კასპის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:45, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (16,65 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური, შირიმისა და რიყის ქვაც. შენობა ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და საბჯენი თაღები, კედლების ზედა ნაწილი, სამხრეთ პილასტრების ქვედა ნაწილი, სამხრეთ კარის ხვრელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლიდან გადარჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლის ნაშთი. დასავლეთ შესასვლელი ამოშენებულია; ლავგარდანი აღარა აქვს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევრად ოვალური ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით - ერთი პატარა ოთხკუთხა ნიში. კამარის საბჯენი თაღები უჩვეულო ფორმის (ზემოთ ოდნავ გამოწეულია კედლიდან, ქვემოთ მეტად) ორი წყვილ პილასტრს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღის იმპოსტების დონე დარბაზის ქუსლის დონეზე დაბალია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაჭრილი ყოფილა თითო თაღოვანი სარკმელი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები