ინგლისისათვის ბრძოლა 1940-41
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინგლისისათვის ბრძოლა 1940-41 - საჰაერო ბრძოლა ბრიტანეთის კუნძულებზე II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის აგვისტო – 1941 წლის მაისი.
გერმანული სარდლობა ცდილობდა მასირებული საჰაერო დარტყმებით გაეტეხა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგობა, რათა უზრუნველეყო თავისი ზურგი მომავალ ომში აღმოსავლეთის ფრონტზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ბრძოლის პროცესში გერმანელების სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაკარგეს 1500-ზე მეტი თვითმფრინავი, ინგლისის სამხედრო-საჰაერო ძალებმა – 900-ზე მეტი.