ინდოეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოეთის დროშა

ინდოეთი (India - ინდოეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ინდოეთის ოკეანის აუზში.

ფართობი - 3287,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 1214 მლნ. კაცი (2012), დაახლოებით 500 ტომი და ეთნიკური ჯგუფი.

ოფიციალური ენებია - ჰინდი და ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. დელი.

ადმინისტრაციულად იყოფა 25 შტატად და 7 მოკავშირე ტერიტორიად. ინდოეთი ფედერაციული რესპუბლიკაა, შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და ორპალატიან პარლამენტს.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და მინისტრთა საბჭო (მთავრობა).

კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1950 წლის 26 იანვარს.

ეკონომიკა - ინდოეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 60%, მრეწველობაში – 20%.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: სამთომომპოვებელი (ქვანახშირი, მარგანეცი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ბოქსიტი), მანქანათმშენებლობის, კვების და სხვა. განვითარებულია კომპიუტერული პროგრამირების ინდუსტრია.

სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია მცენარეული კულტურები. ინდოეთს უჭირავს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი მსოფლიოში შაქრის ლერწმის, არაქისის, ჩაის, ბამბის წარმოებით.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ცეცხლსასროლ და საარტილერიო შეიარაღებას, ტანკებს, თვითმფრინავებს, რაკეტებს, ხომალდების გარკვეულ ტიპებს. ინდოეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა.

მთავარი საზღვაო პორტები: მუმბაი (ბომბეი), ჩანაიმ (მადრასი), კალკუტა.

საერთაშორისო აეროპორტები: დელი, მუმბაი (ბომბეი), კალკუტა, ჩანაი (მადრასი), ტირუვანანტაპერამი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 132,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 113 ათ., სამხედრო-საზღვაო 5,8 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 13,7 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით. გასამხედროებული ფორმირებებია სასაზღვრო ძალები, პოლიცია, სამრეწველო უსაფრთხოების ძალები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები