ირანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ირანი“ გადაიტანა გვერდზე „ირანის ისლამური რესპუბლიკა“)
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ირანის ისლამური რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ირანი“ გადამის...)

15:11, 16 მარტი 2018-ის ვერსია

ირანი - (Iran - ირანის ისლამური რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მისი ჩრდილოეთ მონაკვეთი გადის კასპიის ზღვაზე, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი – ინდოეთის ოკეანის სპარსეთისა და ომანის ყურეებში.

ფართობი 1648 ათ. კმ2.

მოსახლეობა 75 მლნ. კაცი (2012), აქედან 65% - სპარსელები, 18% - აზერბაიჯანელები, ასევე - ქურთები, არაბები, თურქმენები და სხვა.

ოფიციალური ენა – სპარსული.

დედაქალაქი - ქ. თეირანი.

ადმინისტრაციულად იყოფა 27 ოსტანად (პროვინცია).

სახელმწიფოს უმაღლესი ოფიციალური პირი ქვეყნის მეთაურის შემდეგ (ქვეყნის სულიერი ლიდერი) არის პრეზიდენტი.


საკანონმდებლო ორგანოისლამის საბჭოს კრება (მეჯლისი, ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.

ირანი აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფოა. ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა 1979 წლის 1 აპრილს, ანტიმონარქისტული რევოლუციის შედეგად.

ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგებია: ნავთობის მოპოვება და ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა. სუსტადაა განვითარებული სამხედრო მრეწველობა.

მთავარი საზღვაო პორტები: ჰარკი, ბენდერ-მაჰშაპრი, ბენდერ-აბასი, ორმუზი, აბადანი.

საერთაშორისო აეროპორტებია: თეირანი, შირაზი, ზაჰედანი, აბადანი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 523 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 350 ათ., სამხედრო-საზღვაო 18 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 35 ათ., "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ძალები 120 ათ. გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯი" (სახალხო ლაშქარი) –300 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები