კახიანი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი – დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს თბილისში. — იურისტი და პოლიტიკოსი, სამართლის დოქტორი.

განათლებაივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე (1999-2004).
  • ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (2004-2005);
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი (2005-2007);
  • თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2013 წლის მაისიდან – 2016): მაჟორიტარი, №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები