იგავი ათ ქალწულზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგავი ათ ქალწულზე - იესო ქრისტეს ერთ-ერთი იგავი მათეს სახარებიდან (25:1-13).

მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად; ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი – გონიერი. სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი; ხოლო გონიერებმა წაიღეს ზეთი ჭურჭლით თავის ლამპრებთან ერთად. და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს. და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი ლამპრები; ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება. მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც და თქვენც; უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. და როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად ქორწილში და დაიხშო კარი. ბოლოს მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და ამბობდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა“ (მათე, 25:1-13).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები