თორელი გამრეკელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამრეკელ თორელი - კახა (I)-ის შვილი, ჯავახეთის ერისთავი დაახლ. XII ს-ის 70-იან წწ-დან 1191 წ-მდე; ამირახორი 1185-1187 წწ-ში. ამირსპასალარი 1187-1191 წწ-ში. 1177 წ-ის ამბოხის მონაწილე; გიორგი III-ის და თამარის დიდმოხელე, ამირახორი და შემდეგ ამირსპასალარი.

ამირახორობა თამარმა გამრეკელ თორელს უბოძა ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ, ხოლო 1187 წ., ხოლო ამირსპასალარი სარგის მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ გამრეკელ თორელი „ამირსპასალარიცა იქმნა“ (ისტორიანი და აზმანი). გამრეკელის სარდლობით განდევნა ქართველთა ჯარმა გელაქუნის თურქები, მისი წინამძღოლობით თამარმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ჯავახეთში თავმოყრილ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრეებზე. იგი გარდაიცვალა 1190/1191 წ. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინების ახლო ხანებში (ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი). თამარის პირველი ისტორიკოსის დახასიათებით, მის შვილებს თამარმა ყველა წყალობა შეუნაჩუნა გარდა თმოგვისა, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, ამირსპასალარობით ფლობდა.




წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 33, 55; ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 122; მესხია 1979: 105.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები