თურქეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქეთის დროშა

თურქეთი - (Turkey - თურქეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს მონაკვეთში. ესაზღვრება აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, ერაყი, ირანი, სირია.

თურქეთი მთაგორიანი ქვეყანაა. ცენტრალურ ნაწილში გადაჭიმულია მაღალი ანატოლიის ზეგანი, ხმელთაშუა, შავი და მარმარილოს ზღვისპირა ვიწრო დაბლობები. დარდანელის და ბოსფორის სრუტეები აერთიანებენ შავ და ხმელთაშუა ზღვებს.

ფართობი - 780,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 75,7 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – თურქული.

დედაქალაქი - ქ. ანკარა.

ადმინისტრაციულად იყოფა 81 ვილაიეთად (ილა, პროვინცია).

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს დიდ ეროვნულ კრებას.

აღამასრულებელი უფლებამოსილება ეკუთვნის პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).

1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ნატოს წევრია 1952 წლიდან. არის ევროპის საბჭოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროპის თანამეგობრობის ასოცირებული წევრი.

1974 წლიდან ოკუპირებული აქვს კვიპროსის ნაწილი და მფარველობს არაღიარებულ ე.წ. „ჩრდილოეთკვიპროსის თურქეთის რესპუბლიკას“.

ეკონომიკა - თურქეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. მისი ეკონომიკა თანამედროვე მრეწველობის და კომერციის სინთეზია ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან ერთად. ქვეყანაში სწრაფად და ძლიერად ვითარდება კერძო სექტორი, თუმცა სახელმწიფო გადამწყვეტ როლს თამაშობს მრეწველობის, საბანკო სექტორის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროებში. განვითარებულია სამთომოპოვების, კვების, ქიმიური მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ნავთობგადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება.

სოფლის მეურნეობაში მთავარია: მარცვლოვანი კულტურების, ბამბის, თამბაქოს, ხილის მოყვანა;მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხების მოშენება.

რკინიგზის სიგრძე 104 ათ. კმ, საავტომობილო გზების სიგრძე 320,6 ათ. კმ, მათგან 30 მტკიცე საფრით.

ძირითადი საზღვაო პორტებია: სტამბოლი, ისქენდერუნი, მერსინი, იზმითი, იზმირი, სამსუნი.

საერთაშორისო აეროპორტები: ეიშილქოი (სტამბოლი), ესენბოღა (ანკარა), ჩიგლი (იზმირი).


შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 511 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 402 ათ, სამხედრო-საჰაერო 60 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 49 ათ., სანაპირო დაცვა 2,2 ათ. სახმელეთო ძალების შეიარაღებაშია: 3,4 ათ. ტანკი, 5 ათ. ჯავშანმანქანა, 6 ათ. საარტილერიო სისტემა. სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაშია: 75 თვითმფრინავი, 19 ფრეგატი, 7 კორვეტი, 14 წყალქვეშა ნავი, 108 სწრაფმავალი ხომალდი. სამხედრო- საჰაერო ძალების შეიარაღებაშია: 411 საბრძოლო, 103 სატრანსპორტო, 192 სასწავლო თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით. გაწვევის ასაკი 20 წელი. რეზერვი 379 ათ. კაცი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები