კალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 16 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალო

კალო - პურეულის სალეწი ადგილი, რომელიც გამართული იყო სწორ ადგილას, წრიული ფორმით, იყო როგორც ღია, ასევე დახურული კალოები. (საქ. მთა, ხევს.), კალოსათვის იყენებდნენ მიწური სახლის ბანსაც.

ხორბლეულს ლეწავდნენ კევრით, ქვის დაკბილული მორგვებით (ჭარჭარა) ან შინაური საქონლის გადატარებით. კევრში აბამდნენ ხარებს, კამეჩებს, ცხენს. კალოს ზედაპირი იფარებოდა პურეულით, რომელზედაც წრიულად დაჰყავდათ კევრი. ლეწვის დროს ძნებს ხშირად აბრუნებდნენ ნიჩბით, რათა მარცვალი გაყროდა გალეწილ მასას. დაგროვილ ხვავს ანიავებდნენ არნადით, გალეწილ ხორბალს ჯერ ცხავში ატარებდნენ და მერე ცხრილში, სარეველებისაგან რომ გაეთავისუფლებინათ. მარცვალი გადაჰქონდათ შესანახად სახლში და აბინავებდნენ ბეღლებსა და ხაროებში. ხევსურები დახურულ კალოში ზამთარშიაც ეწეოდნენ პურეულის გალეწვას.კალო მიჩნეული იყო წმინდა ადგილად და გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960. ე.ნ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები