იგავი მეზვერესა და ფარისეველზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 9 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგავი მეზვერესა და ფარისეველზე - იესო ქრისტეს იგავი ლუკა სახარებიდან. (18:9-14)

და უთხრა ზოგიერთებს, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ თავის თავში, რომ მართლები არიან და ამცირებდნენ დანარჩენებს, ეს იგავი: ორი კაცი ავიდა ტაძარში სალოცავად: ერთი – ფარისეველი და ერთი – მეზვერე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა თავისთვის: ღმერთო, გმადლობ შენ, რომ არა ვარ, როგორც დანარჩენი ადამიანები, მტაცებელი, ცრუ, მრუში ან როგორც ეს მეზვერე; ვმარხულობ ორგზის შაბათის განმავლობაში, მეათედს ვიხდი მთელი ჩემი მონაგებიდან. ხოლო მეზვერე შორს იდგა და თვალების აპყრობაც არ უნდოდა ზეცად, არამედ იცემდა მკერდში და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს. გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული ჩამოვიდა სახლში, ვიდრე ის ფარისეველი, რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, ხოლო ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება“ (ლუკა, 18:9-14).

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები