იუბილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუბილე - (ეტიმ. ებრ. jobhel „ცხვრის რქა“, შემდეგ ბერძნულში მიიღო ფორმა iobeláios). ძველ აღთქმაში ასე ეწოდებოდა წმიდა წელს, რომელიც ყოველ ორმოცდამეათე წელს აღინიშნებოდა. ამ წელიწადს, რომლის დადგომაც ქვეყანას ცხვრის რქის საყვირით ეცნობებოდა, არ ამუშავებდნენ მიწას, ქონება ძველ პატრონებს უბრუნდებოდა, ხოლო მევალეებს ვალები ეპატიებოდათ.

გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი. და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში.... და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის... და დაუბრუნდით თავის სამფლობელოს და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები...“ (ლევ. 25:8-12).




წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები