კაზაჩოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაზაჩოკი – (რუს. Козацкий танец, Козак, უკრ. Козачок, ბელორუს. Козачок), მხიარული ცეკვა სწრაფი მოძრაობით, იმპროვიზაციული ხასიათით. ასრულებენ წყვილები – ვაჟი იმეორებს ქალის მოძრაობებს, ეს უკანასკნელი კი ტაშით აფრთხილებს ფიგურების ცვლის შესახებ. შესულია XVIII საუკუნის II ნახევრის რუსულ სასიმღერო კრებულებში. მაშინვე გამოჩნდა იგი საბალეტო სცენაზეც – საფრანგეთში. XIX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო რუსეთში, როგორც სამეჯლისო ცეკვა.