თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში - 1386-1403, თემურლენგის დამპყრობლურ გეგმებში საქართველოს, როგორც ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, რომელიც იმავდროულად აკონტროლებდა კავკასიონის მთის გადასასვლელებს, დიდი ადგილი ეკავა. თემურმა შვიდჯერ ილაშქრა საქართველოში და ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა.

პირველად იგი 1386 წელს შემოიჭრა საქართველოში, 21 ნოემბერს იერიშით აიღო თბილისი და დაატყვევა მეფე ბაგრატ V. ბაგრატმა მალე მოახერხა ტყვეობიდან გათავისუფლება და კვლავ სათავეში ჩაუდგა ქართველთა წინააღმდეგობას, რასაც მოჰყვა თემურის ახალი შემოსევა 1387 წლის გაზაფხულზე.

1394 წელს თემური კვლავ წამოვიდა საქართველოზე, ოთხი სარდალი სამცხის ასაოხრებლად გაგზავნა, თვითონ კი დარიალის ხელში ჩასაგდებად არაგვის ხეობაში შეიჭრა, მაგრამ ქართველთა წინააღმდეგობის გამო ამ მიზანს ვერ მიაღწია.

1399 წელს ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა თემურმა, მეფე გიორგი VII-ზე შურისძიების მიზნით, რომელმაც წინა წელს ნახჭევანთან მისი რაზმები გაწყვიტა, სასტიკად დაარბია ჰერეთ-კახეთი.

კიდევ უფრო მასშტაბური იყო თემურის მეხუთე შემოსევა 1400 წელს, როდესაც მან დაამარცხა ქართული ლაშქარი, ბრძოლით აიღო თბილისი და სასტიკად მოაოხრა მთელი ტერიტორია ტაომდე. ამ ლაშქრობის შედეგად საქართველოდან 60 ათ. ტყვე წაიყვანეს. 1402 წელს თემურლენგის ჯარებმა იერიშით აიღეს და დაანგრიეს თორთუმის ციხე ტაოში.

თემურის ბოლო, მეშვიდე, შემოსევა საქრთველოში 1403 წელს შედგა, როდესაც მან რბევა-თარეშით გადაიარა ქართლი და შეიჭრა იმერეთში, სადაც 700-მდე დასახლებული პუნქტი გაანადგურა. ქართველები მას ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, მსხვერპლი ორივე მხარეს დიდი იყო, ომს ბოლო არ უჩანდა. თემური დარწმუნდა, რომ საქართველოს იგი ვერ დაიპყრობდა. ქართველებიც სისხლისაგან იყვნენ დაცლილი. ამიტომ მოწინააღმდეგეებს შორის დაიდო ზავი, რომლის პირობითაც გიორგი VII-მ ფორმალურად აღიარა თემურლენგის უზენაესობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები