერეკლე II|ერეკლე მეორის]] მოედანზე მდებარე ბაღში წარმოებული გათხრების დროს, ფეოდალური ხანის (V—XVIII სს.) მრავალმნიშვნელოვანი მონაპოვრების გვერდით, აღმოჩნდა V ს. აქატის ქვის გეგმა (საბეჭდავი). არსებობს მოსაზრება, რომ ამ საბეჭდავზე გამოსახული პიროვნება შეიძლება იყოს მეფე [[ვახტანგ გორგასალი]].
  
იქ სადაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, იყო თბილისის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა - „დედაციხე“, რომელიც წყაროებში „კალას“, „შურისციხის“, „ნარიყალას“ და „ქალაქის ციხის“ სახელებითაც არის ცნობილი.  
+
იქ სადაც [[არქეოლოგიური გათხრები]] ჩატარდა, იყო თბილისის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა - „დედაციხე“, რომელიც წყაროებში „კალას“, „შურისციხის“, „ნარიყალას“ და „ქალაქის ციხის“ სახელებითაც არის ცნობილი.  
  
 
დედაციხე თბილისის ერთ-ერთი უძველესი თავდაცვითი ნაგებობაა. წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ახ. წ. IV საუკუნიდან არსებობს, მაგრამ 1948 წელს, მოსწავლეების მიერ დედაციხის ტერიტორიაზე ბრინჯაოს [[სატევარი|სატევრის]] აღმოჩენა თუ საეჭვოდ არ მიიჩნევა, უნდა ვიფიქროთ,  რომ ეს ადგილი გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XIII-XII სს.), უკვე ყოფილა დასახლებული და, შესაძლოა, იგი გორა-ნასახლარს წარმოადგენდა.  თუ რამდენად სწორია ეს აზრი, ამას მომავალი გათხრები დაადგენს. ჯერჯერობით კი, დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად, ძირითადად, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანის ძეგლები გამომზეურდა. თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის მასალებიც - ჩუქურთმიანი ქვის ფილა და კერამიკული ნაწარმი.
 
დედაციხე თბილისის ერთ-ერთი უძველესი თავდაცვითი ნაგებობაა. წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ახ. წ. IV საუკუნიდან არსებობს, მაგრამ 1948 წელს, მოსწავლეების მიერ დედაციხის ტერიტორიაზე ბრინჯაოს [[სატევარი|სატევრის]] აღმოჩენა თუ საეჭვოდ არ მიიჩნევა, უნდა ვიფიქროთ,  რომ ეს ადგილი გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XIII-XII სს.), უკვე ყოფილა დასახლებული და, შესაძლოა, იგი გორა-ნასახლარს წარმოადგენდა.  თუ რამდენად სწორია ეს აზრი, ამას მომავალი გათხრები დაადგენს. ჯერჯერობით კი, დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად, ძირითადად, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანის ძეგლები გამომზეურდა. თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის მასალებიც - ჩუქურთმიანი ქვის ფილა და კერამიკული ნაწარმი.

მიმდინარე ცვლილება 17:00, 4 მაისი 2022 მდგომარეობით

ძველი თბილისი

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი. ლოკალიზდება ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში.

სარჩევი

[რედაქტირება] დედაქალაქის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ჩრდლოეთ განედის 41° 43' და აღმოსავლეთ გრძედის 44° 49'. იგი მოქცეულია ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 400–500 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქს დასავლეთიდან საზღვრავს თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებანი, აღმოსავლეთიდან — ძეძვის, ყეენისა და მახათის მთების კალთები, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედი; ჩრდილოეთის მხრიდან ქალაქს საგურამოს ქედი ემიჯნება. საქართველოს დედაქალაქი სწრაფი ტემპით იზრდება და, ცხადია, მისი დღევანდელი საზღვრები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება დროსა და სივრცეში.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა საქართველოს მნიშვნელოვანი ლანდშაფტების გზაშესაყარზე განაშენიანება; აქ ხვდება ერთმანეთს სამცხე-თრიალეთის მთიანეთი, კახეთისა და შიდა ქართლის მთაშორისი ბარი, იორის ზეგანი და სხვ.

ისტორიულ თბილისს მუდმივი, უცვლელი დარაჯებივით გარს ეკვროდნენ მთები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალაქის დაცვას უცხოელ მძარცველთა პერმანენტული შემოსევებისაგან.

გეოლოგიურად თბილისის ტერიტორია მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს წარმოადგენს. მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირები. მარჯვენა მხარე საგრძნობლად შემაღლებულია, უფრო ციცაბოა, დანაწევრებულია განივი მიმართულების მქონე პატარა მდინარეებითა და ხრამებით. მარცხენა მხარეზე რელს ფი შედარებით თანაბარია, მაგრამ აქაც გვხვდება მშრალი ხევები - უსიცოცხლო ხრამები.

თბილისში საკმაოდ არის გავრცელებული ხელოვნური ტერასები, რაც განაპირობა ტოპოგრაფიულმა თავისებურებებმა: რელიეფი მნიშვნელოვნად დანაწევრებულია, მრავლადაა ხევები; ამასთან ერთად, მთის ფერდობების არსებობა დიდად აფერხებდა ქალაქის ტერიტორიულ ზრდას. ეს იყო მიზეზი, რომ მოსახლეობა ხელოვნურ ტერასებს აწყობდა მტკვრის ორივე მხარეს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობდა ეროზიული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლასაც”.

ახლო წარსულში თბილისს რამდენიმე ხევი ჰკვეთდა: სოლოლაკის ხევი, ეკალხევი, ვარდისუბნის ხევი, გაბაანთ ხევი, კუკიის ხევი, ჩუღურეთის ხევი, ვარაზის ხევი და სხვა. ამჟამად ეს ხევები გადახურულია, მასზე გაშენდა კეთილმოწყობილი ქუჩები და მოედნები. მტკვარს თბილისში ერთვის პატარა მდინარეები ვერე და წავკისის წყალი ანუ ლეღვთახევი.

თბილისის მიდამოები არ არის მდიდარი მნიშვნელოვანი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ნავთობი, სამშენებლო მასალა, მინერალური წყლები.

[რედაქტირება] კლიმატი

თბილისის კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. ნალექი მცირე იცის, ჰაერი მშრალია. იგი დაბალ გეოგრაფიულ განედზე მდებარეობს, რის გამო ღრუბლიანობა მცირეა, ხოლო მზის რადიაცია უხვი და ხანგრძლივი.

ქალაქის წლიური საშუალო ტემპერატურა მაღალია და აღწევს 12,6%-ს, მაგრამ მისი სხვადასხვა უბნები, მკვეთრი რელიეფური სხვაობის გამო, საშუალო ტემპერატურის მხრივაც არ არიან ერთნაირი.

[რედაქტირება] წყლები

თბილისის კლიმატური და რელიეფური პირობები ბევრად განსაზღვრავს შიდა წყლების ქსელის წარმოქმნას. მდ. მტკვარი წყალუხვია და წყლის ენერგიის საკმაო მარაგს შეიცავს.

მცირე მდინარეების, ხევებისა და ღელეებისათვის, ძლიერი წვიმების დროს, დამახასიათებელია ღვარცოფები, განსაკუთრებით კი მაისსა და ივნისში.

თბილისის მიდამოებში ტბებიც არის: კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანის ტბა. 1950-იან წლებში მლაშე ტბების ადგილას მოეწყო ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც მდ. იორიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით საზრდოობს. ამ დიდ ტბას ახლა „თბილისის ზღვას“ ეძახიან.

[რედაქტირება] ნიადაგი

რელიეფის, კლიმატისა თუ სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენით თბილისის ნიადაგიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა; უმეტესწილად გავრცელებულია წაბლა ნიადაგები, რაც ხელს უწყობდა ვენახის გაშენებას, ბოსტნეულისა და ხორბლეულის მოყვანას. მამადავითის ქედზე უფრო მეტი მოცულობითაა მცირე სისქის, ხირხატიანი ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზოგან კი ფერდობი მთლიანად გადარეცხილია.

[რედაქტირება] ფლორა

თბილისის მიდამოები, ასევე, მრავალფეროვანი მცენარეულით ხასიათდება. მცენარეულ საფარში ძირითადად ადგილი ბალახიან ველებს უჭირავს. ახლო წარსულში კი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყით იყო დაფარული. სხვადასხვა გარემოებათა გამო ტყე გაიჩეხა; მცირე რაოდენობით გვხვდება ჭალის ტყე. ამჟამად თბილისი დამშვენებულია დეკორატიული მცენარეებით, ხოლო მისი გარემომცველი მთები და ხევები ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს უჭირავს.

თბილისის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელი იყო მოსახლეობის უძველესი ხანიდანვე დამკვიდრებისათვის და შემდგომ დედაქალაქად გადაქცევისათვის.

[რედაქტირება] არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონცემები თბილისის მოსახლეობაზე

[რედაქტირება] არქეოლოგიური მონცემები

არქეოლოგიური დაზვერვები და გათხრები, აგრეთვე შემთხვევითი აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ ჩვენი დედაქალაქი და მის ახლო მდებარე მიდამოები უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. შორეუ წინაპრების კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება მსოფლიო ცივილიზაციის კვალდაკვალ ვითარდებოდა.

ოქროყანის ველზე 1960 წელს მოყავისფრო კაჟის ლამელა და ობსიდიანის ნატეხები აღმოჩნდა, ხოლო 1962 წელს - საბურთალოზე ასევე მოყავისფრო კაჟის ქვის ხელშუბისპირი. მართალია, ეს ნივთები შემთხვევით იპოეს და, ამდენად, მყარი მეცნიერული დასკვნის გამოტანის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მათი აღმოჩენის ფაქტი აღნიშვნულ პუნქტებში ქის ხანის ადამიანის სავარაუდო არსებობას მაინც გულისხმობს.

საკმაოდ მრავალფეროვანი არქეოლოგიური ძეგლები აღმოჩნდა 1930-1931 წელს დიდუბეში. დიდუბის ნასახლარი ენეოლითის ხანას, ანუ ქვიდან ლითონის ეპოქაზე გარდამავალ პერიოდს (ძვ.წ.IV-III ათასწლეული) მიეკუთვნება. აქ შემოჩენილი ნივთები აშკარად იმის მაუწყებელია, რომ აქ ბინადარი მოსახლეობა იყო, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ტომებთან. „მთელ ამ პერიოდში დიდუბეში ცხოვრობდა მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში... დიდი ადგილი ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეთევზეობას: როგორც მასალიდან ირკვევა, დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა“. (რ. აბრამიშვლი)

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა უძველესი დასახლების ნაშთი, რომელიც „დელისის ნასახლარის“ სახელითაა ცნობილი. „ამ ძეგლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის შესწავლისათვის. დელისის ნასახლარის მასალა პარალელბს პოულობს, ერთის მხრივ, ძვ. წ. V-IV ათასწლეულის პირველი ნახევრის ამიერკავკასიის ე. წ. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა და III ათასწლეულის) მასალასთან“... ამგვარად, თბილისის ტერიტორიაზე ნასახლარებს ჩვენ უკვე 6 000 წლის წინ ვაწყდებით (რ.აბრამიშვილი)

ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები აღმოჩნდა დიღომში საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე ე.წ. თრელიგორაზე.

გვიანი ბრინჯაოს ხანის საინტერესო ძეგლები აღმოჩნდა ნავთლუღში, ორხევის მინდორზე. აღმოჩენილი ნივთები ძვ.წ. XIII-XI საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

გიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის შესანიშნავი ძეგლი იქნა გათხრილ-შესწავლილი დიღმის ველზე. გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლები მიკვლეულია დედაქალაქის სხვა რაიონებშიც - ღრმაღელე, ნაძალადევი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი, მახათას მთის ფერდობი, ნავთლუღი, ორთაჭალა, სანაპირო, კრწანისი, ავლაბარ-ისანი და სხვ.

ეპოქის შესაბამისი მაღალიკულტურის მატარებელი მოსახლეობის დამადასტურებელია, აგრეთვე, აქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საბურთალოზე, ვაკეში, დიდუბეში, ნაძალადევში, ავჭალაში, მთაწმინდა-სოლოლაკსა და თანამედროვე თბილისის სხვა უბნებში. ეს ძეგლები რკინის ფართო ათვისებისა და ანტიკური ხანისაა (ძვ.წ. I ათასწლეული - ახ. წ. III ს.).

გვიანანტიკური პერიოდისაა აგრეთვე თბილისის ვაკის უბანში აღმოჩენილი ქვასამარხი, რომელშიაც იყო ოქროს ორი მონეტა რომის იმპერატორ ავგუსტის დროს მოჭრილი (ძვ. წ. 27 - ახ. წ. 14 წწ.), ოქროსავე ბურთულები, გვირგვინის ფურცლები და სხვა ნივთები

განსაკუთრებით საყურადღებოა დიღმის ველზე, ახალი ხიდის მახლობლად, ძვ. წ. IV-III სს. ბერძნული მონეტის აღმოჩენა, ხოლო დიდუბეში, კეცხოველის ქუჩაზე, ორთაჭალაში, ბოტანიკური ბაღის მიდამოებში, ვაკეში, საბურთალოსა და სხვა ადგილებში ძვ. წ. III - ახ. წ. III სს. ბაქტრიული, ბოსფორული, რომაული და პართული მონეტების თუ ეგვიპტური „სკარაბეების“ მიკვლევა. როგორც ჩანს, აღნიშნულ ადგილებში მცხოვრებ იმდროინდელ მოსახლეობას ფართო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი ჰქონია საბერძნეთთან, კასპიის ზღვის გაღმა მდებარე ბაქტრიის სამეფოსთან, ეგვიპტესთან, რომის იმპერიასთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბოსფორის სამეფოსთან. თბილისის რეგიონში მყოფი მოსახლეობა განფენილი იყო აზიიდან ევროპისაკენ მიმავალ დიდ სავაჭრო გზაზე, რაც ხელს უწყობდა მის ჩაბმას მსოფლიო ვაჭრობის სფეროში.

თბილისის არქეოლოგიურ წარსულზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება („ტფილისი“, შემდეგ კი — „თბილისი“) იმ ცხელი გოგირდოვანი წყლებიდან მიიღო, რომლებიც ლეღვთახევში, მდებარეობენ; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეოდალური ხანის ქალაქის ტერიტორიაც, ძირითადად, და მეტეხ-ავლაბრის მიდამოებით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები ძვ. წ. V-IV ათასწლეულებიდან ახ. წ. IV საუკუნემდე, ისინი თბილისის ახლო მდებარე დასახლებებს წარმოადგენდნენ და უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ პუნქტების ხარჯზე და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ძველ თბილისში ჯერ „ქალაქი-ციხე“ (ახ. წ. IV) მემდეგ კი სამეფოს კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი — დედაქალაქი.

ფეოდალური ხანის თბილისი არქეოლოგიური თვალსაზრისით, სამწუაროდ დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი.

სამასი არაგველის სახ. ბაღის კეთილმოწყობის დროს, 1948-1949 წლებში წარმოებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ფეოდალურ ხანაში აღნიშნული უბანი კერამიკული წარმოების მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ ამზადებდნენ არა მარტო მოუჭიქავ, არამედ მაღალმხატვრულ მოჭიქულ ჭურჭელს და, შესაძლოა, მინის ჭურჭელსაც... უფრო მეტიც: ბაღში გათხრილი შვიდი ქურა, ჩანს, მარტო ჭურჭლეულის დასამზადებლად კი არ იყო გამოყენებული, არამედ მოჭიქული კრამიტისა და შორენკეცების საწარმოებლადაც.

1956-1957 წლებში ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ბაღში წარმოებული გათხრების დროს, ფეოდალური ხანის (V—XVIII სს.) მრავალმნიშვნელოვანი მონაპოვრების გვერდით, აღმოჩნდა V ს. აქატის ქვის გეგმა (საბეჭდავი). არსებობს მოსაზრება, რომ ამ საბეჭდავზე გამოსახული პიროვნება შეიძლება იყოს მეფე ვახტანგ გორგასალი.

იქ სადაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, იყო თბილისის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა - „დედაციხე“, რომელიც წყაროებში „კალას“, „შურისციხის“, „ნარიყალას“ და „ქალაქის ციხის“ სახელებითაც არის ცნობილი.

დედაციხე თბილისის ერთ-ერთი უძველესი თავდაცვითი ნაგებობაა. წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ახ. წ. IV საუკუნიდან არსებობს, მაგრამ 1948 წელს, მოსწავლეების მიერ დედაციხის ტერიტორიაზე ბრინჯაოს სატევრის აღმოჩენა თუ საეჭვოდ არ მიიჩნევა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ადგილი გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XIII-XII სს.), უკვე ყოფილა დასახლებული და, შესაძლოა, იგი გორა-ნასახლარს წარმოადგენდა. თუ რამდენად სწორია ეს აზრი, ამას მომავალი გათხრები დაადგენს. ჯერჯერობით კი, დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად, ძირითადად, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანის ძეგლები გამომზეურდა. თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის მასალებიც - ჩუქურთმიანი ქვის ფილა და კერამიკული ნაწარმი.

საუკუნეთა მანძილზე თბილისი და მისი დედაციხე მრავალჯერ დაანგრია მტერმა. ასევე ბევრჯერ აღდგა იგი და, ცხადია, დანგრეულ ნაგებობათა ადგილზე იგებოდა ახალი, რის შედეგად ზოგჯერ მთლიანად ისპობოდა ძველი შენობის კვალი. თბილისის დედაციხის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი კოშკია შემორჩენილი, რომლიც თლილი, კვადრატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება.

დედაციხის ტერიტორიაზე ჩატარებული თხრის შედეგად აღმოჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გუმბათიანი ტაძრის ნაშთი. ეს ტაძარი თავისი გეგმით თითქმის სრული ანალოგიაა მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირას მდგომი ტაძრისა, რომელიც XIII ს. ბოლოსაა აგებული.

ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის დედაციხეში მდგარ ტაძარს წმ. ნიკოლოზის სახელობისად მიიჩნევს.

წმ. ნიკოლოზის ტაძარი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული და მიწით დაფარული. თხრის შედეგად. აღმოჩნდა, რომ ტაძარი ნაგები იყო ქვისა და აგურის წყობით, კირის ხსნარზე. კედლები შემოსილი ჰქონია თლილი ქვის პერანგით, რომლის დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ორნამენტით იყო შემკული. ვახუშტის გეგმაში ტაძარი ჯვრის ტიპის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. გუმბათი დაყრდნობილი ყოფილა აგურით ნაგებ სვეტებსა და საკურთხევლის კედლებზე. ტაძრის შიდა კედლები, ჩანს, ფრესკებით იყო მოხატული. ამას გვაფიქრებინებს ჩრდილოეთის მრგვალ სვეტზე შემორჩენლი მხატვრობის ნაშთი ადამიანის ფეხის გამოსახულებით.

თბილისის დედაციხის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ძველი სასახლის ნაშთების გამომზეურება. შესაძლებელია ეს ჰქონდა მხედველობაში ვახუშტის, როცა წერდა: „მაღალს ციხეში არს...სასახლე, მეფისა, პალატნი დიდი და მშვენიერნი.

დედაციხის ტერიტორიაზე სამეფო სასახლის არსებობის ფაქტი უფრო ძველ წყაროებშიც არის მითითებული. მაგრამ ჯერჯერობით ძნელია სრული დაბეჯითებით ითქვას, რომ აღმოჩენილი სასახლის ნაშთები წყაროებში მოხსენიებულ სასახლეს გულისხმობდეს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ექსპედიციის მიერ დედაციხის ქვედა ბაქანზე გათხრილ - ნაგებობათა შორის ეს შენობა ყველაზე დიდი მოცულობისა ყოფილა.

[რედაქტირება] პალეოანთროპოლოგიური მონაცემები

ქართული ისტორიული ტრადიცია თბილისის დაარსებას მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს და, ამდენად, მისი ქალაქობა თხუთმეტ, საუკუნეს ითვლის, მაგრამ არქეოლოგიურმა ძიებამ კარგა ხანია ცხადყო, რომ ამ პერიოდისათვის, და გაცილებით უფრო ადრეც, თვით თბილისისა და მისი მიდამოების ტერიტორია საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული. ამას ადასტურებენ მრავალრიცხოვანი ნამოსახლარები და სამაროვნები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის II, და ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულებით თარიღდებიან.

აღნიშნულ სამაროვნებში აღმოჩენილი იქ მოსახლე უძველესი ადამიანების თავის ქალებისა და ძვლოვანი ნაშთების შესწავლა საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ წინაპართა გარეგნული იერსახე და გავარკვიოთ საკითხი - ვინ იყო ეს ხალხი, რომელი „მოდგმისა“, ვისი შთამომავლები იყვნენ პირველი თბილისელები და მათი შორეული მემკვიდრეები.

მასალა, რომელზედაც ხერხდება პალეოანთროპოლოგიური დაკვირვების წარმოება, მოპოვებულია თბილისისა და მისი გარეუბნების შემდეგ პუნქტებში: ზემო ავჭალა, გლდანი, ნამგალა მიწა, თელოვანი, ვაშლაჯვარა, საფურცლე, ჭალა და ჩალიპირაგორები, სულ თბილისის რეგიონიდან ანთროპოლოგების განკარგულებაშია 58 თავის ქალა მასალა, ცხადია, ძალზე მცირეა, მაგრამ ის, რაც არის, საშუალებას იძლევა გავარკვიოთ თბილისისა და მისი მიდამოების უძველესი მოსახლეობის ანთროპოლოგიური ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე საკითხი.

შესწავლილი მასალებიდან ჩანს, რომ მთელი საკვლევი პერიოდისათვის (ადრებრინჯაოდან ადრეფეოდალურ ხანამდე — ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოდან ახ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრამდე) საკვლევ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე, დომინანტურ ანთროპოლოგიურ ტიპს წარმოადგენდა დოლიქოკრანული (გრძელთავიანი), ლეპტოპროზოპული ( ვიწროსახიანი), ლეპტორინული (ვიწროცხვირიანი), მკვეთრად პროფილური სახისა და ცხვირის მქონე, გრაცილური კომპლექსის ადგილობრივი ვარიანტი, რომელიც ზოგად რასობრივ სისტემატიკაში ხმელთაშუაზღვისპირული რასის სახელითაა ცნობილი. ეს რასობრივი კომპლექსი საერთოდ ანთროპოლოგიურ, კერძოდ კი, ქართულ ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში, საკმაოდ კარგადაა ცნობილი, ჩვენთვის კი ამჟამად - მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი, რომ თბილისის რეგიონის მოსახლეობა, ისევე როგორც საზოგადოდ ქართლის მოსახლეობა, ამავე რასობრივ განშტოებას ეკუთვნოდა და არა რომელიმე სხვას და ამიტომ ყოველი ის, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობის პალეოანთროპოლოგიაზე თქმულა, შეეხება თბილისის რეგიონის იმავდროინდელ მოსახლეობასაც.

[რედაქტირება] ქალაქის სახელწოდებისათვის

თბილისი ქართულ საისტორიო წყაროებში თავდაპირველად მოხენიებულია IV საუკუნის 60-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით, როაცა სასანიანთა ირანის სახელმწიფო ქართლში პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებისათვის იბრძოდა.

ეს ცნობა საისტორიო თხზულების „მოქცევაი ქართლისა“-ს ანონიმ ავტორს ეკუთვნის, რომლის მოღვაწეობის ხანა VII (ან IX) საუკუნით თარიღდება.

ფეოდალური ხანის საქართველოს ქართული საისტორიო წყაროები ჩვენს დედაქალაქს საერთოდ ტფილისს უწოდებენ, ტფილისი ეწოდება მას VI საუკუნის ანონიმის „ევსტათე მცხეთელის მარტვილობაში და მომდევნო ხანის სხვა თხზულებებში.

„ტფილ“-ი, რომელიც საფუძვლად უდევს თბილისის სახელს და თბილს ნიშნავს, ძირეული ქართული სიტყვაა და მას შესატყვისები მოეძებნება ჭანურ-მეგრულსა და სვანურში.

ქართველი მემატიანის ცნობას, რომ ამ პუნქტს IV საუკუნეში უკვე ეწოდებოდა ტფილისი, რამდენადმე მხარს უჭერს IV საუკუნის მეორე ნანევრის საგზაო რუკა, შედგენილი რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ, რომელიც არსებულ ლიტერატურაში „პევტინგერის ტაბულის“ სახელითაც იხსენიება.

აღნიშნულ რუკაზე დატანილია ამიერკავკასიაზე და, კერძოდ, საქართველოს მიწა-წყალზე გამავალი სავაჭრო გზები. ამ გზათა შორის ერთი, რომელიც სომხეთის მაშინდელ დედაქალაქ არტაშატიდან იწყება ქართველოზე გადის. ამ გზის ერთ მონაკვეთზე, სახელდობრ რუსთავსა და არმაზციხეს (მცხეთას) შორის აღნიშნულია სადგური, რომლის ხელწოდება რუკის სხვადასხვა ხელნაწერებსა და ვარიანტებში მოცემულია ფორმით „ფილადო“, „ტილიდა“. ვარაუდობენ, თავდაპირველად ამ პუნქტის სახელწოდება უნდა ყოფილიყო ფორმით „ტფილადო“ ან „ტფილიდა“, საიდანაც გადამწერთა მიერ დამახინჯების შედეგად მივიღეთ „ფილადო“ და „ტილიდა“, რაც თბილისს უნდა გულისხმობდეს.

ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში თბილისი საერთოდ როგორც წესი, VI საუკუნიდან მოყოლებული, იხსენიება ფორმით „ტიფლის“.

„ტფილისის“ ფორმიდან გავრცელდა ქალაქის სახელწოდება ენებში. აქედანაა ნაწარმოები სომხური „ტფლის“, ბერძნული (ბიზანტიური ხანის) „ტიფილის“, არაბული, ასევე სპარსულ-თურქული — ლის“, რუსული «Тифлис», არაბულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს ევროპულ ენებში დამკვიდრებული „ტიფლისიც“.

დასავლურ-ქართული ტომები, სახელდობრ მეგრელები და სვანები. თბილისს „ქართს“ უწოდებენ. ქართი (ქართლი) ძველი იბერიის სამეფოს დედაქალაქის ციტადელს ერქვა და, რადგან შემდეგ ქართლის სამეფოს დედაქალაქმა თბილისში გადაინაცვლა, მეგრელებმა და სვანები, ახალ დედაქალაქზე გადაიტანეს ძველი დედაქალაქის სახელი და თბილის ქართი შეარქვეს. რიგი სომხური საისტორიო წყაროებისა (თომა არწრუნი, ფსევდო შაპუჰ ბაგრატუნი და სხვ.) თბილისს ფაიტაკარანსაც უწოდებენ. რადგან სომხური „ფაიტ“ ხე-ს, ძელ-ს ნიშნავს, ხოლო X საუკუნის ისტორიკოსები (თომა არწრუნი, ტაბარი) თბილისის აღწერისას აღნიშნავენ, რომ თბილისში სახლები და სხვა შენობები ხისგანაა ნაგები. ზოგი მკვლევრის აზრით, „ფაიტაკარან“ „ხის ქალაქს“ შეიძლება ნიშნავდეს. ეს შეიძლება სწორიც იყოს. თბილისში ნაგებობათა დიდი ნაწილ მართლაც ხის იყო (საკითხთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურაში „ფაიტაკარნის“ ახსნის სხვაგვარი ცდებიც არის).

ჩვენი დედაქალაქის სახელწოდება თბილისი, რაც ძველი ქართულ ფორმის „ტფილისს“ უდრის, მომდინარეობს იმ თბილ (ტფილ) წყაროთაგან, რომლებიც ქალაქში ბლომად მოიპოვება.

[რედაქტირება] ქალაქის წარმოშობა

თბილისის ქართლის სამეფოს დედაქალაქად გადაქცევასთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა საინტერესო და ლამაზი ლეგენდა შექმნა. ამ ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. ლეგენდის ერთი ვერსიის მიხედვით ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი ამალასთან ერთად მცხეთიდან სანადიროდ გავიდა. მეფის შევარდენი ხოხობს დააცხრა და ნადავლიანად წყალში ჩავარდა. მეფის მხლებლებმა შევარდენი და მისი ნადავლი წყლიდან დათუთქულები ამოიყვანეს. ლეგენდის მეორე ვერსიის თანახმად, მეფემ შველი დაჭრა. დაჭრილმა შველმა წყალთან მიირბინა, ჭრილობა მოიბანა და განკურნებული გაიქცა. როდესაც მეფეს მომხდაას, თაობაზე მოახსენეს, მან არემარე დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ იქ მრავლად მოედინებოდა თბილი წყაროები. მოეწონა მას ეს მიდამო და ქალაქის აშენება ბრძანა, რომელსაც თბილ წყაროთა გამო თბილისი ეწოდა.

თბილისის დედაქალაქად ქცევა, როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასალის სახელს უკავშირდება და ეს ლეგენდაც ამ მოვლენის ანარეკლია. მიუხედავად ამისა, ქალაქის დაარსების თარიღს, V ს. მეორე ნახევარს, როცა ვახტანგ გორგასალი მოღვაწეობდა, სათანადო დასაბუთება სჭირდება.

ზემოხსენებულ კასტორიუსის რუკაზე ყველა მნიშვნელოვან პუნქტს თავისი პირობითი ნიშანი აქვს. რომის იმპერიის დიდ სახელმწიფოთა დედაქალაქები ორი დიდი კოშკითაა აღნიშნული, რომელთა შორის კარიბჭეა გამოხატული, ხოლო ჩვეულებრივი ქალაქები - ორი მცირე ზომის კოშკით; უბრალო სადგურებს არავითარი პირობითი ნიშანი არა აქვთ, ისინი გზის ტეხილებით არიან ასახულნი. მაგ., თბილისის სამხრეთით მდებარე პუნქტი, რომელიც ამ რუკაზე ქალაქის გამომსახველი ორი კოშკითაა ნაჩვენები, რუსთავი უნდა იყოს, მცხეთა დედა ქალაქის ნიშნითაა გამოხატული, ხოლო თბილისი - გზის ტეხილით. ასე რომ, რუკის მონაცემების თანახმად, თბილისი სოფელი-სადგური შეიძლება იყოს.

IV საუკუნის თბილისის სტატუსის გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება „მოქცევაი ქართლისაი“-ს ცნობებს. ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ ქრისტიანობის ოფიციალურ კულტად გამოცხადებასთან დაკავშირებით მოტანილ მთელ თხრობაში მემატიანე არ ახსენებს თბილისს. ნინოს სიკვდილზე კი იგი წერს: „მაშინ შეიძრნენ ორნი ესე ქალაქნი: მცხეთა და უჟარმა, და ყოველი ქართლი სიკვდილისა მისისათვის. თბილისი ამ წყაროში, როგორც ზემოთ ითქვა, პირიველად იხსენიება IV საუკუნის 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით.

ამიერკავკასიაში სასანიანთა ირანის გაძლიერება ქართლში მათი ლაშქრის გამოგზავნითა და მოხელეების დანიშვნითაც აღინიშნა. აქ ირანელი პიტიახში მოდის. „მოქცევაი ქართლისაი“-ს შატბერდული ვარიანტი გვაუწყებს: „მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ ბორ ზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისად ქალაქად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა: ამის მიხედვით თბილისი იმ დროს იყო „ციხე-ქალაქი“. „ქალაქი“ ქართულ ენაში თავდაპირველად გამაგრებულ ადგილს ნიშნავდა. მემატიანის „ციხე-ქალაქი“-ც გამაგრებული ადგილია. „მაშასადამე, - აღნიშნავს ს. ჯანაშია, - თავდაპირველად ტფილისი ირანელი პიტიახშის საჯდომად ქცეულა - ამ დროისათვის ეს პუნქტი ჯერ კიდევ ქალაქად არ ითვლება“.

„მოქცევაი ქართლისა “-ს ჭელიშურ ვარიანტში ზემომოტანილი თხრობა ასეა გადმოცემული: „მაშინ მოვიდა ხუარ...ტფლის და კდ ციხედ“ ანუ, ს. ჯანაშიას აზრით, მოვიდა „ტფილისს და კალად ციხედ“. „კალა“ აქ ციხეა, საკუთარი გეოგრაფიული სახელი, რომელიც არაბულ სიტყვას ჰგავს და იგი არ უნდა მომდინარეობდეს არაბული სიტყვა „კალა“-დან, რაც არაბულად ციხეს ნიშნავს; ბგერათა ასეთი დამთხვევა შემთხვევითი უნდა იყოს. გარდა ამისა, - განაგრძობს ს.ჯანაშია, - ციტირებულ ტექსტში დასახელებულია ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადგილი, ერთი მოსახლეობისა და მეორე ციხის პუნქტები;

ხელსაყრელ სტრატეგიულ ადგილას მდებარე თბილისის ციხე, როგორც ჩანს, ირანიდან შაჰის მიერ გამოგზავნილ მოხელეს სარეზიდენციოდ აურჩევია. აქედან იწყება თბილისის სწრაფი ურბანიზაციის პროცესიც.

[რედაქტირება] დედაქალაქის თბილისში გადმოტანა

V საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცენტრალიზაციის მიზნით რიგი სახელმწიფოებრივი რეფორმები გაატარა, განავრცო ქართლის სამეფოს ფარგლები, გაამაგრა სახელმწიფოს საზღვრები და ქართლის სამეფოს დედაქალაქის მცხეთიდან თბილისს გადმოტანა გადაწყვიტა.

დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადატანა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებს უნდა განეპირობებინა.

ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი მცხეთა ანტიკური (მონათმფლობელური) არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის ცენტრს წარმოადგენდა. ფეოდალური ურთიერთობის გარიჟრაჟზე დაარსებული თბილისი ახალი ფეოდალური ძალების პოლიტიკური ბატონობის ცენტრი უნდა გამხდარიყო.

ვახტანგ გორგასალი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის და ირანის აგრესიის წინააღმდეგ. მის მიერ ჰერეთის შემოერთება ობიექტურად უწყობდა ხელს თბილისის შემდგომ დაწინაურებას. ამიერიდან მცხეთის დედაქალაქობა უფრო ქართლ-კახეთის ფარგლებში იყო კანონზომიერი. თბილისს კი უფრო შეეფერებოდა ჰერულ-ქართულ-იბერიული ცენტრის ფუნქციები. ქართლის სამეფოს აღმოსავლური პროვინციები ირანელ დამპყრობთა საწინააღმდეგო ბაზად უნდა გადაქცეულიყვნენ. დედაქალაქი ამ ბაზასთან უშუალო კავშირში უნდა ყოფილიყო ჰერეთიდან მომავალი გზა ხომ თბილისზე გადიოდა. თბილისს ფრიად მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. აქ მტკვრის ნაპირები ძალიან უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ხელსაყრელ პირობას ქმნიდნენ ხიდის აგებისათვის. როგორც ცნობილია, თბილისში უძველესი დროიდანვე არსებობდა მტკვრის ნაპირების დამაკავშირებელი ხიდი. სტრატეგიულადაც ტაფობში მოქცეული და მთებით შემოსაზღვრული თბილისი შედარებით ადვილად დასაცავი იყო. გადამწყვეტი მნიშვნელობა ვახტანგის არჩევანში მაინც პოლიტიკურ ფაქტორს უნდა შეესრულებინა. ვახტანგ გორგასალმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქართლში ირანელთა ბატონობას. თბილისი კი მათი ქართლში ბატონობის საყრდენი იყო. IV საუკუნეში ირანელებმა თბილისის სიმაგრეში დაიდეს ბინა: „მოვიდა ქრამ ხუარ ბორ ზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში„

თბილისში გამაგრებული ირანელი პიტიახში ქართლის მეფეს უპირისპირდება: ირანელები თბილისში მცხეთის, ქართლის მეფის რეზიდენციის საპირისპიროდ ციხეს აგებენ („შურის ციხე“). ქართლში იქნება მეორე ცენტრი, რომელიც ირანელთა დასაყრდენად იქცევა. ვახტანგის არჩევანი თბილისის ამ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც უნდა გადაეწყვიტა.

IV საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ზემოთ ითქვა, თბილისი „ციხე-ქალაქი“, ანუ გამაგრებული პუნქტი იყო, ხოლო IV-V საუკუნეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა მისი გაქალაქების პროცე სი, რომელიც V საუკუნის ბოლოსთვის დასრულდა. ვახტანგ მეფემ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაეტანა. „ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა“, - წერს ვახტანგის ისტორიკოსი.

ქალაქად გადაქცევის პერიოდი რამდენადმე ასახულია მემატიანის გადმოცემებში. V ს. 70-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით ნათქვამია: „ტფილისი სოფელი და კალჲცა მოოხრებულ იყო“, ხოლო V საუკუნის დასასრულის მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა“. ისტორიკოსი ასხვავებს ერთმანეთისგან ამ ორი პერიოდის ტფილისს. მართალია, ციხე კალა და სოფელი ტფილისი ერთად არსებული პუნქტებია, მაგრამ საკუთრვ თბილისი მისთვის ჯერ კიდევ ქალაქი არაა, სოფელია, ვახტანგი კი ქალაქს აშენებს. ეს ქალაქი, როგორც გარკვეული შინაარსის მქონე სავაჭრო სახელოსნო ცენტრი, არსებითად მაინც ჩამოყალიბებულია V საუკუნეში ვახტანგ მეფის სიცოცხლეში. ოღონდ მან ვერ მოასწრო პოლიტიკური ცენტრის გადმოტანა მცხეთიდან თბილისში. ეს განახორციელა დაჩი ვახტანგის ძემ, რომელმაც „განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი“ და „ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ“. დაჩის მეფობაში თბილისის მნიშვნელობა იზრდება. ამაზე მიუთითებს ჩვენთვის უკვე ცნობილი „მოქცევაი ქართლისაჲ“-ს მატიანე. „მეფობდა დაჩი...ამის ზე ქალაქსა ტფილისს კაცნი დასხდებოდეს“. რომ თბილისში „კაცნი“, ე. ი. მცხოვრებლები იყვნენ, ეს მემატიანემ კარგად იცის, მაგრამ ის საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კაცნი „ქალაქსა ტფილისსა“ დასხდებოდეს ამ დროს, ე. ი. ის მიგვანიშნებს ქალაქის მოსახლეობის გაფართოებაზე.

ცნობა ვახტანგის მიერ თბილისის აშენების შესახებ დაცულია XIII ს. სომეხი ისტორიკოსის მხითარ აირივანეცის „ჟამთააღმწერლობა“-ში. შესაძლებელია „სომეხ მემატიანეს ხელთა ჰქონდა ქართული საისტორიო მწერლობიდან აღებული უძველესი ცნობები“.

VI საუკუნის დასაწყისიდან თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად იქცა. ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი თეოფანე წერდა, რომ „იბერთა დედაქალაქი მაშინ (VI ს. 70-იან წლებში) ტფილისი იყო“.

VI საუკუნის 30-იან წლებში ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და ქართლი ირანელი მარზპანის ხელისუფლებას დაუქვემდებარეს. მართალია, თბილისში ქართლის მეფე აღარ იჯდა, მაგრამ რადგან ირანელი პიტიახშის რეზიდენცია თბილისში იყო, თბილისი ინარჩუნებდა ქართლის პოლიტიკური ცენტრის მდგომარეობას. ასეთი ფუნქცია ჰქონდა მას აქ არაბთა ბატონობის დამყარების შემდეგაც, VIII საუკუნის დასასრულამდე, ამ დროიდან კი „თბილისის საამიროს“ ცენტრად რჩებოდა.

[რედაქტირება] წყარო

  • თბილისის ისტორია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები