კანტი იმანუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იმანუელ კანტი“ გადაიტანა გვერდზე „კანტი იმანუელ“ გადამისამარ...)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
„ანთროპოლოგიაში”  მოცემული მოსაზრებები ინდივიდუალური ხასიათის შესახებ ნაშრომის ერთერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილია. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას.
 
რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მეცნიერებაა სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ. ის მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში („წმინდა გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, „ცნობიერების აპრიორულ ფორმებს” . ისინი წინ უსწრებს ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობს და მასზე არ დაიყვანება. თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული (თანდაყოლილი) უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. „ნოუმენებისაგან” , ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან („ნივთები თავისთავად”); უნდა განვასხვავოთ აგრეთვე ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტმა „მოვლენები”/„ფენომენები” უწოდა. ნოუმენი, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული, მიღმიერი ანუ ტრანსცედენტური დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის („ჭვრეტის”) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების გარკვევა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ანუ კატეგორიები, ლოგიკის წესები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. აქედან არ გამომდინარეობს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეული ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, კონკრეტული შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და მოქმედების ზოგადი ფორმა თუ სქემა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზებელი მოქმედება. სწორედ ამ მოქმედებას უწოდა კანტმა აპერცეფცია (გ. ლაიბნიცი). აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარ შთაბეჭდილებათა გაერთიანებას ერთ ობიექტად - შდრ. გეშტალტიზაცია).  
+
რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მეცნიერებაა სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ. ის მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში („წმინდა გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, „ცნობიერების აპრიორულ ფორმებს” . ისინი წინ უსწრებს ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობს და მასზე არ დაიყვანება. თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული (თანდაყოლილი) უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. „ნოუმენებისაგან” , ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან („ნივთები თავისთავად”); უნდა განვასხვავოთ აგრეთვე ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტმა „მოვლენები”/„ფენომენები” უწოდა. ნოუმენი, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული, მიღმიერი ანუ ტრანსცედენტური დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის („ჭვრეტის”) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების გარკვევა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ანუ კატეგორიები, ლოგიკის წესები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. აქედან არ გამომდინარეობს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეული ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, კონკრეტული შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და მოქმედების ზოგადი ფორმა თუ სქემა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზებელი მოქმედება. სწორედ ამ მოქმედებას უწოდა კანტმა აპერცეფცია ([[ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ|გ. ლაიბნიცი]]). აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარ შთაბეჭდილებათა გაერთიანებას ერთ ობიექტად - შდრ. გეშტალტიზაცია).  
  
მიუხედავად თავის ანტიფსიქოლოგიზმისა, კანტმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის მიმართულებით ([[მიულერი იოჰანეს პეტერ|ი. მიულერი]], ე. ჰერინგი და სხვანი). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიაში უკვე ემპირიულადაა დამტკიცებული, რომ ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდანვე აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ანუ არ არის ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.
 
16:50, 21 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

კანტი იმანუელ

კანტი იმანუელ - Kant Immanuel, Кант Иммануил, 1724-1804

გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის ფუძემდებელი. მთელი სიცოცხლე გაატარა კენიგსბერგში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი და მისი პროფესორი იყო.

კანტის მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არცთუ ადვილია. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო, ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, კანტის პოზიცია რეალურად ანტიფსიქოლოგისტურია. მას მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგიას საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. ეს ანტიფსიქოლოგიზმი ფილოსოფიას დღემდეც შერჩა.

ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. „კრიტიკული პერიოდისთვის” . ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, „ტრანსცენდენტული იდეალიზმი” ანუ „კრიტიკული იდეალიზმი” . „წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი მეტ-ნაკლებად მიმღებლური იყო ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსს ქ. ვოლფის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი გავლენა ეტყობა. შემდგომში კანტის პოზიცია შეიცვალა. იგი უარყოფდა გაზომვის და ექსპერიმენტის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში - განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია; უამისოდ კი სულის მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, არსებითად, ვერ განხორციელდება. ხოლო, თავის მხრივ, ინტროსპექციის ნაკლი ისაა, რომ შინაგანი დაკვირვება ზედ ედება სულის დასაკვირვებელ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან (ამის მსგავსი თეორია XX საუკუნის ფიზიკაშიც წარმოიშვა (დამატებითობის პრინციპი)). მიუხედავად ემპირიული ფსიქოლოგიის ასეთი არასანდოობისა და შეზღუდულობისა, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ მოქმედების კანონზომიერებებს.

ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის ტრაქტატში ადამიანის შესახებ - „ანთროპოლოგია” (1798). მასში ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და მნიშვნელოვანი განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ე.წ. „სულის ტრიქოტომია” : ფსიქიკური მოვლენების დაყოფა სამ კლასად (შემეცნება/კოგნიცია, გრძნობა/ემოცია, ნებელობა/მოტივაცია). ეს სწორედ კანტის გავლენით იქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტს დახასიათებული აქვს თითქმის ყველა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, აგრეთვე აფექტები, ვნებები და ნებელობა.

ზოგადად მისწრაფებითი უნარები მოიცავს სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობს აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის, სოციალური ნორმების გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. „კატეგორიული იმპერატივია” , რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ საქციელად შეფასების კრიტერიუმს (და რომელიც კრიტიკულ განსჯა-შეფასებას არ ექვემდებარება).

ლათ. a priori წინასწარ, წინასწარვე → აპრიორული ცოდნა-გამოცდილებაზე წინარე, ანუ წინასწარვე მოცემული; ამის საპირისპიროა:

ლათ. a posteriori შემდგომ, შემდგომი (შდრ. post faqtum ფაქტის მოხდენის შემდგომ).

კანტისეული „პრაქტიკული გონება”, არსებითად, ნებისყოფაა. ესაა მორალური კანონის შესრულების უნარი. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ ფუნქციად.

„ანთროპოლოგიაში” მოცემული მოსაზრებები ინდივიდუალური ხასიათის შესახებ ნაშრომის ერთერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილია. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას.

რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მეცნიერებაა სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ. ის მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში („წმინდა გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, „ცნობიერების აპრიორულ ფორმებს” . ისინი წინ უსწრებს ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობს და მასზე არ დაიყვანება. თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული (თანდაყოლილი) უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. „ნოუმენებისაგან” , ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან („ნივთები თავისთავად”); უნდა განვასხვავოთ აგრეთვე ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტმა „მოვლენები”/„ფენომენები” უწოდა. ნოუმენი, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული, მიღმიერი ანუ ტრანსცედენტური დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის („ჭვრეტის”) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების გარკვევა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ანუ კატეგორიები, ლოგიკის წესები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. აქედან არ გამომდინარეობს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეული ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, კონკრეტული შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და მოქმედების ზოგადი ფორმა თუ სქემა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზებელი მოქმედება. სწორედ ამ მოქმედებას უწოდა კანტმა აპერცეფცია (გ. ლაიბნიცი). აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარ შთაბეჭდილებათა გაერთიანებას ერთ ობიექტად - შდრ. გეშტალტიზაცია).

მიუხედავად თავის ანტიფსიქოლოგიზმისა, კანტმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის მიმართულებით (ი. მიულერი, ე. ჰერინგი და სხვანი). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიაში უკვე ემპირიულადაა დამტკიცებული, რომ ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდანვე აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ანუ არ არის ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.

იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიციური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნის შეგრძნებად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიციური სქემები ასტრუქტურებს მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები არაა აპრიორული მოცემულობა, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო და უფრო სრულყოფილი კოგნიციური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა გენეზისური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა ჟ. პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში გარკვეულ სტადიებს გაივლის. თითოეულ სტადიაზე აზროვნება თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (პიაჟეს გენეზისური ფსიქოლოგია). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა. კანტი გენეზისის საკითხს სრულებით არ განიხილავდა და განვითარებას უგულებელყოფდა. მაგრამ თუკი კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები „ემპირიული რეალობის” მქონე „სულის თვისებებია” , მათი ანალიზი გენეზისური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.

ამასთან, თვით ჟ. პიაჟეც კი აღიარებდა კანტის თეორიის ნაწილობრივ სიმართლეს და ემპირიზმ-სენსუალიზმს უკუაგდებდა. ბავშვის აზროვნების ზეაღმავალი ონტოგენეზური განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ არსებულიყო ამ განვითარების სწორედ რომ აპრიორულ-თანდაყოლილი საფუძველი, პრედისპოზიცია, ანუ ლოგიკური აზროვნების აპრიორული ფორმები თუ სტრუქტურები. მაშასადამე კანტის აპრიორიზმი ზოგადად მართებულია, თუმცა ზედმეტადაა გავრცელებული ისეთ სტრუქტურებზეც, რომლებიც არაა აპრიორული და ინდივიდუალური გამოცდილებით ყალიბდება და ვითარდება.

ი. კანტმა პროფესიონალურ დონეზე იცოდა არამარტო ფილოსოფია და ფსიქოლოგია, არამედ აგრეთვე თითქმის მთელი იმდროინდელი მეცნიერება. მაგ., ასტრონომიაში ორიგინალური გამოკვლევა გამოაქვეყნა. ყველაზე ცნობილია კანტისეული აფორიზმი: „ამქვეყნად ორი რამეა, რაც ყოველთვის მაოცებს და მოწიწებას აღმიძრავს: ვარსკვავებიანი ზეცა ჩემ ზევით და ზნეობრივი კანონი ჩემში”. ამ ლაკონურ ტექსტში მრავალი ღრმა აზრია, რომელიც მყარად და სიღრმისეულად აფუძნებს ჰუმანიზმს: ინდივიდუალიზმი (მე და სამყარო); სამყაროს ორი უდიდესი კანონზომიერება და წესრიგი: ციურ სხეულთა მარადიული კანონზომიერი მოძრაობა (რომლის გარეშეც ვერც სიცოცხლე იარსებებდა) და ადამიანის სულის („ღვთის ხატისა და მსგავსის”) ზნეობრივი წყობა; თანაც ეს მეორე (ნამცეცა მიკროკოსმი) პირველის (უკიდეგანო მაკროკოსმის) თანასწორია, რაც ისევ და ისევ ჰუმანიზმის დაფუძნებაა. აფორიზმში ისიც იგულისხმება, რომ ეს ორივე კანონზომიერება აპრიორულია ანუ პირველადია (ღვთისმიერია). კანტის მეორე ცნობილი აფორიზმი ჰუმანიზმის პირდაპირი მოწოდებაა: „ადამიანი უნდა იყოს მხოლოდ მიზანი - და არა საშუალება სხვათა მიზნების მისაღწევად” (მაკიაველიზმის საპირისპიროდ). კანტის მესამე ცნობილი აფორიზმიც ღრმად ჰუმანისტურია: „სრულქმნა და ადამიანის ბედნიერება”.

ფსიქოლოგიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ი. კანტის მიერ აზროვნების ტიპური შეცდომის, ანთროპომორფიზმის გამოკვეთა, ანალიზი და მკვეთრი კრიტიკა.

კანტისეული ეთიკის თანახმად, გაცილებით უფრო მეტი ეთიკური ღირებულება აქვს ბუნებით ეგოისტის მიერ შეგნებით გაკეთებულ სიკეთეს, ვიდრე ბუნებით გულკეთილი ადამიანის მიერ გაკეთებულ იმავე სიკეთეს. ეს დებულება კანტისეული „კატეგორიული იმპერატივიდან” გამომდინარეობს. მისი კიდევ ერთი შედეგია მცნება „მოიქეცი ისე, რომ შესაძლებელი იყოს, შენი ქცევის წესი საყოველთაო გახდეს” (ანუ წარმოიდგინე, რომ ყველა შენსავით მოიქცეს). ამ მცნების სათავე სახარებისეული „ოქროს წესია”. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ის ასეა გალექსილი: „რასაც შენთვის არ ისურვებ, ნურც შენ უზამ სხვასაო, თორემ შენი ავკაცობა გარდაგხდება თავსაო!” სხვათა შორის, აქედან ისიც ჩანს, რომ ზნეობრივი შეგნების სათავე და საფუძველი დეცენტრაციაა.

ფილოსოფიაში ი. კანტი, აშკარად ან ფარულად, დ. ჰიუმს ეკამათებოდა და ჰიუმისეული სკეპტიციზმის უკუგდების დასაბუთებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, მან ვერ უარყო ჯ. ბერკლისეული მთავარი აღმოჩენა - ობიექტის შექმნა სუბიექტის მიერ (ობიექტივაციის ცნების ფილოსოფიური საფუძვლები). თუმცა საყოფაცხოვრებო საღი აზრის დონეზეც ცხადია, რომ სწორხაზოვნი მოაზრებით ჯ. ბერკლისეული სუბიექტივიზმი მცდარია: ყველა ადამიანი (და ყველა ცხოველიც) რომ გაქრეს, ნივთიერი საგნები ხომ მაინც იარსებებენ. ი. კანტმა სიღრმისეულად დააზუსტა ბერკლი-ჰიუმის თეორიები და საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში უდიდესი გადატრიალება დაასაბუთა (შუალობის პოსტულატის ფილოსოფიური საფუძვლები). ი. კანტი ყველა დროის უდიადეს ფილოსოფოსადაა აღიარებული.

კანტი პიროვნულადაც უცნაური იყო. მას ერთხელაც კი არ მოუსურვებია თავისი პატარა მშობლიური ქალაქიდან სადმე წასვლა. მისი ყოველდღიური ცხოვრება იმდენად რუტინული იყო, რომ ამბობდნენ, კანტი შუადღისას ქალაქში სასეირნოდ რომ გამოდიოდა, ამით ხალხი საათებს ასწორებდაო. მაგრამ ამ საკვირველად ერთფეროვანი და გარეგნულად უღიმღამო ცხოვრების მიღმა მთელი სამყაროს მომცველი და ყველაზე იდუმალ სიღრმეთა მწვდომი გონების საკვირველად მრავალფეროვანი და მჩქეფარე ცხოვრება იმალებოდა. კანტმა თავისი ცხოვრებით განახორციელა ნეტარი ავგუსტინეს ნათქვამი: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავისთავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება”. (ზურაბ ვახანია)

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები