კვანტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კვანტორი''' – (''ლათ''. quantum – რამდენი) – ლოგიკური ოპერაცია. მისი გ...)
 
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ცხადი სახით კვანტორი პირველად ფრეგემ შემოიღო („ცნებათა აღრიცხვა“, 1879), თუმცა მის მიერ შემოტანილი სიმბოლოები ნაკლებად გამომსახველი იყო.
 
ცხადი სახით კვანტორი პირველად ფრეგემ შემოიღო („ცნებათა აღრიცხვა“, 1879), თუმცა მის მიერ შემოტანილი სიმბოლოები ნაკლებად გამომსახველი იყო.
  
პირსის ცნობის თანახმად, ზოგადობის და არსებობის კვანტორები შემოიღო მიტჩელმა, რომლისთვისაც გამოსახულება [[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]] (f(x) = 0) ნიშნავდა, რომ ლოგიკური f(x) ფუნქცია სრულდება x-ის ყველა მნიშვნელობისათვის. გამოსახულება [[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]] (f(x) = 0) ნიშნავდა, რომ f(x) სრულდება მხოლოდ ზოგიერთი x -თვის (1883). ჩ. პირსმა 1885 წელს შემოიღო ტერმინი „კვანტორი“. კვანტორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება დაიწყეს პეანომ, შრედერმა, რასელმა. პეანოს ხელმძღვანელობით იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაწერა ნაშრომი „Fornulaire de Mathematiques“ (1892-1899), სადაც ფართოდაა გამოყენებული გადაბრუნებული ასოები და ნიშნები (მაგ., ∃, З, ₼, Ɔ, ფესვის გადაბრუნებული ნიშანი, [[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]] რომელიც, ცხადია, ფესვის ამოღების შებრუნებულ მოქმედებას – ახარისხებას აღნიშნავს, (მაგალითად [[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]]). გარდა ამისა, შემოღებულია ნიშნები ↑ და ↓, რომლებიც შესაბამისად აღნიშნავენ „ყოველს“ და „ზოგიერთს“ (ან „რომელიმეს“).
+
პირსის ცნობის თანახმად, ზოგადობის და არსებობის კვანტორები შემოიღო მიტჩელმა, რომლისთვისაც გამოსახულება [[ფაილი:Kvant003.png]](f(x) = 0) ნიშნავდა, რომ ლოგიკური f(x) ფუნქცია სრულდება x-ის ყველა მნიშვნელობისათვის. გამოსახულება [[ფაილი:Kvant007.png]](f(x) = 0) ნიშნავდა, რომ f(x) სრულდება მხოლოდ ზოგიერთი x -თვის (1883). ჩ. პირსმა 1885 წელს შემოიღო ტერმინი „კვანტორი“. კვანტორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება დაიწყეს პეანომ, შრედერმა, რასელმა. პეანოს ხელმძღვანელობით იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაწერა ნაშრომი „Fornulaire de Mathematiques“ (1892-1899), სადაც ფართოდაა გამოყენებული გადაბრუნებული ასოები და ნიშნები (მაგ., ∃, З, ₼, Ɔ, ფესვის გადაბრუნებული ნიშანი, [[ფაილი:Kvant009.png|20პქ]] რომელიც, ცხადია, ფესვის ამოღების შებრუნებულ მოქმედებას – ახარისხებას აღნიშნავს, (მაგალითად [[ფაილი:Kvant011.png|60პქ]]). გარდა ამისა, შემოღებულია ნიშნები ↑ და ↓, რომლებიც შესაბამისად აღნიშნავენ „ყოველს“ და „ზოგიერთს“ (ან „რომელიმეს“).
  
  

მიმდინარე ცვლილება 13:31, 28 თებერვალი 2024 მდგომარეობით

კვანტორი – (ლათ. quantum – რამდენი) – ლოგიკური ოპერაცია. მისი გამოყენებით აიგება დებულებები, რომლებშიც გამოითქმება რაიმე აზრი საგანთა ერთობლიობის ყველა ან ზოგიერთი წევრის შესახებ. განასხვავებენ ზოგადობის და არსებობის კვანტორებს.

ზოგადობის კვანტორი არის ლოგიკური ოპერაცია (აღინიშნება ∀ სიმბოლოთი), რომლის დახმარებითაც აიგება გამონათქვამი: „ყველა x - თვის მართებულია P თვისება“ და ასე ჩაიწერება: ∀xP.

არსებობის კვანტორი არის ლოგიკური ოპერაცია (აღინიშნება ∃ სიმბოლოთი), რომლის დახმარებითაც აიგება გამონათქვამი: „არსებობს x, რომლისთვისაც მართებულია P თვისება“ და ასე ჩაიწერება: ∃xP.

ცხადი სახით კვანტორი პირველად ფრეგემ შემოიღო („ცნებათა აღრიცხვა“, 1879), თუმცა მის მიერ შემოტანილი სიმბოლოები ნაკლებად გამომსახველი იყო.

პირსის ცნობის თანახმად, ზოგადობის და არსებობის კვანტორები შემოიღო მიტჩელმა, რომლისთვისაც გამოსახულება Kvant003.png(f(x) = 0) ნიშნავდა, რომ ლოგიკური f(x) ფუნქცია სრულდება x-ის ყველა მნიშვნელობისათვის. გამოსახულება Kvant007.png(f(x) = 0) ნიშნავდა, რომ f(x) სრულდება მხოლოდ ზოგიერთი x -თვის (1883). ჩ. პირსმა 1885 წელს შემოიღო ტერმინი „კვანტორი“. კვანტორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება დაიწყეს პეანომ, შრედერმა, რასელმა. პეანოს ხელმძღვანელობით იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაწერა ნაშრომი „Fornulaire de Mathematiques“ (1892-1899), სადაც ფართოდაა გამოყენებული გადაბრუნებული ასოები და ნიშნები (მაგ., ∃, З, ₼, Ɔ, ფესვის გადაბრუნებული ნიშანი, Kvant009.png რომელიც, ცხადია, ფესვის ამოღების შებრუნებულ მოქმედებას – ახარისხებას აღნიშნავს, (მაგალითად Kvant011.png). გარდა ამისა, შემოღებულია ნიშნები ↑ და ↓, რომლებიც შესაბამისად აღნიშნავენ „ყოველს“ და „ზოგიერთს“ (ან „რომელიმეს“).


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები