თუმანოვი ლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 29 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუმანოვი ლეონ გიორგის ძე - (11.X.1890, თბილისი -10.VI.1938, მოსკოვი) - რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ბანკის დირექტორის, თბილისელი თავადის, გიორგი თუმანოვის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. პოლიტიკური საქმიანობის გამო 1911 ოხრანკამ დააპატიმრა.

რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1917 წელს არჩეულ იქნა კავკასიის ფრონტის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. რუსეთის დამფუძნებელი დუმის არჩევნებში კავკასიის ესერთა სიის მე-3 ნომერი იყო და აირჩიეს დუმაში. 1918 აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.1918 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით.

1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მისი თანაპარტიელის, ნ. თარხანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა მცხეთაში, ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი.

საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა რუსეთში, მუშაობდა ჯერ სამეცნიერო მიმართულებით, ხოლო შემდეგ - საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში. 1938 დახვრიტეს.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • Туманов Леон Георгиевич, Армянская энциклопедия фонда „Хайазг“ (http://ru.hayazg.Info);
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №109.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სტალინური სიები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები