კაპიტულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 16 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპიტულაცია - საერთაშორისო სამართალში საომარი მოქმედების შეწყვეტის ერთ-ერთი ფორმა, დამარცხებული მხარის დათანხმება იმ პირობებზე, რომლებსაც გამარჯვებული უკარნახებს. გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, დამარცხებული მხარის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტას და განცხადებას, რომ აბარებს შეიარაღებულ ძალებს, რომელთა პირადი შემადგენლობა მოწინააღმდეგეს გადაეცემა სამხედრო ტყვეების სახით.

განასხვავებენ კაპიტულაციის ორ სახეობას: ნაწილობრივს და უსიტყვოს (სრულს).

ნაწილობრივი კაპიტულაცია (უბრალო ან საპატიო) არ იწვევს სახელმწიფოს სახელით პოლიტიკური ვალდებულებების აღებას. უსიტყვო კაპიტულაციას, ჩვეულებრივ, ხელს აწერენ შეიარაღებული ძალების სრული განადგურებისას გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი პირობებით. მაგალითად, II მსოფლიო ომის დასრულების დროს გენერალმა ვ. კეიტელმა ხელი მოაწერა გერმანიის შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები