თეფში (საეკლესიო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეფში

თეფში - ლიტურგიაზე კეთილშობილი მეტალისგან დამზადებულ ორ მომცრო თეფშს იყენებენ. ერთი მათგანი, რომელზეც ჯვარია გამოსახული და გარსშემოუყვება წარწერა: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვადიდებთ“, გამოიყენება ჯვრის გამოსახულებიანი დიდი (ხუთიდან ერთ-ერთი) სეფისკვერიდან ტარიგის ამოსაკვეთად, ხოლო მეორეს, რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახული ყრმითურთ და აქვს წარწერა: „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ“, იყენებენ დანარჩენი სეფისკვერებიდან ნაწილების ამოსაკვეთად. ეს თეფშები სიმბოლურად ეკლესიის მსახურებას გამოხატავენ.

ლიტერატურა

С.Е. Молотков - Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001 ხ.ც.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები