კვეზერელი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ კვეზერელი – დაიბადა 1973 წლის 7 თებერვალს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა უშიშროების სამინისტროში.
- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების პ/დანაყოფი „ომეგას“ მეთაური (1992-1995)
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2001-2003): მაჟორიტარი, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.