იობაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იობაშვილი ნიკოლოზ (1883, სოფ. მრავალძალი, რაჭის მაზრ, - ?) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. პროფესიით რკინიგზის მემანქანე. ადრეული ასაკიდან ჩართული იყო რკინიგზის მუშათა გაერთიანების საქმიანობაში. პარტიულ მუშაობას ეწეოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ.

1918 წეელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის გზათა კომისიის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები