კვირტის ჭია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვირტის ჭია

კვირტის ჭია – (ბუკნა), მონოფაგი მწერია. ეს მავნებელი გაზაფხულზე ვაზის კვირტებს აზიანებს, დაზიანებულ კვირტს გარედან წვრილი, წითელი ხვრელი ემჩნევა, მატლი გამოღრღნის რა კვირტის შიგთავსს, შემდეგ ახალ კვირტზე გადადის და მასაც აზიანებს, ხოლო გადარჩენილი კვირტის გაშლისა და ფოთლების გამოჩენისას მათზე აგრძელებს კვებას. მატლი ფოთოლს ღრღნის კიდეებიდან, მთავარ ძარღვს კი ხელუხლებელს ტოვებს.

დაზიანებული კვირტი

მავნებელი ერთ წელიწადში ერთ გენერაციას იძლევა. პეპლები აქტიურები არიან დილისა და საღამოს საათებში. კვერცხებს ათავსებენ ფოთლის ქვედა მხარეს ივნისის ბოლო დეკადიდან, ივლისის მეორე დეკადამდე. სქესობრივი პროდუქცია 100-300 კვერცხია. ახალგამოჩეკილი მატლები ერთი დღე იქვე რჩებიან, შემდეგ კი გადადიან ფოთლებზე და იწყებენ ცალ-ცალკე ცხოვრებას.




წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები