კასპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კასპი''' ქალაქი (1959 წლიდან), აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კასპი''' ქალაქი  (1959 წლიდან), აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, შიდა ქართლის მხარეში.
+
'''კასპი''' ქალაქი  (1959 წლიდან), აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში.
  
 
გაშენებულია მდ. ლეხურის ხეობაში, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური (თბილისიდან 48 კმ).  
 
გაშენებულია მდ. ლეხურის ხეობაში, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური (თბილისიდან 48 კმ).  

15:57, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია

კასპი ქალაქი (1959 წლიდან), აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში.

გაშენებულია მდ. ლეხურის ხეობაში, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური (თბილისიდან 48 კმ).

ისტორია

ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად.

ბუნებრივი პირობები და გეოგრაფიული გარემო თავიდანვე პირობებს ქმნიდა ამ ადგილზე ქალაქის ტიპის დასახლების წარმოქმნისათვის. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“. კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც 337 წელს.

კასპი განსაკუთრებით V ს-ში დაწინაურდა. როგორც ირკვევა, ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის – „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასალის და მირანდუხტი. მემატიანის გადმოცემით, კასპი ოსებს დაულაშქრავთ, ხოლო სამი წლის მირანდუხტი ტყვედ წაუყვანიათ, V-VIII საუკუნეებში კასპი კვლავ ინარჩუნებდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის როლს ქართლში. VIII საუკუნისის 30-იან წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. „და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ – აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი (იხ. ნაქალაქარი კასპი).

ქალაქის ტერიტორიაზე მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ კასპი შემდეგ ხანაშიც პოლიტიკურად, ეკონომიურად და კულტურულად საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა (ყურადღებას იქცევს XII საიკუნის მოჭიქული კერამიკა ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებით). კასპი და მისი შემოგარენი საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს.) ადმინისტრაციულად ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს დაშლისა და სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ (XVს-ის II ნახ.-XVIII ს.) იგი ქართლის სამეფოს მსხვილი ფეოდალების, თავად ამილახვართა სამფლობელოში შედიოდა. ერთ ხანს, კერძოდ XVI ს-ის II ნახევარში, ირანის შაჰის ტყვეობიდან განთავისუფლებულმა ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX ს. კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა.

1959 წ. ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. 1960 წ. გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმს აქვს ფილიალები. მუზეუმთან 1969 წლიდან არსებობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახალხო უნივერსიტეტი. 1970 წ. 22 ნოემბერს ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ძეგლი და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები