ინანას ჩასვლა ქვესკნელში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ინანას ჩასვლა ქვესკნელში''' – შუმერული მითოსი. ერთხელ ინანა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ინანას ჩასვლა ქვესკნელში''' – შუმერული მითოსი. ერთხელ ინანამ, ცის დედოფალმა, ქვესკნელში ჩასვლა განიზრახა. მას
+
'''ინანას ჩასვლა ქვესკნელში''' – შუმერული მითოსი. ერთხელ [[ინანა]]მ, ცის დედოფალმა, ქვესკნელში ჩასვლა განიზრახა. მას
 
სურდა დაეპყრო ქვესკნელის სადედოფლო ტახტი, რომელზეც მისი უფროსი, სასტიკი და უმოწყალო [[ერეშქიგალი]] იჯდა. ინანა
 
სურდა დაეპყრო ქვესკნელის სადედოფლო ტახტი, რომელზეც მისი უფროსი, სასტიკი და უმოწყალო [[ერეშქიგალი]] იჯდა. ინანა
 
მთელი თავისი ბრწყინვალებით, ყველა თავისი სამკაულით შემკული გაემართა ქვესკნელისკენ, „დიდი მიწისკენ“, როგორც
 
მთელი თავისი ბრწყინვალებით, ყველა თავისი სამკაულით შემკული გაემართა ქვესკნელისკენ, „დიდი მიწისკენ“, როგორც

მიმდინარე ცვლილება 17:46, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ინანას ჩასვლა ქვესკნელში – შუმერული მითოსი. ერთხელ ინანამ, ცის დედოფალმა, ქვესკნელში ჩასვლა განიზრახა. მას სურდა დაეპყრო ქვესკნელის სადედოფლო ტახტი, რომელზეც მისი უფროსი, სასტიკი და უმოწყალო ერეშქიგალი იჯდა. ინანა მთელი თავისი ბრწყინვალებით, ყველა თავისი სამკაულით შემკული გაემართა ქვესკნელისკენ, „დიდი მიწისკენ“, როგორც მას უწოდებდნენ. თავზე მანათობელი გვირგვინი ეხურა, ოქროს სალტეები ეკეთა მკლავებზე, მკერდზე პატიოსანი თვლები უნათებდა, ნელსაცხებელი ეცხო, სადედოფლო შესამოსელი ემოსა, ხელში ლაჟვარდის არგანი ეჭირა და ასე მიდიოდა. მაგრამ ვიდრე მიადგებოდა ქვესკნელის პირველ კარიბჭეს, იხმო თავისი ერთგული მსახური ნინშუბური და დაარიგა, რომ მისი ქვესკნელში ჩასვლის შემდეგ მოევლო შუმერის ტაძრები და შეევედრებინა ღმერთებისთვის, არავის მოეკლა ქვესკნელში ჩასული ქალწული ინანა. ნინშუბურს უნდა მიეკითხა ენლილისთვის ნიპურში, ნანარი სთვის (მთვარის ღმერთისთვის) ურში და ენქისათვის ერიდუში. ინანამ იცოდა, რომ მხოლოდ ენქი გამოესარჩლებოდა მას და დაიხსნიდა. დაიწყო ქვესკნელში ჩასვლა ინანამ, ტაძრების მოვლა – ნინშუბურმა. ინანას ქვესკნელის შვიდი კარიბჭე უნდა გაევლო და თითოეულ კარიბჭეში თითო სამკაული და შესამოსელი უნდა დაეტოვებინა. ასეთი იყო ქვესკნელის წესი – მისი დედოფლის ერეშქიგალის ნება. ასე რომ, ბრწყინვალე ქალღმერთი სრულიად შიშველი უნდა ჩასულიყო ქვესკნელში, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი ჩადიან მკვდართა ქვეყანაში. პირველ კარიბჭეში, კარიბჭის მცველმა ნეთიმ გვირგვინი მოჰხადა ინანას, მეორე კარიბჭეში არგანი ჩამოართვა, მესამეში ყელსაბამი ჩამოხსნა, მეოთხეში პატიოსანი თვლები აართვა მკერდიდან, მეხუთეში ოქროს სალტეები მოხსნა, მეექვსეში სამკერდული შემოაძარცვა, მეშვიდეში სამოსელი გახადა. და ინანას კითხვაზე „რისთვის?“ ქვესკნელის კარიბჭეთა დარაჯი ერთსა და იმავეს პასუხობდა: „დუმდე, ინანა, სრულდება წესი ქვესკნელისა; ინანა, ქვესკნელის წესებს ნუ გამოიკითხავ!“ ასე განძარცულ-გაშიშვლებული წარდგა ინანა ქვესკნელის დედოფლის ერეშქიგალის წინაშე, რომელიც მაღალ საკარცხლულზე ბრძანებულიყო, მის გვერდით შვიდი მსაჯული სამართალს სჯიდა. მრისხანე დედოფალმა სიკვდილის თვალი ჰკიდა ინანას, რისხვისა და ბრალდების სიტყვა ესროლა, სასჯელად სნეულებები შეჰყარა მას და ინანა მის წინაშე მკვდარი დაეცა. სამი დღე და სამი ღამე დაელოდა ნინშუბური ინანას და, როცა არ დაბრუნდა ქვესკნელიდან, ადგა და გამართა გლოვა მის გამო. მერე ადგა და, ინანას ბრძანებისამებრ, ენლილს ეახლა ნიპურში ექურის ტაძრად. მოახსენა ენლილს ინანას დანაბარები, რომ ეშველა მისთვის და ქვესკნელიდან გამოეხსნა. მაგრამ ენლილმა ყურად არ იღო ნინშუბურის სიტყვები. მაშინ ნინშუბური მთვარის ღმერთს ნანარს ეახლა, მაგრამ არც ნანარმა ათხოვა ყური ინანას ვედრებას. ბოლოს, ენქისკენ ერიდუში გაემართა ნინშუბური და მოახსენა ინანას სიტყვები. ინანას გასაჭირმა გულით შეძრა ენქი. როგორ შეწეოდა ენქი ქვესკნელში ცხედრადქცეულ ინანას? აიღო მიწის მტვერი ენქიმ და, როგორც კაცი შექმნეს, ისე შექმნა მან მიწის მტვერისაგან ორი არსება – ქურგარა და გალათურა. ქურგარას გამაცოცხლებელი საზრდელი მისცა, გალათურას გამაცოცხლებელი წყალი მისცა და გაისტუმრა ქვესკნელისკენ. ასე დაარიგა: რაც არ უნდა შემოგთავაზოს ქვესკნელის დედოფალმა, თუნდაც მთელი მდინარე თავის წყლიანად, თუნდაც ყანა თავის ხორბლიანად, არ მიიღოთ. სთხოვეთ მხოლოდ კაუჭზე ჩამოკიდებული ცხედარი. მართლაც, ქვესკნელში ჩასვლისას ენქიმ მოციქულებს მდინარე მთელი წყლითურთ და ყანა მთელი მოსავლითურთ შესთავაზა, მაგრამ მოციქულებმა კაუჭზე ჩამოკიდებული ცხედარი მოითხოვეს. როცა მიიღეს ქალღმერთის ცხედარი, ქურგარამ მას გამაცოცხლებელი საზრდო მიაყარა, ქალათურამ გამაცოცხლებელი წყალი მიასხურა და ცოცხალი აღდგა ინანა. მაგრამ ასე ადვილი არ იყო ინანას ამოსვლა ქვესკნელიდან. ინანას ყველა ქარიბჭეში დაუბრუნებენ ჩამორთმეულ სამოსელს და სამკაულებს, მაგრამ თავის ნაცვლად ვინმე უნდა გასცეს ქვესკნელში ჩასავლელად. ეს სანაცვლო დუმუზი უნდა ყოფილიყო. ქვესკნელიდან ამომავალ ინანას თან ქვესკნელის ავსულნი მოყვებიან, რომელთაც დუმუზი უნდა ჩაიყვანონ ქვესკნელში. ინანას, ქვესკნელიდან ამომავალს, ავსულნი, დიდნი და მცირენი ლერწმებივით მოყვებიან.

რომელნიც თან ახლავან, ინანას,
საჭმელი არ უწყიან, სასმელი არ უწყიან,
ნასხურები ფქვილი არ უჭამიათ,
დაღვრილი წყალი არ უსვამთ.
კაცის უბიდან ცოლს იტაცებენ,
ძიძის მკერდიდან ბავშვს იტაცებენ.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები