იმედაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 38: ხაზი 38:
 
[[კატეგორია:დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე]]
 
[[კატეგორია:დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 16:21, 7 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

ირაკლი იმედაძე

იმედაძე ირაკლი - Imedadze Irakli, Имедадзе Иракли, 1952-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1978), დოქტორი (1989), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009), დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. დაამთავრა თსუ (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1977-2011 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში. იყო ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების, განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის ისტორიის ლაბორატორიის გამგე, ხოლო 2006-2011 წლებში − ინსტიტუტის დირექტორი. არის თსუ-ს პროფესორი, საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებათა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიკოსი; უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი; მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რეგიონული სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. მონოგრაფიისთვის „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები” (2004) მიენიჭა დ. უზნაძის სახელობის პრემია. ი. იმედაძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორია. „ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის” ერთერთი ავტორი და ხელმძღვანელია.

ი. იმედაძის კვლევის მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ისტორია და მეთოდოლოგია, განწყობის თეორია და თეორიული ფსიქოლოგია, ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგია. საკანდიდატო დისერტაციაში ემპირიულად შეისწავლა ექვსწლიან ბავშვთა მოტივაციურ-ნებელობითი სფერო სასკოლო მზაობის თვალსაზრისით. გამოავლინა ამ სფეროს ერთგვარი დესელერაციის ფაქტი. შემდგომში განაგრძობდა ქცევისა და მოტივაციის თეორიულ კვლევას. შექმნა ქცევის პოლიმოტივაციის ორიგინალური თეორიული მოდელი (ნარევმოტივაციური ქცევა). მოტივისა და მოთხოვნილების ცნებათა გამიჯვნის საფუძველზე გამოყო და დაახასიათა ქცევის რამდენიმე მოთხოვნილებით აღძვრისა და ერთზე მეტი ქცევის ერთდროული განხორციელების სხვადასხვა შემთხვევები. პოლიმოტივაციის მოდელზე დაყრდნობით გააანალიზა სწავლის ქცევა. შეიტანა გარკვეულობა ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგიურ დახასიათებაში. კერძოდ, აჩვენა, თუ რომელი ფაქტორების ურთიერთზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება განსხვავებული მოტივაციური განცდები. დააზუსტა ნებელობითი ქცევის უზნაძისეული მოდელი გადაწყვეტილების პერიოდის განწყობისეული რეგულაციის თვალსაზრისით. ქცევის ნებელობითი რეგულაციის და ობიექტივაციის ცნების კონტექსტში შემოიტანა „სუბიექტივაციის” ცნება.

წარწერის ტექსტი

ი. იმედაძე აქტიურად არის ჩაბმული განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის შემდგომი დამუშავების პროცესში. სახელდობრ, მან თავისი წვლილი შეიტანა განწყობის დინამიკური მოდელის სრულყოფაში. აჩვენა, თუ ერთი ქცევის განმავლობაში როგორ ცვალებადობს განწყობის სტრუქტურა შიდა ფაქტორის, მოთხოვნილების/მოტივაციის ცვალებადობის შესაბამისად (მოტივაციის დინამიკა ქცევის განმავლობაში). განიხილა განწყობის მოტივაციური საფუძვლის რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებათა კონკრეტული ვარიანტები ქცევის პოლიმოტივაციის მოდელთან დაკავშირებით.

განწყობის თეორიის ლოგიკისა და თანამედროვე ფსიქოლოგიის მონაცემების საფუძველზე გააანალიზა ისეთი ფუნდამენტური კატეგორიები, როგორიცაა განცდა, ცნობიერება, არაცნობიერი, ქცევა, მოტივაცია და სხვა.

ი. იმედაძის სისტემატური შესწავლის საგანია განწყობის თეორიის მეთოდოლოგიური და ეპისტემოლოგიური სახე, რაც მოიცავს ამ კონცეფციის ფორმალური, შინაარსობრივი, მეტათეორიული და ფილოსოფიური ასპექტების ანალიზს, აგრეთვე მის მიმართებას სხვა დიდ ფსიქოლოგიურ სისტემებთან (ფსიქოანალიზი (ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია), ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი, ქმედების თეორია და სხვა). ი. იმედაძე ამუშავებს ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის საკვანძო პრობლემებს: ორგვარი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის პარადიგმები, აკადემიური და პრაქტიკული ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართება, ფსიქოლოგიურ თეორიათა შეფასების კრიტერიუმები, ფსიქოლოგიის მომავალი განვითარების ძირითადი ტენდენციები და სხვა.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ი. იმედაძის კვლევას ფსიქოლოგიის ისტორიის დარგში. იგი ავტორია კაპიტალური ნაშრომისა − „ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენს დრომდე”. მასში გადმოცემული და გაანალიზებულია ფსიქოლოგიის ხანგრძლივი ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და უმთავრესი ტენდენციები. ეს ყოველივე განწყობის ფსიქოლოგიის პოზიციიდან არის დახასიათებული. ი. იმედაძის საგანგებო კვლევის საგანია საკუთრივ განწყობის ფსიქოლოგიური სკოლის ისტორია, აგრეთვე ქართული ფსიქოლოგიური აზრის ადრინდელი ნიმუშები.

ი. იმედაძის სახელმძღვანელო „ფსიქოლოგიის საფუძვლები” რამდენიმეჯერ გამოიცა და აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგთა კადრების მომზადების საქმეში.

[რედაქტირება] მთავარი ნაშრომები

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ირაკლი იმედაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები