კახაძე ოტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Otia kaxadze.PNG|thumb|ოტია კახაძე]]
 
'''ოტია კახაძე''' −(დ. 28 მარტი 1918, ტყიბული, – 28 ოქტომბერი 2003, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1973), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).  
 
'''ოტია კახაძე''' −(დ. 28 მარტი 1918, ტყიბული, – 28 ოქტომბერი 2003, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1973), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).  
  

მიმდინარე ცვლილება 00:31, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ოტია კახაძე

ოტია კახაძე −(დ. 28 მარტი 1918, ტყიბული, – 28 ოქტომბერი 2003, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1973), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1945), იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი (1945–48). სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (როგორც ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი), პედაგოგიურს – თსუ კავკასიურ ენათა კათედრაზე.

კახაძის ძირითადი შრომები ეძღვნება არჩიბულისა და სხვა ლეზგიურ ენათა ისტ. ფონეტიკის, მორფოლოგიისა და ლექსიკის საკითხებს. იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციფიკური რიგის ლატერალურ თანხმოვანთა ჩამოყალიბებისა და ისტორიის თვალსაზრისით ფასეულია კახაძის შრომები: „ლატერალური თანხმოვნები არჩიბულში“ (1958), „ზოგი შენიშვნა ლატერალური თანხმოვნების შესახებ“ (1959) და სხვ. იგი ავტორია მონოგრაფიებისა: „არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის“ (1977), „გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში" (1984),

კახაძის არაერთი შრომა ეხება ქართველურ ენათა ფონეტიკისა და ლექსიკის საკითხებს: პურეულის ზოგიერთი ტერმინის შესახებ ქართულში“ (1956), „ხმოვანთა ასიმილაციის ზოგიერთი საკითხის თაობაზე ქართველურ ენებში“ (1981), „ლექსიკური ზანიზმებისათვის იმერულში“ (1987); აგრეთვე ქართული ენის დიალექტთა შესწავლას: „ატენისა და წედისის ხეობის ქართლური“ (1953), „ოკრიბულის თავისებურებანი“ (1954) და სხვ. კახაძე მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. I–8, 1950-64) მომზადებაში, იყო V ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც, სხეა რედაქტორებთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). იგი იყო „იბერიულ-კაეკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ რედკოლეგიის წევრი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი.

გ. ბურვულაიძე.


[რედაქტირება] თხზულებები

  • პურეულის ლექსიკა ქართულში, თბ., 1987;
  • ტერმინი ეგრისი. – კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ,, 1993;
  • აფხაზი/აფხაზა ფუძის თაობაზე. – იქვე.


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები