კანაბისის ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კანაბისის ქრონიკულად მოხმარება“ გადაიტანა გვერდზე „[[კანაბისის...)
ხაზი 22: ხაზი 22:
 
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანაბისის ქრონიკულად მოხმარებამ შეიძლება პიროვნება აპათიამდე და აქტივობის დონის დაქვეითებამდე (არამოტივირებულ მდგომარეობამდე) მიიყვანოს. თუმცა, ამგვარი მოსაზრება არ დაადასტურა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა. არამოტივირებული მდგომარეობის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაციის მაჩვენებელი იყოს.
 
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანაბისის ქრონიკულად მოხმარებამ შეიძლება პიროვნება აპათიამდე და აქტივობის დონის დაქვეითებამდე (არამოტივირებულ მდგომარეობამდე) მიიყვანოს. თუმცა, ამგვარი მოსაზრება არ დაადასტურა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა. არამოტივირებული მდგომარეობის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაციის მაჩვენებელი იყოს.
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ამოტივაციური სინდრომი]]
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
+
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 +
* [[აშლილობა გამოწვეული კანაბინოიდების მოხმარებით]]
  
 
[[კატეგორია:ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება]]
 
[[კატეგორია:ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება]]
 
[[კატეგორია:ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება]]
 
[[კატეგორია:ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება]]

15:20, 19 ივნისი 2019-ის ვერსია

კანაბისის ავადმოხმარება - კანაბისი მინდვრის კანაფისგან (Cannabis sattiva) მიიღება. მისი მოხმარება ხდება ან მცენარის გამხმარი ფოთლების სახით, რომელიც ცნობილია როგორც მარიხუანა („ბალახი”), ან ფისის სახით, რომელსაც მდედრობითი სქესის მცენარის ყვავილი გამოყოფს. კანაბისი რამდენიმე ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან ყველაზე უფრო ძლიერი ფსიქოაქტიური კომპონენტია დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი. როგორც ჩანს, კანაბინოლის ფარმაკოლოგიური ეფექტები გაშუალებულია მისი ურთიერთზემოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულ სპეციფიკურ კანაბინოიდურ რეცეპტორებთან. ამ რეცეპტორების ენდოგენურ ლიგანდს, სავარაუდოდ, ანანდამიდი წარმოადგენს (Howlett et al., 2004).

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

ჩრდილო აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში კანაბისის პროდუქტი ისევე გამოიყენება, როგორც დასავლეთში ალკოჰოლი. ჩრდილო ამერიკასა და ბრიტანეთში კანაბისის პერიოდული მოხმარება ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, აშშ-ის მოსახლეობის 40%-ს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც აქვს კანაბისი გასინჯული, ხოლო 8% -კანაბისის მომხმარებელია. ბრიტანეთში შესაბამისი მაჩვენებლებია - 27% და 6% (Ramsay et al., 2001). როგორც ჩანს, კანაბისის მომხმარებელთა უმრავლესობა არ იღებს სხვა აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა, ზოგიერთ მათგანს აღენიშნება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

კლინიკური ეფექტები

კანაბისის ზემოქმედება ვარირებს დოზის, პიროვნების მოლოდინების, მისი გუნებ-განწყობისა და სოციალური გარემოცვის მიხედვით. კანაბისის მომხმარებლები კანაბისის მიღების შემდეგ თავიანთ მდგომარეობას ახასიათებენ როგორც „აწეულს”, მაგრამ სინამდვილეში, კანაბისი, ალკოჰოლის მსგავსად, მხოლოდ აძლიერებს მის მიღებამდე არსებულ გუნებ-განწყობას - როგორც „აწეულს”, ისე დეპრესიულს. მომხმარებლები, ასევე, საუბრობენ კანაბისის მიღების შედეგად ესთეტიკური სიამოვნების გამძაფრების, დროისა და სივრცის არაადეკვატური აღქმის შესახებ. ამას გარდა, მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ თვალების სიწითლე, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, სასუნთქი გზების გაღიზიანება და ხველა. კანაბისით გამოწვეული ინტოქსიკაცია საშიშია მძღოლებისთვის.

არასასურველი ეფექტები

იმ პირებს, რომლებიც კანაბისს დროგამოშვებით, მცირე დოზებით იყენებენ, არ აღენიშნებათ სერიოზული არასასურველი ეფექტები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები კანაბისის ტერატოგენულობის შესახებ, მისი მოხმარება სახიფათოა ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კანაბისის შესუნთქვა აღიზიანებს სასუნთქ გზებს და პოტენციურად კანცეროგენულია. მისი გადაჭარბებულად მოხმარების ყველაზე უფრო გავრცელებული არასასურველი ფსიქოლოგიური ეფექტია შფოთვა. ასევე, ხშირია მსუბუქი ფორმის პარანოიდული იდეები. იშვიათად, კანაბისის დიდი დოზით მოხმარების დროს, შეიძლება შეიმჩნეოდეს ტოქსიკოზით გამოწვეული აბნევის მდგომარეობა ან ფსიქოზი ნათელი ცნობიერების ფონზე.

კანაბისი და ფსიქიკური დაავადებები

დადგენილია, რომ კანაბისმა შეიძლება შეცვალოს შიზოფრენიის მიმდინარეობა. ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, მის მომხმარებლებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ფსიქოზური ეპიზოდები და რეციდივები (Hall and Solowij, 1998). ახდენს თუ არა კანაბისის მოხმარება, მოგვიანებით, შიზოფრენიის განვითარების პროვოცირებას, საკამათო საკითხია. ანდრეასონმა და მისმა კოლეგებმა (Andreasson et al., 1987), რომლებიც 15 წლის მანძილზე 45 570 შვედ ახალწვეულს აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ შიზოფრენიის განვითარების რისკი 2.5-ჯერ მაღალი ჰქონდათ კანაბისის მომხმარებლებს და 6-ჯერ მაღალი - კანაბისის დიდი რაოდენობით მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების მიხედვით, კანაბისის მოხმარება შეიძლება იყოს შიზოფრენიის განვითარების რისკ-ფაქტორი, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ვინც შიზოფრენიის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, მიდრეკილი იყოს კანაბისის ავადმოხმარებისკენაც. თუმცა, ბოლოდროინდელი პროსპექტული კოჰორტული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებში ფსიქოზისაკენ მიდრეკილება არ არის იმის მომასწავებელი, რომ ეს ახალგაზრდები მომავალში კანაბისს მოიხმარენ (Henquet et al., 2005). ამ გამოკვლევის მიხედვით, კანაბისის მოხმარება ახალგაზრდების მიერ, გარკვეულწილად ზრდის ფსიქოზური სიმპტომების აღმოცენების რისკს, მაგრამ კანაბისის მიღებას გაცილებით უფრო ძლიერი ზემოქმედება აქვს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც, დამატებით ფსიქოზის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებიც აღენიშნებათ. შესაბამისი ლიტერატურის თანახმად (Arseneault et al., 2004), მოზარდების შემთხვევაში კანაბისის მოხმარება დაახლოებით ორჯერ ზრდის შიზოფრენიის განვითარების რისკს. გარდა ამისა, ეს ავტორები თვლიან, რომ საზოგადოებაში კანაბისის მოხმარების აღმოფხვრა 8%-ით შეამცირებს შიზოფრენიის შემთხვევების რაოდენობას.

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოზარდების (განსაკუთრებით გოგონების) მიერ კანაბისის მოხმარებამ შეიძლება მოგვიანებით გაზარდოს დეპრესიის განვითარების რისკი (Patton et al., 2005). თუმცა, სისტემატურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებთან კანაბისის მოხმარებით გამოწვეული ფსიქოსოციალური ზიანის ფაქტები წინააღმდეგობრივია და ზიანს შეიძლება სხვა ფაქტორებიც განაპირობებდნენ (მაგ., ბავშვობისდროინდელი უარყოფითი გამოცდილება) (Macleod et al., 2004). ასევე, გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანაბისის ქრონიკულად მოხმარებამ შეიძლება პიროვნება აპათიამდე და აქტივობის დონის დაქვეითებამდე (არამოტივირებულ მდგომარეობამდე) მიიყვანოს. თუმცა, ამგვარი მოსაზრება არ დაადასტურა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა. არამოტივირებული მდგომარეობის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაციის მაჩვენებელი იყოს.

იხილე აგრეთვე

ამოტივაციური სინდრომი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები