ირანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
'''ფართობი''' 1648 ათ. კმ<sup>2</sup>.
 
'''ფართობი''' 1648 ათ. კმ<sup>2</sup>.
  
'''მოსახლეობა''' 75 მლნ. კაცი (2012), აქედან 65% - სპარსელები, 18% - აზერბაიჯანელები, ასევე - ქურთები, არაბები, თურქმენები და სხვა.  
+
'''მოსახლეობა''' 75 მლნ. კაცი (2012), აქედან 65% - სპარსელები, 18% - აზერბაიჯანელები, ასევე - ქურთები, [[არაბები]], თურქმენები და სხვა.  
  
 
'''ოფიციალური ენა''' – სპარსული.  
 
'''ოფიციალური ენა''' – სპარსული.  

მიმდინარე ცვლილება 12:07, 29 მაისი 2019 მდგომარეობით

იანის დროშა

ირანი - (Iran - ირანის ისლამური რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მისი ჩრდილოეთ მონაკვეთი გადის კასპიის ზღვაზე, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი – ინდოეთის ოკეანის სპარსეთისა და ომანის ყურეებში.

ფართობი 1648 ათ. კმ2.

მოსახლეობა 75 მლნ. კაცი (2012), აქედან 65% - სპარსელები, 18% - აზერბაიჯანელები, ასევე - ქურთები, არაბები, თურქმენები და სხვა.

ოფიციალური ენა – სპარსული.

დედაქალაქი - ქ. თეირანი.

ადმინისტრაციულად იყოფა 27 ოსტანად (პროვინცია). სახელმწიფოს უმაღლესი ოფიციალური პირი ქვეყნის მეთაურის შემდეგ (ქვეყნის სულიერი ლიდერი) არის პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ისლამის საბჭოს კრება (მეჯლისი, ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.

ირანი აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფოა. ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა 1979 წლის 1 აპრილს, ანტიმონარქისტული რევოლუციის შედეგად.

ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგებია: ნავთობის მოპოვება და ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა. სუსტადაა განვითარებული სამხედრო მრეწველობა.

მთავარი საზღვაო პორტები: ჰარკი, ბენდერ-მაჰშაპრი, ბენდერ-აბასი, ორმუზი, აბადანი.

საერთაშორისო აეროპორტებია: თეირანი, შირაზი, ზაჰედანი, აბადანი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 523 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 350 ათ., სამხედრო-საზღვაო 18 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 35 ათ., "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ძალები 120 ათ. გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯი" (სახალხო ლაშქარი) –300 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები