იმერეთის აჯანყება 1819-20

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო [[ბრძოლა|ბრძოლამ]] გურიაში, სადაც 1820 წლის აპრილში მოკლეს იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი. ფიცხელი ბრძოლები გაიმართა შემოქმედში, ჩოხატაურსა და სურებში. აჯანყების ჩახშობის მიზნით მთავრობამ იმერეთში დამატებითი [[ჯარი|ჯარის]] ნაწილები შეიყვანა გენ. ველიამინოვის [[სარდლობა|სარდლობით]].  
 
იმერეთის დამორჩილების შემდეგ რუსთა ჯარმა რაჭა და გურია დალაშქრა. აჯანყება ყველგან სასტიკად ჩაახშვეს. დამსჯელი რაზმები წვავდნენ სოფლებს, ჩეხდნენ ბაღ-ვენახს. აჯანყების ზოგიერთი მოთავე საზღვარგარეთ გაიქცა, ბევრი აჯანყებული შეიპყრეს, მათგან ნაწილი რუსეთში გადაასახლეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს.
+
იმერეთის დამორჩილების შემდეგ რუსთა ჯარმა [[რაჭა]] და გურია დალაშქრა. აჯანყება ყველგან სასტიკად ჩაახშვეს. დამსჯელი რაზმები წვავდნენ სოფლებს, ჩეხდნენ ბაღ-ვენახს. აჯანყების ზოგიერთი მოთავე საზღვარგარეთ გაიქცა, ბევრი აჯანყებული შეიპყრეს, მათგან ნაწილი რუსეთში გადაასახლეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს.
  
მიმდინარე ცვლილება 16:07, 16 იანვარი 2020 მდგომარეობით

იმერეთის აჯანყება 1819-20 - საეკლესიო ამბოხი, ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღების შედეგად გაიზარდა სამოხელეო აპარატი, სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა მძიმე ტვირთად დააწვა გლეხობას. უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომლის პრივილეგიები მნიშვნელოვნადშეიკვეცა. 1818 წლიდან რუსული რეჟიმის შემდგომი განმტკიცების მიზნით ხელისუფლებამ დაიწყო საეკლესიო წესწყობილების შეცვლაც, რათა ქართული ეკლესია მთლიანად რუსული ეკლესიის დარად მოეწყო.

1819 წლის ივნისში იმერეთში დაიწყო საეკლესიო ყმა-მამულის აღწერა, რათა ეს ქონება ხაზინის მართვა-გამგეობაში გადაეცათ. დასავლეთ საქართველოს სამღვდელოება და მოსახლეობის ფართო ფენები უარყოფითად შეხვდნენ საეკლესიო რეფორმას. ხალხი ღია პროტესტს გამოთქვამდა და ქონების აღსაწერად მისულ მოხელეებს უკან ერეკებოდა.

1819 წლის ივნისში აჯანყება დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყებულთა დაშინების მიზნით 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრა მიტროპოლიტები ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი, სოლომონ I -ის ასული დარეჯან ბატონიშვილი და რამდენიმე გავლენიანი თავადი და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა, მაგრამ ამ აქციამ აჯანყების ახალი აღმავლობა გამოიწვია.

განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ბრძოლამ გურიაში, სადაც 1820 წლის აპრილში მოკლეს იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი. ფიცხელი ბრძოლები გაიმართა შემოქმედში, ჩოხატაურსა და სურებში. აჯანყების ჩახშობის მიზნით მთავრობამ იმერეთში დამატებითი ჯარის ნაწილები შეიყვანა გენ. ველიამინოვის სარდლობით.

იმერეთის დამორჩილების შემდეგ რუსთა ჯარმა რაჭა და გურია დალაშქრა. აჯანყება ყველგან სასტიკად ჩაახშვეს. დამსჯელი რაზმები წვავდნენ სოფლებს, ჩეხდნენ ბაღ-ვენახს. აჯანყების ზოგიერთი მოთავე საზღვარგარეთ გაიქცა, ბევრი აჯანყებული შეიპყრეს, მათგან ნაწილი რუსეთში გადაასახლეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები