იმერეთის აჯანყება 1810

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:აჯანყებები იმერეთში]]

15:15, 20 მარტი 2018-ის ვერსია

იმერეთის აჯანყება 1810 - ბრძოლა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის.

აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ რუსეთის მთავრობა ცდილობდა იმერეთის სამეფოს გაუქმებასაც, თუმცა 1804 წელს, რუსეთ-იმერეთის ტრაქტატით (ელაზნაურის ხელშეკრულება), იმერეთი რუსეთის იმპერიის მხოლოდ ვასალური სამფლობელო უნდა ყოფილიყო შინაგანი ავტონომიის შენარჩუნებით. ურთიერთობა იმერეთის მეფე სოლომონ II-სა (1789-1810) და რუსეთის კავკასიურ ადმინისტრაციას შორის თანდათანობით მწვავდებოდა. მეფე მოითხოვდა ტრაქტატის პირობების დაცვას, მაგრამ რუსებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ იმერეთის ანექსია ქართლ-კახეთის მსგავსად, 1810 წლის 20 თებერვალს იმერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადეს, ხოლო სოლომონი მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, საიდანაც პეტერბურგში უპირებდნენ გაგზავნას.

მეფემ 11 მაისს მოახერხა თბილისიდან გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. აქედან მან წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა იმერეთის მოსახლეობას, რომლის უკმაყოფილება რუსი სამხედროებისა და მოხელეების ქცევით სულ უფრო იზრდებოდა.

1810 წლის მაის-ივნისში იმერეთში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ახალციხიდან დაბრუნებული მეფე. რუსეთის ჯარებმა სამეგრელოსა და გურიის მთავართა მიერ გამოყვანილი რაზმების დახმარებით შეძლეს აჯანყებულთა ძალების დამარცხება. სოლომონი სამხედრო რაზმით ერთხანს კიდევ იყო ხანისწყლის ხეობაში გამაგრებული, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა კვლავ ახალციხეში გადასულიყო. იმერეთში დამყარდა დროებითი მმართველობა, რომელსაც რუსი მოხელეები ჩაუდგნენ სათავეში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები