კეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:49, 10 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეხი

კეხი - ლიტონი ხისაგან გამოთლილი ვირის სასაპალნე (უნაგირი), ამზადებდნენ ფიცრებისგანაც, ტახტას ზოგჯერ ლითონის მრგვალ სახელურსაც უკეთებდნენ. საბა კეხს განმარტავს როგორც „შეუმზადებელ უნაგირს“.

საქართველოში იგი ყველგან მზადდებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თუში ხელოსნები. ზაფხულში თუშები შერჩეულ ხის ჯიშებს გააკოპიტებდნენ, ზამთარში დაამზადებდნენ, ხოლო გაზაფხულზე გაყიდდნენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ფრთები და თავები. ფრთები თელის ხისაა კარგი, თავები კი თხმელისა. საკეხე ხეს სიმაგრე რომ შემატებოდა, წყალში ხარშავდნენ. თავისებური ორიგინალობით გამოირჩეოდა კერამიკული ნაწარმის გადასატანი კეხი.




ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები