ინგლისური რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგლისური რენეტი(Reinette d’Angleterre). ინგლისური რენეტი ვაშლის ძველთა–ძველი ჯიშია. პირველად 1670 წელს იყო აღწერილი.

ჩვენი კავშირის მეხილეობის რაიონებში შემოტანილი იქნა სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად; აქედან საქართველოს მეხილეობის რაიონებშიც გადმოიტანეს.

ინგლისური რენეტი ჩვენში ფართოდ არ გავრცელდა და ქართლის მეხილეობის რაიონებს არ გასცილებია.

ინგლისური რენეტი

ნაყოფი

ნაყოფი საშუალო სიმსხოსი აქვს, ხის ძლიერ მსხვილი, ლამაზი მოყვანილობის, მომრგვალო–მობრტყო ფორმის; ფორმა ცვალებადია; ყუნწი მაგარი აქვს, ქარისაგან ადვილად არ სცვივა, მოკრეფილი და საწყობში შენახული არ ჭკნება. ჯამი ღიაა ან ნახევრად დახურული. ყუნწი საკმაოდ მსხვილია, წვრილი, ზის საკმაოდ ღრმა და ფართო ღრუში.

ნაყოფის კანი თხელია; მოკრეფისას ღია ყვითელი ფერისაა, სრულ სიმწიფეში ლიმონისებრ ყვითელ ელფერს ღებულობს; მზის მხარეზე ზოგჯერ მუქი ყვითელი ფერისაა. ნაყოფის კანზე ქეცის ლაქები იშვიათად გვხვდება. ნაყოფის კანი დაფარულია წვრილი, რუხი წინწკლებით.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მოთეთრო ფერისაა, ნაზი, საშუალოდ ფხვიერი, სასიამოვნო მოტკბო–მომჟავო გემოსი, ძვირფასი სურნელებით; საერთოდ გემოს მხრივ უძვირფასეს გემოს ნაყოფის მომცემ ჯიშებს მიეკუთვნება.

მოკრეფის დრო უდგება სექტემბრის გასულს და საწყობში მარტის გასვლამდე ინახება. ზოგჯერ ნაყოფი საწყობში ფუყდება, იჩითება.

ხე

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მაღალი შენების მძლავრად განვითარებულ განიერ ვარჯს. ნიადაგების მიმართ არაა მომთხოვნი, ადრე შედის მოსავალში და უხვად მსხმოიარეა, თხოულობს უხვ რწყვას. ყინვამგრძნობიარეა. ყვავილობა ადრეული და ერთდროული იცის. ნაყოფჭამია ძლიერ აზიანებს. ინგლისური რენეტის მცირე მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი და უხვი მაღალხარისხოვანი მოსავლიანობა ამ ჯიშს სამხრეთ ქვეყნების მეხილეობის რაიონებში უსათუოდ ღირსშესანიშნავ ძვირფას სამრეწველო ჯიშთა შორის უნდა აყენებდეს.

ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტში მას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები