თოფურიძე დიომიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიომიდე თოფურიძე

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - (დ. - 16.VIII.1871, სოფ. ხობი, ზუგდიდის მაზრ. - გ. - 11.XII. 1937) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. იყო პუბლიცისტი, ერთხანს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი, შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 წელს მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. პარტიული საქმიანობის გამო, არაერთხელ დააპატიმრეს.

რუსეთის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ერთხანს იყო სარატოვის საგუბერნიო საზოგადო კომიტეტის თავმჯდომარე, სარატოვის გუბერნიის კომისარი. ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ენერგიულად ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის საქმეში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად. აქტიურად იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არაერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. 1919 სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ - „ერთობაში“ დიომიდე თოფურიძის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური საკითხები“. 1919 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1923 დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა უწყებაში. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1937 წლის ბოლოს „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107;
  • ის. რამიშვილი, „მოგონებები“, თბ., 2012;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №74;

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები