თეიმურაზ I
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''თეიმურაზ I''' - (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32 წლებში, გამოჩენილი პოეტი. გამეფდა 16 წლის ასაკში, მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. | '''თეიმურაზ I''' - (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32 წლებში, გამოჩენილი პოეტი. გამეფდა 16 წლის ასაკში, მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. | ||
− | აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] [[ირანი|ირანის]] შაჰის [[აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში|აბას I-ის ლაშქრობის]] დროს თეიმურაზ I და [[ქართლი|ქართლის]] მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ. 1615 წელს [[თეიმურაზ I]] კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ [[აჯანყება|აჯანყებას]] ჩაუდგა სათავეში ([[კახეთის აჯანყება 1615]]), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I | + | აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] [[ირანი|ირანის]] შაჰის [[აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში|აბას I-ის ლაშქრობის]] დროს თეიმურაზ I და [[ქართლი|ქართლის]] მეფე ლუარსაბ II [[იმერეთი|იმერეთში]] გაიხიზნენ. 1615 წელს [[თეიმურაზ I]] კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ [[აჯანყება|აჯანყებას]] ჩაუდგა სათავეში ([[კახეთის აჯანყება 1615]]), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I |
აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც [[ქართველები]] კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. | აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც [[ქართველები]] კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. | ||
16:53, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
თეიმურაზ I - (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32 წლებში, გამოჩენილი პოეტი. გამეფდა 16 წლის ასაკში, მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა.
აღმოსავლეთ საქართველოში ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობის დროს თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ. 1615 წელს თეიმურაზ I კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში (კახეთის აჯანყება 1615), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც ქართველები კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს.
მარაბდის ბრძოლაში იგი გ. სააკაძესთან ერთად მეთაურობდა ქართულ ლაშქარს. შემდეგ ქართველ ლიდერებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რაც დაგვირგინდა სააკაძის დამარცხებით ბაზალეთის ბრძოლაში. თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მმართველი გახდა. შაჰ-აბასი იძულებული გახდა ამ ფაქტს შერიგებოდა, ვინაიდან თეიმურაზ I-მა ფორმალურად მისი უზენაესობა აღიარა.
1632 წელს თეიმურაზ I კვლავ აუჯანყდა ირანელებს და ყარაბაღი მოარბია, მაგრამ ამ ახალ ომში ირანის წინააღმდეგ ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა მას მხარი აღარ დაუჭირა. შაჰმა სეფი I-მა 1632 წელს ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართლელ უფლისწულს – როსტომს გადასცა. თეიმურაზ I კიდევ დიდხანს განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ 1648 წელს საბოლოოდ დამარცხდა. მისმა მცდელობამ მიეღო დახმარება უცხოეთის ქრისტიანი მმართველებისგან (რომის პაპი, რუსეთის მეფე) რეალური შედეგი არ გამოიღო. ამიტომ იმედგაცრუებული თეიმურაზ I ბოლოს იძულებული გახდა ისევ შაჰს დამორჩილებოდა და ირანში ჩავიდა. შაჰის კარზე იგი პატივით მიიღეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც შაჰის მიერ დაბარებული მისი შვილიშვილი, ერეკლე, შაჰის კარზე არ გამოცხადდა, თეიმურაზ I-ს გაურისხდნენ და ასტრაბადის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც მალე გარდაიცვალა.