კვაჭაძე ლეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევან კვაჭაძე“ გადაიტანა გვერდზე „კვაჭაძე ლეო“ გადამისამართე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kvachadze leo.PNG|thumb|კვაჭაძე ლეო ]]
 
'''კვაჭაძე ლეო (ლევან)''' − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), [[საქართველო]]ს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).  
 
'''კვაჭაძე ლეო (ლევან)''' − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), [[საქართველო]]ს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).  
  

მიმდინარე ცვლილება 00:34, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

კვაჭაძე ლეო

კვაჭაძე ლეო (ლევან) − (დ. 3. დეკემბერი 1908, სოფ. ლახამულა, მესტიის რ-ნი − გ. 22 იანვარი, 2011), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983), საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1930). 1945–48 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ე. თოფურიას ხელმძღვანელობით. 1940–42 შეეხო პოლიტიკური რეპრესიები. კვაჭაძემ 1931-იდან დაიწყო პედაგოგიური, 1947-იდან კი სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობა. 1931–32 იგი იყო მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის მასწავლებელი, 1932–33 – სოფ. ლახამულის რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1933–36 – მესტიის პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე; 1935-44 – თბილისის 55-ე და მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლების მასწავლებელი, ხოლო 1944–47 – თბილისის ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1947-იდან მოღვაწეობდა ა. პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრაზე. 1950-52 შეთავაზებით მუშაობდა ა. წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.

კვაჭაძის ნაშრომებში განხილულია ქართული ენის გრამატიკის, მეტწილად სინტაქსისა და საშუალო სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“ (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლოგიური, ფაკულტეტის სტუდენტთათვის, 1966), „ქართული ენა“ (სახელმძღვანელო პედაგოგიური ფაკულტეტებისათვის, ნაწ. 1, 1961), „რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა“ (1950), „წინადადების წევრები ქართულში“ (1954), „მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის“ (1957), „ტოლად-შერწყმული სახელები ლექსიკური და გრამატიკული თვალსაზრისით“ (1967), „თანიანი მრავლობითის მოქმედებითი და ვითარებითი ახალ ქართულში“ (1997)

აღსანიშნავია კვაჭაძის დიდი დამსახურება სახელმძღვანელოების შექმნაში. იგი ა. შანიძის თანაავტორია საშუალო სკოლის „ქართული ენის გრამატიკის” ორივე ნაწილისა 1964-70-იანი წლების მიწურულამდე, ხოლო შემდეგ V-IX კლასების „ქართული ენისა“. წიგნისათვის „თანამედროეე ქართული ენის სინტაქსი“ (1988) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998). დაჯილდოებული ღირსების ორდენით (1997).

ც. ბარბაქაძე


[რედაქტირება] თხზულებები

  • რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა, თბ., 1949;
  • დამოკიდებულ წინადადებათა სახეების ამოცნობისათვის. – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1950, №3;
  • ქვემდებარე და დამატება გარეგნულად მსგავს შემასმენლებთან. – ჟურნ. „კომუნისტური აღზრდისათვის“, VI, თბ., 1954;
  • ქართული ენის სინტაქსი (სახელმძღვანელო, პედაგოგიური სასწავლებლებისათვის), თბ. 1956.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დავითიანი ა. შესანიშნავი მეცნიერი, პედაგოგი. – გაზ. „საბჭოთა პედაგოგი“, 1970, №26;
  • მაისურაძე ი. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „სახალხო განათლება“, 1970, №80.
  • ღლონტი ა. სარჯველაძე ზ. ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი. – გაზ. „თბილისი“, I980, №122;
  • კაჭარავა გ. მაისურაძე ი. თევზაძე ჭ. გამოჩენილი მკვლევარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი. – გაზ, „საბჭოთა პედაგოგი“, 1980, №29;
  • სერგია ვ. ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნი. – იქვე, I989, №12;
  • ქაჯაია ო. შამელაშვილი რ. თანამედროვე ქართული ენის მეცნიერული სინტაქსი. – გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 1990, №31;
  • ღლონტი ა. ოთხმოცი. – გაზ. „თაობა“, 1990, №23.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები