იტალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიის დროშა

იტალია (Italia – იტალიის რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულზე, კუნძულებით სიცილია და სარდინია. დასავლეთით ესაზღვრება ტირენის, აღმოსავლეთით – ადრიატიკის ზღვა.

ფართობი – 301,2 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 60,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – იტალიური.

დედაქალაქი – ქ. რომი.

ადმინისტრაციულად იყოფა 20 ოლქად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.

იტალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა. შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობით ის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგშია.

სარჩევი

მრეწველობა

მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია:მანქანათმშენებლობა (ავტომობილები, გემები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დაზგები, რადიო-ელექტრონული, ზუსტი ხელსაწყოები), შავი და ფერადი მეტალურგია, ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების წარმოება.

შექმნილია ატომური მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო ბაზა. სამხედრო მრეწველობა უშვებს თვითმფრინავებს, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, ტანკებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო მასალას, ცეცხლსასროლ იარაღს, ყველა კლასის ხომალდს.

ძირითადი საზღვაო პორტები

ძირითადი საზღვაო პორტებია: გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, ტრიესტი, ვენეცია, აუგუსტა, პიომბინო.

საერთაშორისო აეროპორტები

საერთაშორისო აეროპორტებია: ფიუმიჩინო (რომი), მილანი.

შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 184,6 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 107 ათ. სამხედრო-საზღვაო 34,7 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 43 ათ.. რეზერვი 42 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე და მოხალისეების დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები