თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
ხაზი 2: ხაზი 2:
  
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====
[[ეკლესია]] დარბაზულია (11,2X6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, [[კამარა]] და [[აფსიდა|აფსიდის]] კონქი - [[აგური]]თ. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ ჩანს ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთი წირთხლი, რომელი [[პილასტრი]]ს ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა (ქვის ფილითაა გადახურული) და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული [[ნიში]]ა.  უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი თაროსებრი [[კაპიტელი]], რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე [[თაღის ქუსლი]] ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთი ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი [[კრამიტი]]თ.  
+
[[ეკლესია]] დარბაზულია (11,2X6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, [[კამარა]] და [[აფსიდა|აფსიდის]] კონქი - [[აგური]]თ. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ ჩანს ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთი წირთხლი, რომელი [[პილასტრი]]ს ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა (ქვის ფილითაა გადახურული) და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული [[ნიში]]ა.  უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი თაროსებრი [[კაპიტელი]], რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე [[თაღის ქუსლი]] ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთი [[ფასადი]]. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი [[კრამიტი]]თ.  
  
ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთი კარით – სწორკუთხა მინაშენს, რომლისგანაც კედლის წყობის რამდენიმე რიგიღაა შემორჩენილი. მეორე სართული, სამრეკლო, მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.
 
17:24, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. უწინ ამ ტერიტორიაზე მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი მდებარეობდა.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,2X6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი - აგურით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ ჩანს ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთი წირთხლი, რომელი პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა (ქვის ფილითაა გადახურული) და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთი ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით.

ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთი კარით – სწორკუთხა მინაშენს, რომლისგანაც კედლის წყობის რამდენიმე რიგიღაა შემორჩენილი. მეორე სართული, სამრეკლო, მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები