კასპის გორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:24, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპის გორა - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქ. კასპის ცენტრში, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მშრალი უსახელო ხევები, სამხრეთით დამრეცად ეშვება მტკვრისპირა ვაკისკენ. გორაზე ამჟამად დგას სკოლის შენობა.

კასპის გორა მიეკუთვნება განმხოლოებულ გორათა კატეგორიას. მისი თხემი სწორი და ფართოდ გაშლილია (ფართ. 1 ჰა). თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კულტურული ფენების ერთი ნაწილი ჩამორეცხილი და განადგურებულია.კასპის გორაზე აღმოჩენილი რიყის ქვით და ფიქალის ლოდებით ნაგები კედელი (სისქე 0,55-0,85 მ) გორის ზღუდეს უნდა წარმოადგენდეს მიკვლეულია ფიქალ-თიხის იატაკის ფრაგმენტი (4X4 მ). ზღუდესთან და იატაკზე აღმოჩნდა კერა და უხეში მარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული ჭურჭლის ნამტვრევები, რომელთა შორის აღსანიშნავია მოზრდილი ბრტყელბაკოიანი ქვევრის პირ–ყელი, ქოთნის, ქილისა და დერგის ნატეხები. აქვეა მოყავისფროდ გამომწვარი, ყელჩაღარული, პირგაშლილი, ბირთვისებურმუცლიანი და ბრტყელძირიანი კოჭობი. იატაკის ქვეშ, ფეოდალური ხანის კერამიკული ნაწარმში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჩარხზე დამზადებული წვრილმარცვლოვანი თიხის მურა-მონაცრისფრო ჭურჭლის ფრაგმენტები.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები