თეიმურაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეიმურაზ I - (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32 წლებში, გამოჩენილი პოეტი. გამეფდა 16 წლის ასაკში, მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა.

აღმოსავლეთ საქართველოში ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობის დროს თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ. 1615 წელს თეიმურაზ I კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში (კახეთის აჯანყება 1615), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც ქართველები კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს.

მარაბდის ბრძოლაში იგი გ. სააკაძესთან ერთად მეთაურობდა ქართულ ლაშქარს. შემდეგ ქართველ ლიდერებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რაც დაგვირგინდა სააკაძის დამარცხებით ბაზალეთის ბრძოლაში. თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მმართველი გახდა. შაჰ-აბასი იძულებული გახდა ამ ფაქტს შერიგებოდა, ვინაიდან თეიმურაზ I-მა ფორმალურად მისი უზენაესობა აღიარა.

1632 წელს თეიმურაზ I კვლავ აუჯანყდა ირანელებს და ყარაბაღი მოარბია, მაგრამ ამ ახალ ომში ირანის წინააღმდეგ ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა მას მხარი აღარ დაუჭირა. შაჰმა სეფი I-მა 1632 წელს ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართლელ უფლისწულს – როსტომს გადასცა. თეიმურაზ I კიდევ დიდხანს განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ 1648 წელს საბოლოოდ დამარცხდა. მისმა მცდელობამ მიეღო დახმარება უცხოეთის ქრისტიანი მმართველებისგან (რომის პაპი, რუსეთის მეფე) რეალური შედეგი არ გამოიღო. ამიტომ იმედგაცრუებული თეიმურაზ I ბოლოს იძულებული გახდა ისევ შაჰს დამორჩილებოდა და ირანში ჩავიდა. შაჰის კარზე იგი პატივით მიიღეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც შაჰის მიერ დაბარებული მისი შვილიშვილი, ერეკლე, შაჰის კარზე არ გამოცხადდა, თეიმურაზ I-ს გაურისხდნენ და ასტრაბადის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც მალე გარდაიცვალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები