ისიანი სევერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Severian isiani.JPG|thumb|სევერიან ისიანი]]
 
[[ფაილი:Severian isiani.JPG|thumb|სევერიან ისიანი]]
'''ისიანი სევერიან''' – (1913 – 1943), მწერალი, პოეტი, ფილოლოგი.  დაიბადა სოფელ ზოგიშში (ცაგერი). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930 წელს ქუთაისში გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში”. პირველი კრებული გამოვიდა 1940 წელს. 1939 წლის შემოდგომაზე სევერიან ისიანი გაიწვიეს საბჭოთა [[არმია|არმიის]] რიგებში, სადაც მოუსწრო [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომმა]]. შემოქმედებითი მუშაობა მწერალს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. იგი [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტი]]დან გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. ს. ისიანის ნარკვევი „საუბარი ფრონტელ მეგობართან” და ოცი კერძო ბარათი დ. კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1957 წელს გამოქვეყნდა სევერიან ისიანის ლექსების კრებული „ყველაფერს ვხედავ”.
+
'''ისიანი სევერიან''' – (1913 – 1943), მწერალი, პოეტი, ფილოლოგი.  დაიბადა სოფელ ზოგიშში ([[ცაგერი]]). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930 წელს ქუთაისში გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში”. პირველი კრებული გამოვიდა 1940 წელს. 1939 წლის შემოდგომაზე სევერიან ისიანი გაიწვიეს საბჭოთა [[არმია|არმიის]] რიგებში, სადაც მოუსწრო [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომმა]]. შემოქმედებითი მუშაობა მწერალს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. იგი [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტი]]დან გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. ს. ისიანის ნარკვევი „საუბარი ფრონტელ მეგობართან” და ოცი კერძო ბარათი დ. კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1957 წელს გამოქვეყნდა სევერიან ისიანის ლექსების კრებული „ყველაფერს ვხედავ”.
  
 
:: '''სამშობლოსადმი'''
 
:: '''სამშობლოსადმი'''

მიმდინარე ცვლილება 23:32, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით

სევერიან ისიანი

ისიანი სევერიან – (1913 – 1943), მწერალი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ ზოგიშში (ცაგერი). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930 წელს ქუთაისში გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში”. პირველი კრებული გამოვიდა 1940 წელს. 1939 წლის შემოდგომაზე სევერიან ისიანი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. შემოქმედებითი მუშაობა მწერალს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. იგი ფრონტიდან გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. ს. ისიანის ნარკვევი „საუბარი ფრონტელ მეგობართან” და ოცი კერძო ბარათი დ. კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1957 წელს გამოქვეყნდა სევერიან ისიანის ლექსების კრებული „ყველაფერს ვხედავ”.

სამშობლოსადმი
საით წასულან შენი ვაჟები,
შენი გმირები ცეცხლის თვალება,
რომ იტაცებდათ გარიჟრაჟები
და ქარიშხალში დროშის ტარება.
მათი გულები ტყვიით დახრული
ნუთუ წყვდიადის ქვეშ იფარება,
აღარ მოესწროთ გამოზაფხული,
ზეცის ამგვარი გამოდარება!
აღარ ჩამქრალა მათი მნათობი,_
ვეღარ უხილავთ ეს მთა-გორები,
მიწა−მათივე მკერდით ნათბობი
და სიკვდილის წინ ნაამბორები.
მაგრამ სანგრებში ღამენათევი
არ დაკარგულან სისხლის ტბორები.
შენ შეგემატა მათი ნათელი
და სიჭაბუკე უმეორები.
მათზე შაირებს მთებიც არხევენ,
ქარი ამღერებს ჭაღარა ჭადრებს.
არ ივიწყებენ გმირთა სახელებს,
რომ დაცემულან რიჟრაჟზე ადრე.
ვერ გაიხარონ ღამის ბინდებმა,
ბნელი ხევებიც მზით აელვარდნენ.
ქვყნად გაისმის შენი დიდება
და მათ საფლავებს აყრიან ვარდებს!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები