კახეთის აჯანყება 1615
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
[[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]] | [[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:აჯანყებები საქართველოში]] |
15:24, 20 მარტი 2018-ის ვერსია
კახეთის აჯანყება 1615 - კახეთის მოსახლეობის ბრძოლა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ.
1614 წელს აბას I -ის ჯარების შემოსევით აოხრებული კახეთის მოსახლეობა (აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში) შესაფერის მომენტს უცდიდა აჯანყების დასაწყებად. ირან-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისას, 1615 წლის 15 სექტემბერს, კახეთში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულებმა ამოხოცეს ალავერდის გალავანში გამაგრებული ყიზილბაშთა რაზმი და ეს ამბავი ქუთაისში მყოფ თეიმურაზ I -ს აცნობეს. იგი სასწრაფოდ ჩავიდა კახეთში, სათავეში ჩაუდგა აჯანყებას და განაგრძო კახეთის ციხეების გაწმენდა ირანული გარნიზონებისაგან. შაჰმა აჯანყების ჩასახშობად 15 ათ-ანი ლაშქარი გამოგზავნა ალიყული-ხანის სარდლობით, მაგრამ თეიმურაზ I-მა, რომელმაც მტრის გეგმების შესახებ შაჰის სამსახურში მყოფი ქართველებისგან შეიტყო, 6 ათასი მეომრით არაგვზე ბრძოლა გაუმართა ალიყული-ხანს და დაამარცხა იგი.
ყიზილბაშთა დახოცვამ შაჰ-აბასი სასტიკად განარისხა. 1616 წლის გაზაფხულზე იგი პირადად ჩაუდგა სათავეში დამსჯელ ლაშქრობას, შემოიჭრა კახეთში და სასტიკად ააოხრა ქვეყანა. თეიმურაზ I იძულებული გახდა ისევ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.