იგავი საშინელ სამსჯავროზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:მათეს სახარება]]
 
[[კატეგორია:მათეს სახარება]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]

მიმდინარე ცვლილება 13:39, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

SaSineli samsjavro.jpg

იგავი საშინელ სამსჯავროზე - იესო ქრისტეს იგავი მათეს სახარებიდან (25:31-46).

„ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა და გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თიკნებს – მარცხნივ.
მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მყოფთ: მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.
მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი და გაჭამეთ ან მწყურვალი – და გასვით? როდის გნახეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ ან შიშველი – და შეგმოსეთ? როდის გნახეთ შენ უძლური ან საპყრობილეში და მოვედით შენთან?
და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს, ამ ჩემს ძმათაგანს მცირეს, მე გამიკეთეთ.
მაშინ ეტყვის მარცხნივ მყოფთ: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის, რადგან მშიოდა და არ მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით მე, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და საპყრობილეში და არ მომხედეთ მე.
მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ? მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ. და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები – საუკუნო ცხოვრებაში“ (მათე, 25:31-46).


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები