კანაბისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
* [[კანაბისი ავადმოხმარება]]  
+
* [[კანაბისის ავადმოხმარება]]  
* [[ამოტივაციური სინდრომი]]  
+
* [[ამოტივაციური სინდრომი]]
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

16:30, 19 ივნისი 2019-ის ვერსია

კანაბისი (cannabis), – მცენარე მარიხუანადან (მინდვრის კანაფი) მიღებული ფსიქოაქტიური პრეპარეტების კრებითი გენერიული დასახელება. იგი მოიცავს: მცენარის ფოთოლს (ქუჩის ჟარგონზე: ტრავკა, გარშოკი, დურმანი, საძილე ბალახი ან ჟაკეტი), ბანგს, განჟუს ან ჰაშიშს (მიიღება მცენარის ყვავილის კუპრისაგან) და ჰაშიშის ცხიმს.

1961 წელს ნარკოტიკული საშუალებების ერთიანმა კონვენციამ კანაბისი განსაზღვრა როგორც „ყვავილოვანი ან ნაყოფის მომცემი კანაბისისნაირი მცენარის კენწერო (იმ შემთხვევაში, თუ კენწერო არა აქვს, მხედველობაში არ მიიღება ფოთლები და თესლი), რომლისაგანაც კუპრი არ არის ექსტრაჰირებული. ამავე დროს, კანაბისური კუპრი – ეს არის გაწმენდილი ან გაუწმენდავი ექსტრაჰირებული კუპრი, რომელიც მიღებულია კანაბისისნაირი მცენარისაგან. განსაზღვრებები დამყარებულია ტრადიციულ ინდურ ტერმინებზე „განდჟა“ (კანაბისი) და „ჩარას“ (კუპრი). მესამე ინდური ტერმინი ბანგი შეეხება ფოთლებს. კანაბისური ზეთი (ჰაშიშური ზეთი, თხიერი კანაბისი, თხიერი ჰაშიში) წარმოადგენს კანაბისის კონცენტრატს, რომელიც მიიღება ექსტრაჰირების გზით, ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთთან ერთად.

ტერმინი „მარიხუანა“ – მექსიკური წარმოშობისაა. თავდაპირველად ამ ტერმინით აღნიშნავდნენ იაფფასიან თამბაქოს (ზოგჯერ, კანაბისთან შერეულს). შემდგომში იგი მრავალ ქვეყანაში გამოიყენებოდა როგორც კანაბისის ან კანაბისის ფოთლების განსაზღვრება. ჰაშიში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ოდესღაც გამოიყენებოდა კანაბისის განმსაზღვრელ ზოგად ტერმინად, დღეისათვის გამოიყენება კანაბისის ზეთის განსაზღვრისათვის.

კანაბისი შეიცავს, სულ ცოტა, 60 კანაბინოიდს, რომელთაგანაც ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიურია. მათგან განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ტეტრაჰიდროკანაბიოლი. ტ.ჰ.კ. და მისი მეტაბოლიტები შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას შარდში, კანაბისის მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

კანაბისით გამოწვეული ინტოქსიკაცია ვლინდება ეიფორიით, სიმსუბუქით კიდურებში და, ხშირად, სოციალური პრობლემებიდან განსვლით. კანაბისით ინტოქსიკაციის შემთვხვევაში ადგილი აქვს ტრანსპორტის მართვის ან სხვა რთული კვალიფიცირებული სამუშაოს შესრულების უნარის შესუსტებას; ირღვევა სწრაფი რეპროდუქციისა და სწავლის უნარი; ქვეითდება რეაქცია და მოტორული კოორდინაცია; მცირდება ყურადღების მოცულობა, პერიფერიული მხედველობა, სიღრმის, დროის აღქმა (დრო უფრო გაწელილი ეჩვენებათ) და სიგნალების რეგისტრაცია.

ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები მოიცავს: განგაშის განცდას, ეჭვიანობის ან პარანოიდულ იდეებს, ეიფორიას ან აპათიას, მსჯელობის უნარის დარღვევას, მადის მომატებას, ტაქიკარდიას და პირის სამშრალეს. კანაბისს ზოგჯერ იყენებენ ალკოჰოლთან ერთად, რადგან მათი ერთობლიობა აძლიერებს ზოგად ფსიქომოტორულ ეფექტს.

კანაბისს შეუძლია მოახდინოს შიზოფრენიის გამწვავების პროვოცირება, გამოიწვიოს განგაშის მწვავე შეგრძნება, პანიკური რეაქციები და მწვავე ბოდვითი მდგომარეობა. ინტოქსიკაცია გრძელდება რამდენიმე; დღის განმავლობაში.

კანაბინოიდებს ზოგჯერ იყენებენ გლაუკომის მკურნალობისათვის, ღებინების საწინააღმდეგოდ ან ავთვისებიანი სიმსივნის ქიმიოთერაპიაში. დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია კანაბინოიდების გამოყენებით, შესულია დსკ მე-10 გადასინჯვაში F12 – დარღვევები, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები